პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს განცხადება ართანაში, შილდაში, ჯუთასა და ხახაბოში გაჩენილ ხანძრებზე
შსს-ს განცხადება ართანაში, შილდაში, ჯუთასა და ხახაბოში გაჩენილ ხანძრებზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შილ­დას მიმ­დე­ბა­რედ, მთა–თუ­შეთ­ში, სო­ფელ ხა­ხა­ბოს­თან და ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­თას­თან არ­სე­ბულ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ოთხი­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცია.

"შსს–ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"–დან შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, ტყის მა­სივ­ში, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვიდ­ნენ შსს–ს მე­ხან­ძრე–მაშ­ვე­ლე­ბი. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის გამო, ხან­ძრის ეფექ­ტუ­რი ლო­კა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, ცე­ცხლის ქრო­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო ვერ­ტმფრე­ნი. ამ­ჟა­მად ცე­ცხლის ძი­რი­თა­დი კე­რე­ბი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ასე­ვე ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შილ­დას მიმ­დე­ბა­რედ, ტყის მა­სივ­ში. ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში, შსს–ს მე­ხან­ძრე–მაშ­ვე­ლებ­თან და ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლია ვერ­ტმფრე­ნი.

ათე­უ­ლო­ბით მე­ხან­ძრე–მაშ­ვე­ლი და შსს-ს ვერ­ტმფრე­ნი ახორ­ცი­ე­ლებს მთა–თუ­შეთ­ში, სო­ფელ ხა­ხა­ბოს­თან მდე­ბა­რე ტყის მა­სივ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს.

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­თას მიმ­დე­ბა­რედ, ალ­პურ ზო­ნა­ში, ბა­ლახ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შსს-ს ათო­ბით მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, შე­სა­ბა­მის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტექ­ნი­კას­თან ერ­თად.

ოთხი­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცია", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-ს განცხადება ართანაში, შილდაში, ჯუთასა და ხახაბოში გაჩენილ ხანძრებზე

შსს-ს განცხადება ართანაში, შილდაში, ჯუთასა და ხახაბოში გაჩენილ ხანძრებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთასთან არსებულ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

"შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"–დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.

ხანძარი გაჩნდა, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი.

ათეულობით მეხანძრე–მაშველი და შსს-ს ვერტმფრენი ახორციელებს მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.

ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ