პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი თამადაა ზალიკო ბერგერი და რომელია მისი საყვარელი სადღეგრძელო: "მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი..."
როგორი თამადაა ზალიკო ბერგერი და რომელია მისი საყვარელი სადღეგრძელო: "მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი..."

დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მისი ფე­ის­ბუქ-ვი­დეო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა - არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დი­ზა­ი­ნე­რის რეპ­ლი­კებ­მა და სა­უბ­რის თე­მამ, მა­ყუ­რებ­ლის ორაზ­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­მო­იწ­ვია (იხი­ლეთ ვი­დეო). რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იუ­მო­რით სავ­სე, ეპა­ტა­ჟუ­რი და სკან­და­ლუ­რი დი­ზა­ი­ნე­რი ქარ­თუ­ლი სუფ­რის და ტრა­დი­ცი­ე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უთა­მა­დია კი­დეც.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ზა­ლი­კო ბერ­გე­რის 2013 წლის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნერ­მა AMBEBI.GE-ს მის­ცა:

"ქარ­თუ­ლი სუფ­რა ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს, ეს ოჯა­ხი­დან მომ­დევს. ჩე­მებს სუფ­რას­თან მოლ­ხე­ნა უყ­ვართ, მაგ­რამ სას­მე­ლის უაზ­როდ და­ლე­ვა - არა. რა­ტომ უნდა დავ­ლიო უაზ­როდ, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქე­ი­ფი და სად­რეგ­რძე­ლო­ე­ბი ვი­ცით. ისიც ყო­ფი­ლა, რომ მი­თა­მა­დია კი­დეც, მაგ­რამ ხში­რი თა­მა­და ვარ-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. ქორ­წილ­ში გა­მო­ძა­ხე­ბით არ მი­თა­მა­დია! ასე­თე­ბიც ხომ არი­ან?…თან, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ძვი­რი ვიქ­ნე­ბო­დი, სა­მა­გი­ე­როდ, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ქორ­წი­ლი კი იქ­ნე­ბო­და... მი­თხა­რით, ვის­ზე ნაკ­ლე­ბი თა­მა­და ვიქ­ნე­ბო­დი?

- ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ჩო­ხოს­ნებ­თან მე­გობ­რობ და მათ ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რას ხში­რად სტუმ­რობ. რითი და­იმ­სა­ხუ­რე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა?

- ჩო­ხოს­ნებ­თან ვმე­გობ­რობ. ისი­ნი ნამ­დვი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რა­ზე მათ­თან ერ­თად ყოფ­ნას რა სჯობს? სად­რეგ­რძე­ლო­საც შე­სა­ბა­მი­სი ხმის ტემ­ბრი­თა და ლექ­სით შე­ზა­ვე­ბულს რომ ამ­ბო­ბენ. აბა, ისე კი არ არის, გა­წე­ლი­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი რომ იცი­ან ხოლ­მე და უაზ­რო ლექ­სებს რომ ამ­ბო­ბენ. მათ­თან ასეთ რა­მეს ვერ ნა­ხავ. მოკ­ლედ, მა­გა­რია ჩო­ხოს­ნებ­თან ქე­ი­ფი. დიდ სუფ­რა­ზე არა, მაგ­რამ ში­ნა­უ­რო­ბა­ში კი ავურ­ჩე­ვი­ვარ თა­მა­დად. სი­სუ­ლე­ლე­ებს არ ვი­ლა­პა­რა­კობ და სუფ­რას წე­სის მი­ხედ­ვით, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი სად­რეგ­რძე­ლო არა­ვის უნდა მო­აკ­ლო და თუკი ვინ­მეს რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლის თქმა უნდა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც უნდა მის­ცე.

- რო­გორც თა­მა­და, მკაც­რი ხარ?

- როცა სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობ და იმ დროს სუფ­რის წევ­რე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, ყა­ყა­ნე­ბენ და არ გის­მე­ნენ, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვუ­ძა­ხო... ვი­საც ქარ­თუ­ლი სუფ­რა, ქე­ი­ფი არ უყ­ვარს, მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად გა­ი­ზარ­და. ეტყო­ბა, მის სი­ახ­ლო­ვეს ქარ­თუ­ლი ქე­ი­ფი არ ყო­ფი­ლა.

პირ­ვე­ლი "ფე­შენ ვიკი" რომ ჩა­ტარ­და, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მერე სუფ­რას­თან აღ­მოვ­ჩნდი. იმ "ავ­თერ-ფართს" მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ და იქ თა­მა­დო­ბა მიკრო­ფო­ნით მო­მიხ­და. ქარ­თუ­ლი "ფე­შე­ნის" თა­მა­დაო, - ჩემ­ზე თქვეს.

- რამ­დე­ნის და­ლე­ვა შე­გიძ­ლია?

- ჩო­ხოს­ნებ­თან ახა­ლი და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მათ სუფ­რას­თან მოვ­ხვდი. რამ­დე­ნი სა­დღეგ­რძე­ლოც და­ლი­ეს, მეც იმ­დე­ნი შევსვი. ძა­ლი­ან ბევ­რი დავ­ლი­ეთ. მერე მათ მი­ე­ძი­ნათ, მე ასე თუ ისე, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი და ქე­ი­ფი სხვა­გან გა­ვაგ­რძე­ლე... არა, ცო­ტას ნამ­დვი­ლად არ ვსვამ. ღვი­ნოს მხო­ლოდ ქარ­თულ სუფ­რას­თან გე­ახ­ლე­ბით, ისე კი უმე­ტე­სად ვის­კის მი­ვირ­თმევ.

- საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო თუ გაქვს?

- ბევ­რია ასე­თი, გან­სა­კუ­თე­ბით კი, ალ­ბათ, სი­კე­თის სა­დღეგ­რძე­ლოს ვსვამ. ისე, ყვე­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო კარ­გია.

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბის შეს­მა თუ გიყ­ვარს?

- ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ჩემი ჩო­ხოს­ნებ­თან ქე­ი­ფი უნდა გა­და­ე­ღოთ და რეს­ტო­რან­ში შე­ვიკ­რი­ბეთ. ღვი­ნის ნაც­ვლად, მოდი, წყა­ლი ჩა­ვუს­ხათ, რომ არ დათ­ვრე­სო, - თქვეს. რას ამ­ბობთ, ღვი­ნო ჩა­მის­ხით-მეთ­ქი. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ოპე­რა­ტორ­მა რა­ღაც ვერ გა­და­ი­ღო და კი­დევ მო­მი­წია მე­ო­რე ყან­წის და­ლე­ვა. მე მშვე­ნივ­რად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კო­რეს­პონ­დენ­ტი და ოპე­რა­ტო­რი ისე დათ­ვრნენ, რეს­ტორ­ნი­დან ოთხით გა­ვიდ­ნენ... უც­ნა­უ­რი სას­მი­სი ბევ­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დიდი ლუ­დის ბოთ­ლი ყო­ფი­ლა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

როგორი თამადაა ზალიკო ბერგერი და რომელია მისი საყვარელი სადღეგრძელო: "მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი..."

როგორი თამადაა ზალიკო ბერგერი და რომელია მისი საყვარელი სადღეგრძელო: "მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი..."

დიზაინერი ზალიკო ბერგერი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მისი ფეისბუქ-ვიდეო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში, განხილვის საგნად იქცა - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დიზაინერის რეპლიკებმა და საუბრის თემამ, მაყურებლის ორაზროვანი კომენტარები გამოიწვია (იხილეთ ვიდეო). როგორც აღმოჩნდა, იუმორით სავსე, ეპატაჟური და სკანდალური დიზაინერი ქართული სუფრის და ტრადიციების დიდი მოყვარული ყოფილა და როგორც თვითონ ამბობს, უთამადია კიდეც.

გთავაზობთ ამონარიდებს ზალიკო ბერგერის 2013 წლის ინტერვიუდან, რომელიც დიზაინერმა AMBEBI.GE-ს მისცა:

"ქართული სუფრა ნამდვილად მიყვარს, ეს ოჯახიდან მომდევს. ჩემებს სუფრასთან მოლხენა უყვართ, მაგრამ სასმელის უაზროდ დალევა - არა. რატომ უნდა დავლიო უაზროდ, როდესაც ქართველებმა შესანიშნავი ქეიფი და სადრეგრძელოები ვიცით. ისიც ყოფილა, რომ მითამადია კიდეც, მაგრამ ხშირი თამადა ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ქორწილში გამოძახებით არ მითამადია! ასეთებიც ხომ არიან?…თან, რომ ვყოფილიყავი, ძალიან ძვირი ვიქნებოდი, სამაგიეროდ, დასამახსოვრებელი ქორწილი კი იქნებოდა... მითხარით, ვისზე ნაკლები თამადა ვიქნებოდი?

- ისიც ცნობილია, რომ ჩოხოსნებთან მეგობრობ და მათ ტრადიციულ სუფრას ხშირად სტუმრობ. რითი დაიმსახურე ამ ადამიანების პატივისცემა?

- ჩოხოსნებთან ვმეგობრობ. ისინი ნამდვილი, ტრადიციული ქართველები არიან და ტრადიციულ სუფრაზე მათთან ერთად ყოფნას რა სჯობს? სადრეგრძელოსაც შესაბამისი ხმის ტემბრითა და ლექსით შეზავებულს რომ ამბობენ. აბა, ისე კი არ არის, გაწელილი სადღეგრძელოები რომ იციან ხოლმე და უაზრო ლექსებს რომ ამბობენ. მათთან ასეთ რამეს ვერ ნახავ. მოკლედ, მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი. დიდ სუფრაზე არა, მაგრამ შინაურობაში კი ავურჩევივარ თამადად. სისულელეებს არ ვილაპარაკობ და სუფრას წესის მიხედვით, თანმიმდევრულად მივყვები. აუცილებელი სადრეგრძელო არავის უნდა მოაკლო და თუკი ვინმეს რაიმე გამორჩეულის თქმა უნდა, ამის საშუალებაც უნდა მისცე.

- როგორც თამადა, მკაცრი ხარ?

- როცა სადღეგრძელოს ამბობ და იმ დროს სუფრის წევრები ლაპარაკობენ, ყაყანებენ და არ გისმენენ, შეიძლება შემოვუძახო... ვისაც ქართული სუფრა, ქეიფი არ უყვარს, მიმაჩნია, რომ ცუდად გაიზარდა. ეტყობა, მის სიახლოვეს ქართული ქეიფი არ ყოფილა.

პირველი "ფეშენ ვიკი" რომ ჩატარდა, მეც ვმონაწილეობდი, მერე სუფრასთან აღმოვჩნდი. იმ "ავთერ-ფართს" მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ და იქ თამადობა მიკროფონით მომიხდა. ქართული "ფეშენის" თამადაო, - ჩემზე თქვეს.

- რამდენის დალევა შეგიძლია?

- ჩოხოსნებთან ახალი დამეგობრებული ვიყავი, რომ მათ სუფრასთან მოვხვდი. რამდენი სადღეგრძელოც დალიეს, მეც იმდენი შევსვი. ძალიან ბევრი დავლიეთ. მერე მათ მიეძინათ, მე ასე თუ ისე, ფხიზელი ვიყავი და ქეიფი სხვაგან გავაგრძელე... არა, ცოტას ნამდვილად არ ვსვამ. ღვინოს მხოლოდ ქართულ სუფრასთან გეახლებით, ისე კი უმეტესად ვისკის მივირთმევ.

- საყვარელი სადღეგრძელო თუ გაქვს?

- ბევრია ასეთი, განსაკუთებით კი, ალბათ, სიკეთის სადღეგრძელოს ვსვამ. ისე, ყველა ტრადიციული სადღეგრძელო კარგია.

- განსხვავებული სასმისების შესმა თუ გიყვარს?

- ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი ჩოხოსნებთან ქეიფი უნდა გადაეღოთ და რესტორანში შევიკრიბეთ. ღვინის ნაცვლად, მოდი, წყალი ჩავუსხათ, რომ არ დათვრესო, - თქვეს. რას ამბობთ, ღვინო ჩამისხით-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ ოპერატორმა რაღაც ვერ გადაიღო და კიდევ მომიწია მეორე ყანწის დალევა. მე მშვენივრად ვიყავი, მაგრამ კორესპონდენტი და ოპერატორი ისე დათვრნენ, რესტორნიდან ოთხით გავიდნენ... უცნაური სასმისი ბევრი მინახავს, მაგრამ ჩემთვის განსხვავებული დიდი ლუდის ბოთლი ყოფილა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება