10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად
"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე ხში­რად უარს ამ­ბობს, ამ­ჯე­რად კი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დია. რას საქ­მი­ა­ნობს ამ­ჟა­მად, რისი ეში­ნია, რო­მელ თვი­სე­ბას ვერ მო­ე­რია სა­კუ­თარ თავ­ში, რო­გორ იხ­სე­ნებს და­კა­ვე­ბის დღეს, რაზე და­ა­ფიქ­რა და რა და­ა­მახ­სოვ­რდა სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი­დან? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1966 წლის 20 მარ­ტი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მომ­ღე­რა­ლი, ყვე­ლა ასაკ­ში ეს სურ­ვი­ლი მქონ­და. მე­ხან­ძრე­ო­ბა და კოს­მო­ნავ­ტო­ბა არას­დროს მნდო­მე­ბია. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვმღე­რო­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ლა­პა­რა­კი და სიმ­ღე­რა ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე. ბე­ბი­ის დის მე­უღ­ლე სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი იყო და შე­საძ­ლოა, ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ჩემი მიდ­რე­კი­ლე­ბა ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა. ერთი პე­რი­ო­დი მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლიც მქონ­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მძი­მე ხა­სი­ა­თი მაქვს. კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, ამ­ბო­ბენ, - შენ­თან ერ­თად გას­ტროლ­ზე წას­ვლა­ზე ვოც­ნე­ბობ­თო. ოჯახ­ში შვი­ლებ­თან ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ, მე­გობ­რებ­თან - სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

- თა­ვად ვფიქ­რობ, რომ...

- ...მხი­ა­რუ­ლი ვარ.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯა­ხი, ყვე­ლა­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მსმე­ნელს ვუყ­ვარ­ვარ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლაზე მე­ტად მომ­წონს...

- უღა­ლა­ტო მე­გო­ბა­რი ვარ და ეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. რაც ჩემ­ში ძა­ლი­ან მომ­წონს, ისაა, რომ სა­ოც­რად პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი გახ­ლა­ვართ. ჩემს ხა­სი­ათ­ში ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან გა­მოკ­ვე­თი­ლი იყო. არას­დროს გაკ­ვე­თილ­ზე არ და­მიგ­ვი­ა­ნია. 10 წელი მოს­კოვ­ში ვი­ცხოვ­რე, იქ სულ სა­ცო­ბე­ბია, გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭირს და არ­სად არას­დროს და­მიგ­ვი­ა­ნია. იურ­მა­ლა­ში ფეს­ტი­ვალ­ზე მე და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რომ გა­მოვ­დი­ო­დით, მა­შინ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ამ­ბობ­და, - რომ არ­სე­ბობ­დეს პრი­ზი "ყვე­ლა­ზე პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლე~, აუ­ცი­ლებ­ლად, თე­მურ თა­თა­რაშ­ვილს გა­დავ­ცემ­დიო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ეს სი­ფი­ცხეა, ად­ვი­ლად ვფეთ­ქდე­ბი. სი­ფი­ცხეს მა­ში­ნაც კი ვი­ჩენ, როცა ვიცი, რომ ის კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლებს - ამ თვი­სე­ბას სა­კუ­თარ თავ­ში ვერ მო­ვე­რიე.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...17 წლის ასაკ­ში, ან­სამ­ბლ "75~-ში მოხ­ვედ­რა იყო.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ვიმ­ღე­რო.

- არ მჩვე­ვია...

- ...თქმა, "ხმა­ზე არ ვარ, ვერ გიმ­ღე­რებთ~.

- მე­ში­ნია...

- ...სი­მარ­ტო­ვის.

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი...

- ...ცხვირს. ცო­ტა­თი გა­ბუშ­ტუ­ლი ცხვი­რი მაქვს.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად

"12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკს არ გავკარებივარ" - როგორ იხსენებს თემურ თათარაშვილი ციხეში გატარებულ დღეებს და რას ნანობს ყველაზე მეტად

მომღერალი თემურ თათარაშვილი ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, ამჯერად კი გამონაკლისი დაუშვა. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური და საინტერესო პერიოდია. რას საქმიანობს ამჟამად, რისი ეშინია, რომელ თვისებას ვერ მოერია საკუთარ თავში, როგორ იხსენებს დაკავების დღეს, რაზე დააფიქრა და რა დაამახსოვრდა საპატიმროში გატარებული დღეებიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1966 წლის 20 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, ყველა ასაკში ეს სურვილი მქონდა. მეხანძრეობა და კოსმონავტობა არასდროს მნდომებია. ადრეული ასაკიდან ვმღეროდი. შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. ბებიის დის მეუღლე სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო და შესაძლოა, ხელოვნებისადმი ჩემი მიდრეკილება ამანაც განაპირობა. ერთი პერიოდი მსახიობობის სურვილიც მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. კოლეგები, რომლებთანაც ვმეგობრობ, ამბობენ, - შენთან ერთად გასტროლზე წასვლაზე ვოცნებობთო. ოჯახში შვილებთან ძალიან მკაცრი ვარ, მეგობრებთან - სრულიად განსხვავებული.

- თავად ვფიქრობ, რომ...

- ...მხიარული ვარ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მსმენელს ვუყვარვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყვე­ლაზე მეტად მომწონს...

- უღალატო მეგობარი ვარ და ეს ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, თავადაც არაერთხელ უთქვამთ. რაც ჩემში ძალიან მომწონს, ისაა, რომ საოცრად პუნქტუალური გახლავართ. ჩემს ხასიათში ეს თვისება ბავშვობიდან გამოკვეთილი იყო. არასდროს გაკვეთილზე არ დამიგვიანია. 10 წელი მოსკოვში ვიცხოვრე, იქ სულ საცობებია, გადაადგილება ჭირს და არსად არასდროს დამიგვიანია. იურმალაში ფესტივალზე მე და სოსო პავლიაშვილი რომ გამოვდიოდით, მაშინ მთავარი რედაქტორი ამბობდა, - რომ არსებობდეს პრიზი `ყველაზე პუნქტუალური მონაწილე~, აუცილებლად, თემურ თათარაშვილს გადავცემდიო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიფიცხეა, ადვილად ვფეთ­ქდები. სიფიცხეს მაშინაც კი ვიჩენ, როცა ვიცი, რომ ის კონკრეტული ქმედება ძალიან დამაზარალებს - ამ თვისებას საკუთარ თავში ვერ მოვერიე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...17 წლის ასაკში, ანსამბლ `75~-ში მოხვედრა იყო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმღერო.

- არ მჩვევია...

- ...თქმა, `ხმაზე არ ვარ, ვერ გიმ­ღერებთ~.

- მეშინია...

- ...სიმარტოვის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცხვირს. ცოტათი გაბუშტული ცხვირი მაქვს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...განაგრძეთ კითხვა