მსოფლიოში ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე Burning Man-ზე ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა სტუმარმა უსაფრთხოების კორდონები გაარღვია და ფესტივალის 70 000 სტუმრის თვალწინ აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდა. 41 წლის აარონ ჯოელ მიტჩელმა ისე აუარა გვერდი უსაფრთხოების ორ ზოლს "კაცის დაწვის" ცერემონიალზე, როდესაც გიგანტური ხის ნაგებობას ცეცხლს უკიდებენ, რომ ის მეხანძრეებმა გვიან შენიშნეს.
ნევადას შტატის შერიფმა, ჯერი ალენმა განაცხადა, რომ მიტჩელი ცეცხლიდან მეხანძრეებმა გამოიყვანეს. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს კალიფორნიის დამწვრობის ცენტრში, თუმცა დილით მიტჩელი გარდაიცვალა. ექიმებმა მის ორგანიზმში ალკოჰოლის მაღალი დოზა დააფიქსირეს.
"არ ვიცით ასე ქონდა დაგეგმილი თუ ნარკოტიკული თრობის შედეგად გადაწყვიტა ასე მოქცევა" - ამბობს ალენი. მიტჩელი ამერიკის მოქალაქე იყო, რომელიც ოკლაჰომაში იყო დაბადებული, თუმცა ცოლთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობდა.
ფესტივალი Burning Man 9-დღიანი მოვლენაა, სადაც 70 000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება და არტის და მუსიკის სიყვარულს იზიარებს. ფესტივალის ბოლოს 12 მეტრი სიმაღლის ხის ნაგებობას წვავენ, როგორც ხელახლა დაბადების სიმბოლოს.
მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით