ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის მერმა, სილვესტერ ტურნერმა ქარიშხალ "ჰარვის" გამო, ქალაქში სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. ჰიუსტონში ძლიერი წყალდიდობაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სახლების დატოვებაზე უარი განაცხადა.
მერის ახალი განკარგულებით, ქალაქში მდებარე 4600-მდე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე.
"იმის გამო, რომ ჩემი თხოვნის მიუხედავად, მოსახლეობა საკუთარ სახლებში რჩება, სხვა გზას არ მიტოვებენ და სავალდებულო ევაკუაციას ვაცხადებ", - აღნიშნა ჰიუსტონის მერმა.
ქარიშხალ "ჰარვის" გამო ერთ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.