მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს
კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს

კოკა გუნ­ცა­ძე "ალი­ანსს" "გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­მარ­ცხე­ბის და­გეგ­მვა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ალი­ან­სი­დან" წას­ვლის შემ­დეგ კოკა გუნ­ცა­ძემ "და­ი­ცა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, ყო­ველ­თვის მი­აჩ­ნდა, რომ ქვე­ყა­ნას მარ­თავს რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი და ამ რე­ჟი­მის დამ­სხვრე­ვა შე­საძ­ლოა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბით.

"არ­ჩევ­ნე­ბი ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა დღის წეს­რი­გის აუ­ცი­ლე­ბელ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად, მაგ­რამ მო­ცე­მულ პი­რო­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნო­ბით, ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით და კან­დი­და­ტით. "ალი­ან­სმა" ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ერ­თი­ა­ნო­ბა, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა და თა­ვად არ აღ­მო­აჩ­ნდა საკ­მა­რი­სი ძალა, რათა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად", – აღ­ნიშ­ნა კოკა გუნ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არა­სო­დეს მო­უ­თხო­ვია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს გახ­დე­ბო­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­მარ­ცხე­ბის ნა­წი­ლი.

"შე­იძ­ლე­ბა, და­მარ­ცხდე ღირ­სე­უ­ლად, უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია, არ შე­იძ­ლე­ბა და­გეგ­მო და­მარ­ცხე­ბა და ხალ­ხს გა­მარ­ჯვე­ბას და­პირ­დე. მით უმე­ტეს, მე ვერ გავ­ხდე­ბო­დი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ნა­წი­ლი. მთა­ვა­რი, რა­საც ვებ­რძო­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ამ ხნის პე­რი­ოდ­ში, ეს იყო მუდ­მი­ვი სი­მუ­ლა­ცია და იმი­ტა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან", – აღ­ნიშ­ნა გუნ­ცა­ძემ.

კოკა გუნ­ცა­ძის თქმით, ხალ­ხს ყვე­ლამ უნდა აუხ­სნას, რომ თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, რა­ტომ არის ის დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი; თუ არ­ჩევ­ნე­ბი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, მა­შინ რა­ტომ აქვს თბი­ლის­ში "ალი­ანსს" ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 19%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში - 9% და შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი თბი­ლი­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ჩა­ბა­რე­ბა რა­ტომ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს

კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს

კოკა გუნცაძე "ალიანსს" "გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში" ადანაშაულებს.

"ალიანსიდან" წასვლის შემდეგ კოკა გუნცაძემ "დაიცავი საქართველოს" ოფისში პირველი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქვეყანას მართავს რეპრესირებული რეჟიმი და ამ რეჟიმის დამსხვრევა შესაძლოა მხოლოდ ოპოზიციური ერთობით.

"არჩევნები ყოველთვის დარჩება დღის წესრიგის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად, მაგრამ მოცემულ პირობებში გამარჯვება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანობით, ერთიანი ფრონტით და კანდიდატით. "ალიანსმა" ვერ უზრუნველყო ერთიანობა, საერთო ეროვნული თანხმობა და თავად არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა, რათა ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ალტერნატივად", – აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, არასოდეს მოუთხოვია გარანტირებული გამარჯვება, მაგრამ არასოდეს გახდებოდა გარანტირებული დამარცხების ნაწილი.

"შეიძლება, დამარცხდე ღირსეულად, უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ ფაქტია, არ შეიძლება დაგეგმო დამარცხება და ხალხს გამარჯვებას დაპირდე. მით უმეტეს, მე ვერ გავხდებოდი მოდელირებული გამარჯვების ნაწილი. მთავარი, რასაც ვებრძოდით მე და ჩემი მეგობრები ამ ხნის პერიოდში, ეს იყო მუდმივი სიმულაცია და იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან", – აღნიშნა გუნცაძემ.

კოკა გუნცაძის თქმით, ხალხს ყველამ უნდა აუხსნას, რომ თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არის ის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი; თუ არჩევნები ფალსიფიცირებული არ არის, მაშინ რატომ აქვს თბილისში "ალიანსს" ამომრჩეველთა ხმების 19%, ხოლო საქართველოში - 9% და შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი თბილისის ხელისუფლებისთვის ჩაბარება რატომ არის გამოცხადებული გამარჯვებად.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე