პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანწლი კიბოს სამკურნალოდ - ხალხური რეცეპტი, რომელიც ეფექტს 3 სეანსში იძლევა
ანწლი კიბოს სამკურნალოდ - ხალხური რეცეპტი, რომელიც ეფექტს 3 სეანსში იძლევა

ერთ-ერთ უცხო­ურ სა­იტ­ზე წა­ვი­კი­თხე სტა­ტია - "სა­ო­ცა­რი მცე­ნა­რე კი­ბოს პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის". სტა­ტი­ა­ში ეწე­რა, რომ ამა და ამ ექ­სტრაქ­ტით ბულ­გა­რეთ­ში კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბენ და უფრო მე­ტიც - ამ ექ­სტრაქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა 100-პრო­ცენ­ტი­ან გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ სრუ­ლი­ად გა­ნი­კურ­ნოთ რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც და ეს სუ­ლაც არ არის გა­მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რი.

სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ მცე­ნა­რე­ზე - ან­წლ­ზე. მას ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ოდით­გან­ვე იყე­ნებ­დნენ კუჭ-ნაწ­ლა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად (ფა­ღა­რა­თის დროს).

კი­ბოს პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია და არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სწო­რედ ამ ექ­სტრაქ­ტით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან გა­ნი­კურ­ნენ... იქვე მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სიც იყო მი­თი­თე­ბუ­ლი:

ან­წლის კენკრის მარ­ცვლე­ბი ჩა­ყა­რეთ მშრალ, სუფ­თა მი­ნის ჭურ­ჭელ­ში, ფენა-ფენა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 სმ კენკრა შემ­დეგ შა­ქა­რი და ასე შემ­დეგ, ვიდ­რე არ მი­ნის ჭურ­ჭე­ლი ბო­ლომ­დე არ გა­ივ­სე­ბა. დად­გით 1 თვე გრილ ად­გი­ლას. შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი ექ­სტრაქ­ტი უნდა გა­ი­წუ­როს და დღე­ში სამ­ჯერ უნდა მი­ი­ღოთ (ერთი სუფ­რის კოვ­ზი ჭა­მის შემ­დეგ), ხოლო ჭა­მამ­დე 10 წუ­თით ადრე და­ლი­ეთ 150 გრ. გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 45 დღეა. ერთი თვის შემ­დეგ ისევ გა­ი­მე­ო­რეთ. სამი ასე­თი სე­ან­სის შემ­დეგ სატ­კი­ვა­რი ქრე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ რე­ცეპტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექიმ-თე­რა­პევტს, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი. იგ ხალ­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბის კრე­ბუ­ლის - "კა­რა­ბა­დი­ნის" ავ­ტო­რია, ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"რამ­დე­ნი­მე წყა­რო მარ­თლაც ადას­ტუ­რებს, რომ ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ან­წლს იყე­ნებს, რო­გორც კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტის მქო­ნე მცე­ნა­რეს.

ზო­გა­დად ეს არის დიდ­გუ­ლა, იგი­ვე ან­წლი, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია რო­გორც ოფ­ლმდე­ნი, შარ­დმდე­ნი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ღვიძ­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად.

თუმ­ცა, ბულ­გა­რე­თის ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა, მას სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ძი­რი­თა­დად კუ­ჭი­სა და კა­ნის კი­ბოს დროს დას­ტურ­დე­ბა, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნის გან­კურ­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­საც ადას­ტუ­რე­ბენ. ამას­თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ნი­კურ­ნენ რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დელ, ისე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც. ან­წლის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს არ უშ­ლის ონ­კო­ლო­გე­ბის მიერ და­ნიშ­ნულ მკურ­ნა­ლო­ბას. მის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სამი კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სას კი შე­დე­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია (ასე­ვე იქ­ნე­ბა დიდ­გუ­ლას გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­საც).

- კურ­სში კონ­კრე­ტუ­ლად რა იგუ­ლის­ხმე­ბა?

- რე­ცეპ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ 3 სე­ან­სი უნდა ჩა­ტარ­დეს, ანუ 3 კურ­სი...

- ბუ­ნე­ბა სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს...

- ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში მო­ი­ნა­ხოს და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ...

ინ­ფორ­მა­ცია ან­წლ­ზე:

ან­წლი ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რე­თა გვა­რი გახ­ლავთ ცხრა­ტყა­ვი­სებრთა ოჯა­ხი­სა. ბუჩ­ქე­ბი ან მცი­რე ზო­მის ხე­ე­ბია, იშ­ვი­ა­თად კი მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ბა­ლა­ხე­ბი. ან­წლის ფოთ­ლე­ბი ფრთი­სებ­რია, მო­პი­რის­პი­რედ გან­ლა­გე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი ხუ­თწ­ვე­რი­ა­ნი, აქ­ტი­ნო­მორ­ფუ­ლი, ფა­რის ან ქოლ­გის მსგავ­სად შეკ­რე­ბი­ლი. ნა­ყო­ფი წვნი­ა­ნი, შავი ან წი­თე­ლი კენკრაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ორი­ვე ნა­ხე­ვარსფე­როს ზო­მი­ერ და სუბტ­რო­პი­კულ ზო­ნებ­ში (გარ­და ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ აფ­რი­კი­სა). ცნო­ბი­ლია 40 სა­ხე­ო­ბა. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 - დიდ­გუ­ლა (Sambucus nigra) და სა­კუთ­რივ ან­წლი (Sambucus ebulus), რო­მე­ლიც მყრა­ლი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. აქვს სწო­რი 0,5-1,5 მ სი­მაღ­ლის და­ღა­რუ­ლი ღერო, საგ­ვე­ლა­სებრ ყვა­ვი­ლე­დე­ბად შეკ­რე­ბი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, მრგვა­ლი შავი ნა­ყო­ფი. იზ­რდე­ბა ტყის სარ­ტყელ­ში - ფოთ­ლო­ვან ტყე­ებ­ში. ტყის პი­რებ­ზე და სხვა ად­გი­ლებ­ში. ყვა­ვი­ლი შე­ი­ცავს ეთე­რო­ვან ზეთს; ნა­ყენს მე­დი­ცი­ნა­ში იყე­ნე­ბენ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანი
1

დარწმუნებული ვარ , საოცრებებს ახდენს....მაგრამ ხომ არ აღიზიანებს ნაღველს და წყლულებს? რას გვირჩევთ?

Izolda .
3

Me maqvs ancli gaketebuli metviton gavakete aris mtawi mokrefili matuxebs kuhnatlavi ari tu araris sasargeblo an wekrulobas tu wvelis

ანწლი კიბოს სამკურნალოდ - ხალხური რეცეპტი, რომელიც ეფექტს 3 სეანსში იძლევა

ანწლი კიბოს სამკურნალოდ - ხალხური რეცეპტი, რომელიც ეფექტს 3 სეანსში იძლევა

ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავიკითხე სტატია - "საოცარი მცენარე კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის". სტატიაში ეწერა, რომ ამა და ამ ექსტრაქტით ბულგარეთში კიბოს მკურნალობენ და უფრო მეტიც - ამ ექსტრაქტის გამოყენება 100-პროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ სრულიად განიკურნოთ როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც და ეს სულაც არ არის გამოგონილი ზღაპარი.

საუბარია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მცენარეზე - ანწლზე. მას ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად (ფაღარათის დროს).

კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის რეცეპტი მარტივია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით მომაკვდინებელი სენისგან განიკურნენ... იქვე მისი მომზადების წესიც იყო მითითებული:

ანწლის კენკრის მარცვლები ჩაყარეთ მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, ფენა-ფენა, დაახლოებით 1 სმ კენკრა შემდეგ შაქარი და ასე შემდეგ, ვიდრე არ მინის ჭურჭელი ბოლომდე არ გაივსება. დადგით 1 თვე გრილ ადგილას. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი უნდა გაიწუროს და დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ (ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ), ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსი 45 დღეა. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსის შემდეგ სატკივარი ქრება.

აღნიშნულ რეცეპტთან დაკავშირებით ექიმ-თერაპევტს, თამარ მამაცაშვილს დავუკავშირდი. იგ ხალხური რეცეპტების კრებულის - "კარაბადინის" ავტორია, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი:

"რამდენიმე წყარო მართლაც ადასტურებს, რომ ხალხური მედიცინა ანწლს იყენებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეს.

ზოგადად ეს არის დიდგულა, იგივე ანწლი, რომელიც მიჩნეულია როგორც ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ღვიძლის პათოლოგიების სამკურნალო საშუალებად.

თუმცა, ბულგარეთის ხალხური მედიცინა, მას სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად მოიხსენიებს. დადებითი შედეგები ძირითადად კუჭისა და კანის კიბოს დროს დასტურდება, მაგრამ ინტერნეტსივრცეში ადამიანები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განკურნების შემთხვევებსაც ადასტურებენ. ამასთან, საინტერესოა, რომ ონკოლოგიური პაციენტები განიკურნენ როგორც ოპერაციამდელ, ისე ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაშიც. ანწლის გამოყენება ხელს არ უშლის ონკოლოგების მიერ დანიშნულ მკურნალობას. მის პარალელურად შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. აუცილებელია სამი კურსის ჩატარება. ნებისმიერი მკურნალობისას კი შედეგი ინდივიდუალურია (ასევე იქნება დიდგულას გამოყენებისასაც).

- კურსში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- რეცეპტში მითითებულია, რომ 3 სეანსი უნდა ჩატარდეს, ანუ 3 კურსი...

- ბუნება საოცრებებს ახდენს...

- ზოგადად ნებისმიერი დაავადების წამალი შეიძლება ბუნებაში მოინახოს და კარგი იქნება თუ ამას გავაცნობიერებთ...

ინფორმაცია ანწლზე:

ანწლი ყვავილოვან მცენარეთა გვარი გახლავთ ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწვერიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE