პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო
სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა უკა­ნო­ნო იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლოც ექ­სტრა­დი­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან, კონ­ვენ­ცია კი გა­მო­რი­ცხავს პი­რის გა­და­ცე­მას იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, სა­დაც მას შე­საძ­ლოა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და­ე­მუქ­როს" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, და­ვით კა­კო­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბას არც ერთი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­არ­ჩია. კა­კო­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნას შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს.

"რო­გორც ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, გარ­და უკ­რა­ი­ნი­სა. ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებს შო­რის ად­გი­ლი აქვს შე­თან­ხმე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და ამ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, ისე უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა.

ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ეს მო­თხოვ­ნე­ბი არ იგ­ზავ­ნე­ბა, რად­გან ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ მო­ახ­დე­ნენ. ექ­სტრა­დი­რე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ ექ­სტრა­დი­რე­ბის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა არის ის, რომ თუ არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ პირი შე­საძ­ლოა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლი იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ითხოვს მის ექ­სტრა­დი­რე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ მის და­კა­ვე­ბა­სა და გა­და­ცე­მა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კა­კო­იშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბია, გა­და­ხე­დავს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უკ­რა­ი­ნას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის და ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა.

სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო

სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო

"მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო იქნება, ვინაიდან უკრაინაც და საქართველოც ექსტრადირების ევროპული კონვენციის წევრები არიან, კონვენცია კი გამორიცხავს პირის გადაცემას იმ სახელმწიფოსთვის, სადაც მას შესაძლოა პოლიტიკური დევნა დაემუქროს" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა განუცხადა.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას არც ერთი ევროპული ქვეყანა არ განახორციელებს, რის გამოც საქართველომ უკრაინა სპეციალურად შეარჩია. კაკოიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-უკრაინას შორის სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს.

"როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობას არცერთი ქვეყნისთვის არ მიუმართავს, გარდა უკრაინისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ადგილი აქვს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს პოლიტიკური დევნა და ამ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისე უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა.

ევროპულ ქვეყნებში ეს მოთხოვნები არ იგზავნება, რადგან ევროპული ქვეყნები საერთაშორისო კონვენციების მიხედვით არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ.  ექსტრადირების შესახებ ევროპულ კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ ექსტრადირების დამაბრკოლებელი გარემოება არის ის, რომ თუ არსებობს საფრთხე, რომ პირი შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იმ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს მის ექსტრადირებას, ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ მის დაკავებასა და გადაცემაზე იყოს საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.

კაკოიშვილისთვის უცნობია, გადახედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილებას.

საქართველოს მთავრობამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ