Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა
19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა

მო­ცი­გუ­რა­ვე იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ია, რო­მელ­მაც 2014 წელს სოჭ­ში ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა, 19 წლის ასაკ­ში სპორ­ტი­დან წა­ვი­და. ამის მი­ზე­ზად ანო­რექ­სია სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორც ლიპ­ნიც­კა­ი­ას დე­დამ რუ­სულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, იუ­ლი­ამ უკვე აც­ნო­ბა სპორ­ტი­დან მისი წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ცი­გუ­რა­ვე ანო­რექ­სი­ის მწვა­ვე ფორ­მას ებ­რძო­და.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს შე­დე­გი ად­ვი­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო: სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ის 15 წლის იყო და 35 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, შემ­დეგ კი მო­ზარ­დო­ბა­ში შე­ვი­და და წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და­ი­წყო.

იხი­ლეთ ვი­დეო: 15 წლის იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ი­ას ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი გა­მოს­ვლა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე

სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი, ალექ­სეი ია­გუ­დი­ნი ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა ასაკ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ხში­რად მათ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, აქე­დან იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბიც: "ძა­ლე­ბი არ გაქვს, მაგ­რამ კარ­გად გრძნობ თავს რად­გან ვარ­ჯი­შობ. დი­ლით იწო­ნე­ბი, ტუ­ა­ლე­ტის შემ­დეგ იწო­ნე­ბი, ყა­ვას და­ლევ იწო­ნე­ბი, გა­ირ­ბენ იწო­ნე­ბი. თა­ვი­დან თა­მა­ში­ვი­თაა, შემ­დეგ კი გა­ცი­ლე­ბით სას­ტიკ თა­მაშს ემ­სგავ­სე­ბა".

ფი­გუ­რის­ტი იუ­ლია ან­ტი­პო­ვაც სა­კუ­თა­რი ფორ­მის პიკ­ში 15 წლის ასაკ­ში იყო, რო­დე­საც 33 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, შემ­დეგ კი ასაკ­თან ერ­თად მო­მა­ტე­ბა და­ი­წყო.

იუ­ლია ან­ტი­პო­ვა, მო­ცი­გუ­რა­ვე: "მწვრთნელ­მა მი­თხრა ან და­იკ­ლებ, ან აღარ ის­რი­ა­ლე­ბო. 36 კი­ლომ­დე ჩა­მო­ვე­დი, შემ­დეგ კი უკვე წონა თა­ვი­სით ეცე­მო­და. ეს წო­ნის ში­შია. დი­ლით მი­დი­ხარ, მწვრთნე­ლი გწო­ნის, ხე­დავ დიდ ციფრს და გო­ნე­ბა­ში ბლო­კი ჩნდე­ბა. შემ­დეგ კი ყო­ველ ოც წუთ­ში გი­ჟი­ვით დგა­ხარ სას­წორ­ზე".

ცნო­ბი­სათ­ვის, 15 წლის ასაკ­ში გა­ი­მარ­ჯვეს და კა­რი­ე­რა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო და­ას­რუ­ლეს: ოქ­სა­ნა ბა­ი­უ­ლი, ტარა ლი­პინ­სკი, სარა ჰი­უ­ზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა

19 წლის რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ანორექსიის გამო სპორტი დატოვა

მოციგურავე იულია ლიპნიცკაია, რომელმაც 2014 წელს სოჭში ჩემპიონობა მოიპოვა, 19 წლის ასაკში სპორტიდან წავიდა. ამის მიზეზად ანორექსია სახელდება.

როგორც ლიპნიცკაიას დედამ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, იულიამ უკვე აცნობა სპორტიდან მისი წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოციგურავე ანორექსიის მწვავე ფორმას ებრძოდა.

პროფესიონალები ამბობენ, რომ ეს შედეგი ადვილად პროგნოზირებადი იყო: სოჭის ოლიმპიადაზე ის 15 წლის იყო და 35 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ კი მოზარდობაში შევიდა და წონის შენარჩუნება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: 15 წლის იულია ლიპნიცკაიას ფენომენალური გამოსვლა სოჭის ოლიმპიადაზე

სპორტის დამსახურებული ოსტატი, ალექსეი იაგუდინი ამბობს, რომ პატარა ასაკში სპორტსმენებისთვის ფიზიკური დატვირთვა, ხშირად მათ ძალებს აღემატება, აქედან იწყება პრობლემებიც: "ძალები არ გაქვს, მაგრამ კარგად გრძნობ თავს რადგან ვარჯიშობ. დილით იწონები, ტუალეტის შემდეგ იწონები, ყავას დალევ იწონები, გაირბენ იწონები. თავიდან თამაშივითაა, შემდეგ კი გაცილებით სასტიკ თამაშს ემსგავსება".

ფიგურისტი იულია ანტიპოვაც საკუთარი ფორმის პიკში 15 წლის ასაკში იყო, როდესაც 33 კილოგრამს იწონიდა, შემდეგ კი ასაკთან ერთად მომატება დაიწყო.

იულია ანტიპოვა, მოციგურავე: "მწვრთნელმა მითხრა ან დაიკლებ, ან აღარ ისრიალებო. 36 კილომდე ჩამოვედი, შემდეგ კი უკვე წონა თავისით ეცემოდა. ეს წონის შიშია. დილით მიდიხარ, მწვრთნელი გწონის, ხედავ დიდ ციფრს და გონებაში ბლოკი ჩნდება. შემდეგ კი ყოველ ოც წუთში გიჟივით დგახარ სასწორზე".

ცნობისათვის, 15 წლის ასაკში გაიმარჯვეს და კარიერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაასრულეს: ოქსანა ბაიული, ტარა ლიპინსკი, სარა ჰიუზი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"