პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"
 ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე. ად­ვო­კა­ტე­ბი აბე­სა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ, რის არ­გუ­მენ­ტა­დაც მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებ­დნენ. დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს აბე­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტიც წა­რუდ­გი­ნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა აბე­სა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის ლილი გე­ლაშ­ვი­ლი­სა და ირმა ჭკა­დუ­ას არ­გუ­მენ­ტე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

მო­სა­მარ­თლემ საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ას გა­დას­ცა.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ აბე­სა­ძემ სა­სა­მარ­თლოს დღე­საც მი­მარ­თა და ემო­ცი­ურ ფონ­ზე ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ბო­ლოს როცა მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, ცრემ­ლი­ა­ნი იყო. დღე­საც ასე იყო. სა­სა­მარ­თლოს უთხრა, რომ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ცხოვ­რე­ბა ჩა­მო­ენგრა თავ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლემ საქ­მეს ის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თი და მოწ­მე­თა სია და­ურ­თო, რო­მე­ლიც დაც­ვის მხა­რემ წა­რუდ­გი­ნა. ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში დაც­ვის მხა­რის მიერ და­სა­კი­თხი მოწ­მე­ე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ ოთარ აბე­სა­ძეს ქრთა­მი არ მო­უ­თხო­ვია არა­ვის­თვის და არც არა­ვის­გან აუ­ღია.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას, ად­ვო­კა­ტის თქმით, დაც­ვის მხა­რე პირ­ველ არ­სე­ბით სხდო­მა­ზეც და­ა­ყე­ნებს ოთარ აბე­სა­ძის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას.

"იმედს ვი­ტო­ვებთ, 19 სექ­ტემ­ბრის სხდო­მა­ზე წარ­ვუდ­გენთ სა­სა­მარ­თლოს იმ ახალ გა­რე­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც აბე­სა­ძის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"

 ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება: "როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო"

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ადვოკატები აბესაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რის არგუმენტადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ. დაცვის მხარემ სასამართლოს აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინა. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა აბესაძის ადვოკატების ლილი გელაშვილისა და ირმა ჭკადუას არგუმენტები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და საქმე არსებითად განსახილველად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას გადასცა.

დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბესაძემ სასამართლოს დღესაც მიმართა და ემოციურ ფონზე ცრემლები ვერ შეიკავა.

"ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა. ბოლოს როცა მიმართა სასამართლოს, ცრემლიანი იყო. დღესაც ასე იყო. სასამართლოს უთხრა, რომ ახალგაზრდა ასაკში ცხოვრება ჩამოენგრა თავზე", - განაცხადა ჭკადუამ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ საქმეს ის სამედიცინო ბარათი და მოწმეთა სია დაურთო, რომელიც დაცვის მხარემ წარუდგინა. ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლოში დაცვის მხარის მიერ დასაკითხი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ოთარ აბესაძეს ქრთამი არ მოუთხოვია არავისთვის და არც არავისგან აუღია.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პირველ არსებით სხდომაზეც დააყენებს ოთარ აბესაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას.

"იმედს ვიტოვებთ, 19 სექტემბრის სხდომაზე წარვუდგენთ სასამართლოს იმ ახალ გარემოებას, რომელიც აბესაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდება", - აღნიშნა ჭკადუამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ