პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით? - ადვოკატისა და მსჯავრდებულის დის კომენტარი
მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით? - ადვოკატისა და მსჯავრდებულის დის კომენტარი

მე­უღ­ლი­სა და ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტი ირმა ბრე­ლი­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ ბრე­ლი­ძემ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ვი­ღა­ცამ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ავ­რცე­ლა".

"მაგ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვ ნახე და გეგ­მა­შიც კი არ ჰქო­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­ე­მარ­თა. უფრო მე­ტიც, ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია... გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მას ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე პრე­ზი­დენ­ტთან რა­ი­მე მი­მარ­თვა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ეს არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია... ჩემი აზ­რით, ვი­ღაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს. დღეს მაგ­დას დე­და­საც ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­მაც მაგ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნახა. მაგ­და პა­პი­ძეს არც მის­თვის არა­ფე­რი მსგავ­სი არ უთ­ქვამს, პი­რი­ქით, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მე­გი იყო. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ გავ­რცელ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იფიქ­როს, რომ მაგ­და დამ­ნა­შა­ვეა და ახლა აღა­ი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, რად­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ცი­ხი­და­ნო" - გა­ნა­ცხა­და ბრე­ლი­ძემ.

მსჯავ­რდე­ბულს რომ პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს, ადას­ტუ­რებს ლანა პა­პი­ძეც. თუმ­ცა რო­გორც მაგ­და პა­პი­ძის და Palitranews-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­თან სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

"თეა სი­რა­ძე რომ შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა, იმ პე­რი­ოდ­ში მაგ­დას­თან ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი და ვკი­თხე, რა პრო­ცე­დუ­რე­ბია სა­ჭი­რო შე­წყა­ლე­ბის­თვის­თქო. მი­თხრა, 6 თვე­ში ერთხელ უნდა და­წე­რო მი­მარ­თვაო... რა­ვი­ცი თუ აქვს ამას აზ­რიო, ტი­რო­და... გა­მო­ვი­დეო, ბავ­შვის საფ­ლა­ვი და ჩე­მე­ბი ვნა­ხოო. იცით, რომ შე­წყა­ლე­ბას რო­დე­საც წერ, ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს... მე რომ მაგ­დას ვკი­თხე ამის შე­სა­ხებ, ამიხ­სნა, ისე­დაც მო­მა­კე­რეს ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა და მე აღა­რა­ფერს ვჩი­ვი­ვა­რო..."- აღ­ნიშ­ნავს ლანა პა­პი­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო

ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბე­ლი საქ­მე­ზე პრო­ცე­სე­ბი 2016 წელს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს. საქ­მეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნიხ­ლავ­დნენ. მათ პა­პი­ძეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის ზო­მად უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა დიღ­მის მა­სივ­ში, ფე­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მაგ­და პა­პი­ძე მკვლე­ლო­ბის დღეს­ვე და­ა­კა­ვეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით? - ადვოკატისა და მსჯავრდებულის დის კომენტარი

მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით? - ადვოკატისა და მსჯავრდებულის დის კომენტარი

მეუღლისა და ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძის ადვოკატი ირმა ბრელიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ბრელიძემ Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია "ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა".

"მაგდა რამდენიმე კვირის წინ ვ ნახე და გეგმაშიც კი არ ჰქონია, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა. უფრო მეტიც, ამის კატეგორიული წინააღმდეგია... გამორიცხულია, რომ მას ჩემთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტთან რაიმე მიმართვა გაეკეთებინა. ეს არის ცრუ ინფორმაცია... ჩემი აზრით, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება გააღიზიანოს. დღეს მაგდას დედასაც ვესაუბრე, რომელმაც მაგდა რამდენიმე დღის წინ ნახა. მაგდა პაპიძეს არც მისთვის არაფერი მსგავსი არ უთქვამს, პირიქით, პირველივე დღიდან ამის კატეგორიული წინააღმეგი იყო. გაკვირვებული ვარ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ მაგდა დამნაშავეა და ახლა აღაიარა დანაშაული, რადგან გათავისუფლდეს ციხიდანო" - განაცხადა ბრელიძემ.

მსჯავრდებულს რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს, ადასტურებს ლანა პაპიძეც. თუმცა როგორც მაგდა პაპიძის და Palitranews-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, შეწყალების თაობაზე დასთან საუბარი ჰქონდა.

"თეა სირაძე რომ შეიწყალა პრეზიდენტმა, იმ პერიოდში მაგდასთან ციხეში ვიყავი და ვკითხე, რა პროცედურებია საჭირო შეწყალებისთვისთქო. მითხრა, 6 თვეში ერთხელ უნდა დაწერო მიმართვაო... რავიცი თუ აქვს ამას აზრიო, ტიროდა... გამოვიდეო, ბავშვის საფლავი და ჩემები ვნახოო. იცით, რომ შეწყალებას როდესაც წერ, ნაწილობრივ აღიარებ დანაშაულს... მე რომ მაგდას ვკითხე ამის შესახებ, ამიხსნა, ისედაც მომაკერეს ქმარ-შვილის მკვლელობა და მე აღარაფერს ვჩივივარო..."- აღნიშნავს ლანა პაპიძე.

ნახეთ ვიდეო

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმეზე პროცესები 2016 წელს მიმდინარეობდა და მას საზოგადოების დიდი ნაწილი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალყურს. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხლავდნენ. მათ პაპიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, მკვლელობა დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე 2015 წლის დეკემბერში მოხდა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მაგდა პაპიძე მკვლელობის დღესვე დააკავეს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა