რეჟისორ რეზიკო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე სულ უფრო დიდი მოწონებით სარგებლობს.
ფილმი ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიაზეა შექმნილი, მართალია კინოსურათი საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს, სამაგიეროდ მსოფლიო ტაშს უკრავს. უფრო მეტიც, ფილმი პოპულარულმა ამერიკულმა არხმა НВО-მ შეიძინა.
"მძევლების" ჩვენება ამჯერად "ტელურიდის" კინო-ფესტივალზე შედგა, სადაც საკუთარი პირველი ნამუშევარი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმაც წარმოადგინა. ზღვის დონიდან 2 667 კილომეტრზე რიგით 44-ე კინოფესტივალი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აქ იკრიბებიან ვარსკვლავები, რეჟისორები, პროდუსერები, რომლებიც კოლორადოს მთებში იზოლირებული ქალაქის სივრცეში "ოსკარის" მოსამზადებელ ეტაპს გადიან.
"ტელურიდი" არ არის ისეთი პომპეზური, როგორიც ვენეციის, ტორონტოს, ან ნიუ-იორკის ფესტივალები, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფესტივალია. წელს კი მის მთავარ პროგრამაში რეზო გიგინეიშვილი "მძევლებით" ისეთი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი, როგორებიც არიან ფრენსის ფორდ კოპოლა, ალექსანდერ პეინი, ანიეს ვარდა, აკი კაურისმაკი, ანჯელინა ჯოლი და სხვები.
გიგინეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ანჯელინა ჯოლისთან შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით "ის ნამდვილი საოცრებაა". გიგინეიშვილი ფესტივალზე ასევე შეხვდა გარი ოლდმენს.
წაიკითხეთ ასევე: "მძევლები" საქართველოს კინოთეატრებში - როდიდან შეძლებს მაყურებელი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ფილმის ნახვას