სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა
საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

უკ­რა­ი­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს­გან, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძებ­ნის, და­კა­ვე­ბი­სა და ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნა მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­რან­ტია მის­ცა უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნის მი­ზა­ნი მის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით დევ­ნა არ არის, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სერ­გეი პე­ტუ­ხოვ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღო, რომ პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­ე­ცე­მა იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მე­ლიც ექ­სტრა­დი­რე­ბის მო­თხოვ­ნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი არ არის. ასე­ვე უკ­რა­ი­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ის არ იქ­ნე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნას და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს სა­ექ­სტრა­დი­ციო გა­მოკ­ვლე­ვის­თვის უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აგ­ზავ­ნის.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს.

საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები", - განაცხადა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ.

მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."