5 სექტემბერს, 13.30 სთ.-ზე ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4) კონფერენს დარბაზი, მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის და სიახლეების პრეზენტაცია.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
პრეზენტაციაზე მოხდება ინფორმაციის მოწოდება შემდეგზე:
• BIAFF კინოფესტივალის 2017 წლის პროგრამის ძირითდი სექციების მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები
• BIAFF კინოფესტივალის 2017 სტუმრები და ჟიურის შემადგენლობა
• BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”.
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, სასტუმრო „ადმირალი“, სასტუმრო Grand Georgian Palace, სასტუმრო „ირეპალასი“, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org/;www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - marketing@biaff.org, ტელ: 599-482181б, 593-998272