პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი
მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე ცა­ა­ვა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის­თვის მო­სა­მარ­თლის მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად" აფა­სებს.

რო­გორც მე­უ­ფე პეტ­რემ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "სუ­ი­ცი­დი ჩა­ი­დი­ნა".

"ჩემ­თვის ეს ნიშ­ნავს, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო და ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი პი­ლა­ტეს სა­სა­მარ­თლო­სი, რო­მელ­მაც უფალ იესო ქრის­ტეს გა­მო­უ­ტა­ნა ფა­რი­სევ­ლუ­რი გა­ნა­ჩე­ნი. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა, ამ შე­ფა­სე­ბით მო­სა­მარ­თლემ მთელ მის თა­ო­ბას და შთა­მო­მავ­ლო­ბას და სა­სა­მარ­თლოს ჩა­ა­დე­ნი­ნა სუ­ი­ცი­დი, რო­მე­ლიც მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვაა. შე­ვახ­სე­ნებთ, მათ სა­უ­ბე­დუ­როდ და­ა­ვი­წყდათ, რომ ბოლო სი­ტყვას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უფა­ლი ამ­ბობს და და­ა­ვი­წყდათ, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მსა­ჯუ­ლი არის ქრის­ტე ღმერ­თი. ეს არის სა­სა­მარ­თლოს თვით­მკვლე­ლო­ბა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­მე­თუ სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე გა­დის. ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო და მო­სა­მარ­თლე დარ­ჩა ზე­წო­ლის და უსა­მარ­თლო­ბის მო­ნად, ეს არის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში.

მე­უ­ფე პეტ­რეს შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლო და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ზე­წო­ლას და ღირ­სე­უ­ლი სახე ვერ აჩ­ვე­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ჩვენ დღემ­დე არ გვი­ნა­ხავს სი­ნა­ნუ­ლის ნა­ბი­ჯი სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც უპ­რინ­ცი­პოდ დებ­დნენ ბრალს და არ­ღვევ­დნენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, რომ­ლებ­მაც ცილი დას­წა­მეს მა­მა­ოს და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე და არ გა­და­უდ­გამთ არც ერთი ნა­ბი­ჯი სი­ნა­ნუ­ლის­კენ. სა­სა­მარ­თლო და­ექ­ვემ­დე­ბა­რა მათ ზე­წო­ლას და ღირ­სე­უ­ლი სახე ვერ აჩ­ვე­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე პეტ­რემ.

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი არ ეს­წრე­ბო­და.

მო­სა­მარ­თლემ დე­კა­ნოზს ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა - ან­გა­რე­ბით მკვლე­ლო­ბა მო­უხ­სნა და მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ, ასე­ვე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­ში. მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის დე­კა­ნოზს 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პით უფრო მა­ღალ­მა სას­ჯელ­მა შთან­თქა უფრო და­ბა­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს "ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს.

როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით "სუიციდი ჩაიდინა".

"ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე პეტრეს შეფასებით, სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას.

"ჩვენ დღემდე არ გვინახავს სინანულის ნაბიჯი სახელმწიფოს მმართველობის პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ დებდნენ ბრალს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლებმაც ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი სინანულისკენ. სასამართლო დაექვემდებარა მათ ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ