საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუჩინარებული ადამიანების უსასრულო ჯაჭვი ჩრდილოეთ კავკასიაში
გაუჩინარებული ადამიანების უსასრულო ჯაჭვი ჩრდილოეთ კავკასიაში

ინ­გუ­შეთ­ში ბოლო წლებ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცია გა­მარ­თეს. მათი თქმით, 90-იან წლებ­ში და­კარ­გულ ასო­ბით ადა­მი­ანს ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი გვარ-სა­ხე­ლი ემა­ტე­ბა... და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბის პოვ­ნის იმე­დი თით­ქმის არ არ­სე­ბობს, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და, არც 90-იანი წლე­ბის საქ­მე­ე­ბია გახ­სნი­ლი. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­პოვ­ნე­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძებ­ნა და­ი­წყო, რაც ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოა...

ინ­გუ­შეთ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 400-ს აღ­წევს. 200-მდე ადა­მი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 2002-2013 წლებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს და­ი­კარ­გა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მათი სა­ერ­თო სა­მარ­ხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს, თუმ­ცა, მისი გახ­სნა და ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა.

ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის, 1992 წელს და­კარ­გუ­ლი მა­გო­მედ გორჩხა­ნო­ვის დედა ამ­ბობს, რომ შვი­ლის პოვ­ნის იმე­დი ჯერ კი­დევ აქვს. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც იმე­დი უკვე გა­და­წუ­რუ­ლი აქვს.

"უკვე არ მჯე­რა, რომ ოდეს­მე ჩემს შვილ­ზე რა­მეს გა­ვი­გებ. ამას წი­ნათ ინ­გუ­შეთ­ში მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, და­პი­რე­ბე­ბით, თუმ­ცა, არა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვი­ათ... კარ­გა ხა­ნია მათი იმე­დი არ მაქვს, - ამა­ზე არ ვფიქ­რობ, ჩე­მით თუ გა­ვარ­კვევთ რა­მეს, თო­რემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი უკვე აღა­რა­ვის აქვს, გარ­და იმა­თი, ვი­საც წი­ნას­წარ ას­წავ­ლი­ან, რა უნდა თქვას" - ამ­ბობს ელი­ზა­ვე­ტა ჰა­სა­ნო­ვა ბარ­კინ­ხო­ე­ვა, რომ­ლის თქმი­თაც, შვილ­თან ერ­თად, მამა და ძმაც და­კარ­გა და არც მათ შე­სა­ხებ იცის რამე...…მას ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს. უფრო სწო­რად, რომ არა ასე­თი მა­სობ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბა, და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნა­საც კი არა­ვინ აპი­რებ­და.

და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ 2009 წელს ჩა­ა­ბა­რეს დნმ-ის ანა­ლი­ზი, თუმ­ცა, დღემ­დე როს­ტო­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ინა­ხე­ბა და მათი შეს­წავ­ლა და მით უფრო, კვლე­ვა არა­ვის და­უ­წყია...

მხო­ლოდ 2016 წელს, 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა და მათ­ზე საქ­მეც კი არ აღ­ძრუ­ლა... "ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გულ­გრი­ლო­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ევ­რო­პულ ინ­სტან­ცი­ებს მივ­მარ­თოთ და იქ ვი­პო­ვოთ პა­სუ­ხი ჩვენს კი­თხვებ­ზე, - სად გაქ­რნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი...", - ამ­ბობს ბარ­კინ­ხო­ე­ვა.

ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა მხო­ლოდ ინ­გუ­შეთ­ში არ ხდე­ბა, - და­ღეს­ტან­ში ეს საკ­მა­ოდ "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" რამ არის, რად­გან არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი პირ­და­პირ ლოც­ვის შემ­დეგ, მე­ჩე­თი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე "გამ­ქრა­ლან".

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ცენ­ტრი "მე­მო­რი­ა­ლი" აცხა­დებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, სამ კვი­რა­ში, რეს­პუბ­ლი­კა­ში 12 ადა­მი­ა­ნია მო­ტა­ცე­ბუ­ლი - სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

გა­ტა­ცე­ბე­ბის ტალ­ღა 2010 წელს და­ი­წყო და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. თუ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი ორ-სამ დღე­ში არ გა­მოჩ­ნდე­ბა, და არ დად­გინ­დე­ბა, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, 90%-ით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მას ცო­ცხალს ვე­ღარ იპოვ­ნი­ან, - მი­იჩ­ნევს "სა­მარ­თლებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის" ად­ვო­კა­ტი შა­მილ ისა­ე­ვი, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას უწევს იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის მსხვერ­პლად იქ­ცნენ (მათ შო­რის -ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­შიც).

"თუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ვერ დად­გინ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მის გვამს მო­რი­გი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლულ­თა შო­რის აღ­მო­ა­ჩე­ნენ", - აცხა­დებს შა­მილ ისა­ევ­მა. მი­სი­ვე თქმით, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მათი "ტყე­ში გას­ვლით" ხსნი­ან. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში აღიძ­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლო­ვა­ნებ­თან შე­ტა­კე­ბი­სას ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის, ან თა­ვის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ იხუ­რე­ბა. ისა­ე­ვის თქმით, ეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

გაუჩინარებული ადამიანების უსასრულო ჯაჭვი ჩრდილოეთ კავკასიაში

გაუჩინარებული ადამიანების უსასრულო ჯაჭვი ჩრდილოეთ კავკასიაში

ინგუშეთში ბოლო წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ახლობლებმა ინფორმაციის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით, 90-იან წლებში დაკარგულ ასობით ადამიანს ყოველდღიურად ახალი გვარ-სახელი ემატება... დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრების თქმით, ბოლო წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულების პოვნის იმედი თითქმის არ არსებობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური კვლევა ჩატარდა, არც 90-იანი წლების საქმეებია გახსნილი. ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის საპოვნელად, ხელისუფლებამ ძებნა დაიწყო, რაც ნაკლებად სარწმუნოა...

ინგუშეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 400-ს აღწევს. 200-მდე ადამიანი ეთნიკური კონფლიქტის დროს, 2002-2013 წლებში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს დაიკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, მათი საერთო სამარხის შესახებ ინფორმაცია არსებობს, თუმცა, მისი გახსნა და ნეშტის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი სტუდენტის, 1992 წელს დაკარგული მაგომედ გორჩხანოვის დედა ამბობს, რომ შვილის პოვნის იმედი ჯერ კიდევ აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც იმედი უკვე გადაწურული აქვს.

"უკვე არ მჯერა, რომ ოდესმე ჩემს შვილზე რამეს გავიგებ. ამას წინათ ინგუშეთში მოსკოვიდან ჩამოვიდა სპეციალური კომისია, დაპირებებით, თუმცა, არაფერი გაურკვევიათ... კარგა ხანია მათი იმედი არ მაქვს, - ამაზე არ ვფიქრობ, ჩემით თუ გავარკვევთ რამეს, თორემ ხელისუფლების იმედი უკვე აღარავის აქვს, გარდა იმათი, ვისაც წინასწარ ასწავლიან, რა უნდა თქვას" - ამბობს ელიზავეტა ჰასანოვა ბარკინხოევა, რომლის თქმითაც, შვილთან ერთად, მამა და ძმაც დაკარგა და არც მათ შესახებ იცის რამე...…მას ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ვერ უშველეს. უფრო სწორად, რომ არა ასეთი მასობრივი მღელვარება, დაკარგულ ადამიანების ძებნასაც კი არავინ აპირებდა.

დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრების თქმით, მათ წლების წინ, ჯერ კიდევ 2009 წელს ჩააბარეს დნმ-ის ანალიზი, თუმცა, დღემდე როსტოვის ლაბორატორიაში ინახება და მათი შესწავლა და მით უფრო, კვლევა არავის დაუწყია...

მხოლოდ 2016 წელს, 14 ადამიანი დაიკარგა და მათზე საქმეც კი არ აღძრულა... "ადგილობრივი ორგანოების გულგრილობის გამო, იძულებული ვართ, ევროპულ ინსტანციებს მივმართოთ და იქ ვიპოვოთ პასუხი ჩვენს კითხვებზე, - სად გაქრნენ ეს ადამიანები...", - ამბობს ბარკინხოევა.

ადამიანების მასობრივი გაუჩინარება მხოლოდ ინგუშეთში არ ხდება, - დაღესტანში ეს საკმაოდ "ჩვეულებრივი" რამ არის, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ახალგაზრდები პირდაპირ ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან გამოსვლისთანავე "გამქრალან".

უფლებადამცველთა ცენტრი "მემორიალი" აცხადებს, რომ დაახლოებით, სამ კვირაში, რესპუბლიკაში 12 ადამიანია მოტაცებული - სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.

გატაცებების ტალღა 2010 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება. თუ დაკარგული ადამიანი ორ-სამ დღეში არ გამოჩნდება, და არ დადგინდება, რომ გაუჩინარებული ადამიანი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში იმყოფება, 90%-ით შეიძლება ითქვას, მას ცოცხალს ვეღარ იპოვნიან, - მიიჩნევს "სამართლებრივი ინიციატივის" ადვოკატი შამილ ისაევი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლად იქცნენ (მათ შორის -ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც).

"თუ გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდება, ეს ნიშნავს, რომ მის გვამს მორიგი სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის აღმოაჩენენ", - აცხადებს შამილ ისაევმა. მისივე თქმით, ძალოვანი უწყებები, ადამიანების გაუჩინარებას მათი "ტყეში გასვლით" ხსნიან. ასეთ შემთხვევებში აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძალოვანებთან შეტაკებისას ეჭვმიტანილების სიკვდილის, ან თავის აფეთქების შემდეგ იხურება. ისაევის თქმით, ეს ჩრდილოეთ კავკასიაში აპრობირებული მეთოდია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე