პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?
ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?

სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტყის ხან­ძრე­ბით მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ით­ვლის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი კი ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზებს იკ­ვლე­ვენ, კი­დევ ერთი შე­კი­თხვა ის­მის: შე­ეძ­ლო თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცე­ცხლის ასე­თი მას­შტა­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა პრე­ვენ­ცი­ის­თვის? მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ამ­ბობს, რომ სტი­ქი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ქვეყ­ნის "მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მზად­ყოფ­ნა­ში" მო­საყ­ვა­ნად სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავს, მათ შო­რის - აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­სა და კრი­ზი­სე­ბის საბ­ჭოს "შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას". უც­ნა­უ­რია, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს არ­სად უხ­სე­ნე­ბია მის მი­ერ­ვე ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლე­ბიც კა­ტას­ტრო­ფე­ბის, მათ შო­რის - ხან­ძრე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად უნდა გა­ა­ტა­როს ქვე­ყა­ნამ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2017 წლის 11 იან­ვრის N4 დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მელ­საც ხელს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აწერს, 2017-2020 წლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს რის­კის შემ­ცი­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია დამ­ტკიც­და. სტრა­ტე­გია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მიერ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს აპა­რა­ტის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით. დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ვალ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ის გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბის, რის­კე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ად­გენს კა­ტას­ტრო­ფის რის­კის შემ­ცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს. კა­ტას­ტრო­ფის რის­კის შემ­ცი­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე კი მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, სა­დაც გა­წე­რი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო დრო და და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო.

დო­კუ­მენ­ტით ირ­კვე­ვა, რომ მისი ავ­ტო­რე­ბი ამ სტრა­ტე­გი­ი­სა­ და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კარ­გად ხვდე­ბოდ­ნენ, რად­გან მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქი­უ­რი­ ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის რი­ცხვი სა­შუ­ა­ლოდ 15%-ით, ხოლო სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა - სა­შუ­ა­ლოდ 58%-ით არის გაზ­რდი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ტე­ბუ­ლია სტი­ქი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლიც. სტრა­ტე­გი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ზა­რალ­მა მხო­ლოდ 2015 წელს 389 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?

ეროვნული სტრატეგია დაფინანსების გარეშე - რატომ არ ასრულებს სახელმწიფო გეგმას, რომელიც ხანძრების პრევენციას ითვალისწინებს?

სანამ ხელისუფლება ტყის ხანძრებით მიყენებულ ზარალს ითვლის, საგამოძიებო უწყებები კი ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ, კიდევ ერთი შეკითხვა ისმის: შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება და რა უნდა გაეკეთებინა პრევენციისთვის? მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის "მაღალი ხარისხის მზადყოფნაში" მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს, მათ შორის - აღჭურვილობის განახლებასა და კრიზისების საბჭოს "შესაბამისობაში მოყვანას". უცნაურია, რომ გიორგი კვირიკაშვილს არსად უხსენებია მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ღონისძიება, რომლებიც კატასტროფების, მათ შორის - ხანძრების რისკის შესამცირებლად უნდა გაატაროს ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით, რომელსაც ხელს გიორგი კვირიკაშვილი აწერს, 2017-2020 წლებისთვის საქართველოს რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგია შემუშავებულია შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით. დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ, რომ ის განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე კი მომზადებულია სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო.

დოკუმენტით ირკვევა, რომ მისი ავტორები ამ სტრატეგიისა­ და მისი განხორციელების აუცილებლობას კარგად ხვდებოდნენ, რადგან მითითებულია, რომ უკანასკნელი წლების მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიური­ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენებისა - საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, მომატებულია სტიქიით გამოწვეული ზარალიც. სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი