მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას
ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას

ბავ­შვის ქცე­ვა­ზე, ხა­სი­ათ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის გავ­ლე­ნა და მათი როლი ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა. ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ძი­რი­თა­დი შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მიჰ­ყვე­ბა, 4 წლამ­დე ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. სწო­რედ ამ დროს ყა­ლიბ­დე­ბა ნე­ბე­ლო­ბა, რომ ბავ­შვმა და შემ­დგომ­ში ზრდას­რულ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მარ­თოს სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბა. ამ პრო­ცეს­ში ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რე ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რად აღიქ­მე­ბა.

"ზედ­მე­ტი აკ­რძალ­ვე­ბი­თა და შე­ნიშ­ვნე­ბით ბავ­შვის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს შე­ვუშ­ლით ხელს,"- ALLNEWS.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და ევ­რო­პა­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი გეშ­ტალტთე­რა­პევ­ტი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი.

- რო­გო­რი უნდა იყოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი როლი ბავ­შვის აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში?

- ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ნებ­სმი­ერ ასა­კობ­რივ ეტაპ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. თუმ­ცა აქ რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ უფ­რო­სე­ბი უნდა იყ­ვნენ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი და თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი. ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ მე მი­ღე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლას მიერ ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. კმა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა, რომ მე მი­ღე­ბუ­ლი ვარ ჩე­მი­ა­ნე­ბის მიერ, ბევ­რი ასო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის პრე­ვენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, შემ­დგომ­ში ადა­მი­ანს ბევრ "გა­უ­გე­ბარ" სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის­გან იცავს. როცა ბავ­შვს და მო­ზარდს მხარ­და­ჭე­რა და გა­გე­ბა არ აქვს ოჯახ­ში, ის შემ­დეგ ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ოჯა­ხის გა­რეთ ეძებს და ხში­რად არას­წორ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის რო­ლებს, ბავ­შვის­თვის დედა შე­უც­ვლე­ლი ფე­ნო­მე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, დე­დის როლს ან ას­რუ­ლებს დედა ან ის ცა­რი­ე­ლი რჩე­ბა. ამ და­ნაკ­ლისს დე­დის დეპ­რი­ვა­ცია ანუ დე­დის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ნაკ­ლე­ბო­ბა ჰქვია. თუ დედა ბავ­შვთან სა­თა­ნა­დო დრო­ის გა­ტა­რე­ბას ვერ ახერ­ხებს და დე­დის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე რჩე­ბა შე­უვ­სე­ბე­ლი, ეს სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ბავ­შვის ქცე­ვა­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, თვითრწმე­ნა­ზე, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ვეს მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან იღებს. ამ დროს დე­და­სა და პა­ტა­რას სა­ერ­თო ემო­ცი­უ­რი გან­ცდე­ბი აქვთ, რად­გან მათი სის­ხლის მო­მიქ­ცე­ვის სის­ტე­მა ერ­თი­ა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა ემო­ცი­ე­ბის, ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დე­დი­დან შვილ­ზე გა­და­ცე­მა. ეს ერ­თი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა არ წყდე­ბა და­ბა­დე­ბი­დან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ფე­ნო­მენს დედა-შვი­ლის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჰქვია და ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რომ 2 წლამ­დე ბავ­შვის გაზ­რდა-აღ­ზრდა­ში დედა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი.

ბავ­შვის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვისი ხმაც მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ეს­მო­და და ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც დე­დას ორ­სუ­ლო­ბის დროს სი­ა­მოვ­ნებ­და. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უქ­მნი­ან მას უსაფრ­თხო­ე­ბის შეგ­რძნე­ბას. თუ ადა­მი­ანს უნდა რომ ბავ­შვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყოს, ამა­ზე ზრუნ­ვა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე უნდა და­ი­წყოს და ხში­რად ესა­უბ­როს მასა და მის დე­დი­კოს თბი­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ხმით.

2 წლის შემ­დეგ იწყე­ბა დე­დი­სა და შვი­ლის გა­მი­ჯვნა და 3 წლის ასაკ­ში ბავ­შვს პირ­ვე­ლა­დი მე უყა­ლიბ­დე­ბა. თუმ­ცა დე­დის როლი კვლა­ვაც პირ­ვე­ლა­დი და შე­უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ხში­რად ბავ­შვზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ზრუ­ნავს. დე­დის გარ­და, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მამა, ბე­ბია, დე­ი­და ან ოჯა­ხის სხვა ახ­ლო­ბე­ლი. 3 წლამ­დე ვინც ზრუ­ნავს ბავ­შვზე, სწო­რედ მათ­თან უყა­ლიბ­დე­ბა პა­ტა­რას მტკი­ცე ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი, რო­მე­ლიც არას­დროს წყდე­ბა. დედა ბავ­შვის­თვის უპი­რო­ბოდ მი­ღე­ბუ­ლი ფი­გუ­რაა. სხვებ­მა კი მის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უნდა და­იმ­სა­ხუ­რონ  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას

ბავშვის აღზრდის აუცილებელი წესები, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას

ბავშვის ქცევაზე, ხასიათზე, ცხოვრებაზე ოჯახის წევრების გავლენა და მათი როლი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხები, რომელიც მას მთელი ცხოვრება მიჰყვება, 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნებელობა, რომ ბავშვმა და შემდგომში ზრდასრულმა მიზანმიმართულად მართოს საკუთარი მოქმედება. ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრე ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება.

"ზედმეტი აკრძალვებითა და შენიშვნებით ბავშვის ზოგადი განვითარების პროცესს შევუშლით ხელს,"- ALLNEWS.GE-სთან საუბარში განმარტავს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი.

- როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრები როლი ბავშვის აღზრდის საკითხებში?

- ოჯახის ყველა წევრის ჩართულობა ნებსმიერ ასაკობრივ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. თუმცა აქ როლების გადანაწილებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უფროსები უნდა იყვნენ ადეკვატურები და თანმიმდევრულები. ბავშვს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მე მიღებული ვარ ყველას მიერ ისეთი, როგორიც ვარ. კმაყოფილების შეგრძნება, რომ მე მიღებული ვარ ჩემიანების მიერ, ბევრი ასოციალური ქცევის პრევენციას წარმოადგენს, შემდგომში ადამიანს ბევრ "გაუგებარ" სიტუაციაში მოხვედრისგან იცავს. როცა ბავშვს და მოზარდს მხარდაჭერა და გაგება არ აქვს ოჯახში, ის შემდეგ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ოჯახის გარეთ ეძებს და ხშირად არასწორ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე.

რაც შეეხება ოჯახის წევრების როლებს, ბავშვისთვის დედა შეუცვლელი ფენომენია. შესაბამისად, დედის როლს ან ასრულებს დედა ან ის ცარიელი რჩება. ამ დანაკლისს დედის დეპრივაცია ანუ დედის ფსიქოემოციური ნაკლებობა ჰქვია. თუ დედა ბავშვთან სათანადო დროის გატარებას ვერ ახერხებს და დედისთვის განკუთვნილი სივრცე რჩება შეუვსებელი, ეს სამომავლოდ აუცილებლად აისახება ბავშვის ქცევაზე, თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაზე.

ეს ყველაფერი სათავეს მუცლად ყოფნის პერიოდიდან იღებს. ამ დროს დედასა და პატარას საერთო ემოციური განცდები აქვთ, რადგან მათი სისხლის მომიქცევის სისტემა ერთიანია. შესაბამისად, ხდება ემოციების, ფსიქოემოციური მდგომარეობის დედიდან შვილზე გადაცემა. ეს ერთიანობის შეგრძნება არ წყდება დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. ამ ფენომენს დედა-შვილის მიჯაჭვულობა ჰქვია და ამიტომ სასურველია, რომ 2 წლამდე ბავშვის გაზრდა-აღზრდაში დედა მაქსიმალურად იყოს ჩართული.

ბავშვისთვის ასევე მნიშვნელოვანი ხდება ის ადამიანი, ვისი ხმაც მუცლადყოფნის პერიოდში ესმოდა და ვისთან ურთიერთობაც დედას ორსულობის დროს სიამოვნებდა. სწორედ ეს ადამიანები უქმნიან მას უსაფრთხოების შეგრძნებას. თუ ადამიანს უნდა რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს, ამაზე ზრუნვა ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს და ხშირად ესაუბროს მასა და მის დედიკოს თბილი პოზიტიური ხმით.

2 წლის შემდეგ იწყება დედისა და შვილის გამიჯვნა და 3 წლის ასაკში ბავშვს პირველადი მე უყალიბდება. თუმცა დედის როლი კვლავაც პირველადი და შეუცვლელი რჩება. ხშირად ბავშვზე რამდენიმე ადამიანი ზრუნავს. დედის გარდა, ეს შეიძლება იყოს მამა, ბებია, დეიდა ან ოჯახის სხვა ახლობელი. 3 წლამდე ვინც ზრუნავს ბავშვზე, სწორედ მათთან უყალიბდება პატარას მტკიცე ემოციური კავშირი, რომელიც არასდროს წყდება. დედა ბავშვისთვის უპირობოდ მიღებული ფიგურაა. სხვებმა კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა დაიმსახურონ  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი