პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება ირანულად: მჟავის შესხმით წართმეული მომავალი და მსხვერპლების უმძიმესი ისტორიები
შურისძიება ირანულად: მჟავის შესხმით წართმეული მომავალი და მსხვერპლების უმძიმესი ისტორიები

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ძა­ლა­დო­ბის სა­ში­ნე­ლი აქტი - სა­ხე­ში მჟა­ვის შეს­ხმა, არ­ნა­ხუ­ლი "პო­პუ­ლა­რო­ბით" სარ­გებ­ლობს ირან­ში. მისი მსხვერ­პლე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ხდე­ბი­ან. მსხვერ­პლის მსგა­ვი მე­თო­დით დას­ჯა, არამ­ხო­ლოდ უკონ­ტრო­ლო აგ­რე­სია ან შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლია - "დამ­ნა­შა­ვეს", ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მა­ვალს არ­თმე­ვენ.

მსგავ­სი შუ­რის­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი: ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვა, სა­ში­ნე­ლი ია­რე­ბი... ხში­რად, ეს შემ­თხვე­ვე­ბი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს ხდე­ბა - უარი უთხრა ცო­ლო­ბა­ზე, გან­ქორ­წი­ნე­ბას ითხოვს.

ირა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ას­გან კამ­სე­ჰი, პორ­ტრე­ტე­ბის სე­რი­ა­ში Fire of Hatred ("სი­ძულ­ვი­ლის ცე­ცხლი") მოგ­ვი­თხრობს ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ირან­ში არ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო ან კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ და­ეხ­მა­რე­ბა. დამ­წვრო­ბის მძი­მე შე­დე­გე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ქა­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევთ, ან მი­მარ­თა­ვენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა, სი­კე­თე ყვე­ლა­სათ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის.

ირა­ნუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლთა შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ე­ბი

ში­რინ მო­ჰა­მა­დი - 18 წლის თე­ი­რა­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც 2012 წლის 1 იან­ვარს უარი უთხრა მა­მა­კაცს ცო­ლო­ბა­ზე. ში­რი­ნის საქ­ცი­ე­ლი მა­მა­კაც­მა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნია და შური იძია - მჟა­ვა შე­ას­ხა. ქალ­მა მარ­ჯვე­ნა თვა­ლი და ყური და­კარ­გა, ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს პირი. ღმა დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო მთელ სხე­ულ­ზე, რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მძი­მე პრო­ცე­სი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

რა­ა­ნა პორ ამ­რაი, 38 წლის, და ფა­ტი­მა კა­ლან­და­რი, 8 წლის - დედა-შვი­ლი ქა­ლაქ ჰო­რე­მა­ბად­ში ცხოვ­რობს. რა­ა­ნის მაზ­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ქალ­მა მისი ცოლი და­არ­წმუ­ნა, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო. 2015 წლის ივ­ლის­ში მან რა­ა­ნა­ზე შური იძია, თით­ქოს­და დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის გამო, და ქალს და მის შვილს მჟა­ვა შე­ას­ხა. რა­ა­ნას სახე ძლი­ერ და­უ­ზი­ან­და, ფა­ტი­მას კი ზურ­გი და ხე­ლე­ბი.

მაჰნაზ ქა­ზე­მი, 39 წლის - ამ­ჟა­მად ქალი თე­ი­რა­ნი­დან 130 კი­ლო­მეტრში, ქა­ლაქ კუმ­ში ცხოვ­რობს. მაჰნა­ზის ქმა­რი სი­სას­ტი­კით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ხში­რად სცემ­და ცოლს. ქალ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. მუდ­მი­ვი ძა­ლა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაჰნა­ზი მა­ინც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ქმარ­მა კი მას ეს სი­ლა­მა­ზეც წა­არ­თვა - მჟა­ვა შე­ას­ხა....

მა­სუ­მეჰ აჰაი, 32 წლის, ქა­ლა­ქი ის­პა­ჰა­ნი - 2008 წელს მა­სუ­მე­ჰი ქმარს გა­შორ­და. 2 წლის შემ­დეგ კი მა­მამ­თილ­მა შვი­ლის გამო შური იძია და ქალს მჟა­ვა შე­ას­ხა, რის შე­დე­გა­დაც ქალ­მა მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა.

ზი­ვარ ფარ­ვი­ნი, 37 წლის - ქმრის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ზი­ვარს ცო­ლო­ბა მაზლმა სთხო­ვა. ქალ­მა მას უარი გა­ნუ­ცხა­და. 2011 წლის 9 ივ­ლისს მაზლმა თა­ვის პირ­ველ ცოლ­თან ერ­თად ზი­ვარ­სა და მის 18 წლის ქა­ლიშ­ვილს მჟა­ვა შე­ას­ხეს, სა­ნამ მათ ეძი­ნათ. თავ­დას­ხმის შემ­დეგ 18 დღე­ში ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ზი­ვარს მისი ფოტო უჭი­რავს ხელ­ში.

მა­რი­ამ ზა­მა­ნი, 38 წლის, და აზე­რო ჰა­შე­მი, 13 წლის - დედა-შვი­ლი თე­ი­რა­ნე­ლე­ბი არი­ან. 2010 წელს მა­რი­ა­მის ძმის ცოლ­მა მძი­ნა­რე ქალს და მის 3 ქა­ლიშ­ვილს მჟა­ვა შე­ას­ხა. მსგავ­სი სი­სას­ტი­კე მხო­ლოდ შუ­რით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ფო­ტო­ზე - მა­რი­ა­მი და ერთ-ერთი მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აზე­რო.

მოჰ­სენ მორ­თა­ზა­ვი, 34 წლის - 2012 წელს, პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს მოჰ­სენს თავს კო­ლე­გა და­ეს­ხა, რო­მელ­მაც მა­მა­კაცს 3 ლიტ­რი მჟა­ვა გა­და­ას­ხა, შემ­დეგ კი და­ნით დაჭ­რა. თავ­დამ­სხმე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მოჰ­სენ­მა მას­ზე იხუმ­რა და მსგავ­სი გზით შური იძია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მოჰ­სენს აზ­რა­დაც არ ჰქო­ნია ვინ­მე­ზე ეხუმ­რა. მა­მა­კა­ცი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ სა­მუ­და­მოდ და­სა­ხიჩ­რდა.

სო­მა­იე მეჰ­რი, 29 წელი, ბამი - სო­მა­ეს "და­ნა­შა­უ­ლი" იმა­შია, რომ ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ინ­დო­მა. სა­პა­სუ­ხოდ კი მას­ზე და მის ქა­ლიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა მი­ი­ღო 2011 წელს. ორი­ვემ მარ­ჯვე­ნა თვა­ლი და­კარ­გა, 4 წლის შემ­დეგ კი სო­მა­იე მძი­მე ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

AMBEBI.GE

ფოტო: Asghar Khamseh

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

შურისძიება ირანულად: მჟავის შესხმით წართმეული მომავალი და მსხვერპლების უმძიმესი ისტორიები

შურისძიება ირანულად: მჟავის შესხმით წართმეული მომავალი და მსხვერპლების უმძიმესი ისტორიები

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ძალადობის საშინელი აქტი - სახეში მჟავის შესხმა, არნახული "პოპულარობით" სარგებლობს ირანში. მისი მსხვერპლები ძირითადად ქალები და ბავშვები ხდებიან. მსხვერპლის მსგავი მეთოდით დასჯა, არამხოლოდ უკონტროლო აგრესია ან შურისძიების სურვილია - "დამნაშავეს", ფაქტობრივად, მომავალს ართმევენ.

მსგავსი შურისძიების შედეგები: ქიმიური დამწვრობა, მხედველობის დაკარგვა, საშინელი იარები... ხშირად, ეს შემთხვევები ოჯახური კონფლიქტების დროს ხდება - უარი უთხრა ცოლობაზე, განქორწინებას ითხოვს.

ირანელი ფოტოგრაფი ასგან კამსეჰი, პორტრეტების სერიაში Fire of Hatred ("სიძულვილის ცეცხლი") მოგვითხრობს ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ნათესავებისა და ოჯახის წევრების თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ირანში არ არსებობს სახელმწიფო ან კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მათ დაეხმარება. დამწვრობის მძიმე შედეგების მკურნალობა ქალებს დამოუკიდებლად უწევთ, ან მიმართავენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, სიკეთე ყველასათვის საკმარისი არ არის.

ირანული შურისძიების მსხვერპლთა შემზარავი ისტორიები

შირინ მოჰამადი - 18 წლის თეირანელი გოგონა, რომელმაც 2012 წლის 1 იანვარს უარი უთხრა მამაკაცს ცოლობაზე. შირინის საქციელი მამაკაცმა შეურაცხმყოფელად მიიჩნია და შური იძია - მჟავა შეასხა. ქალმა მარჯვენა თვალი და ყური დაკარგა, ძლიერ დაზიანებული აქვს პირი. ღმა დამწვრობა მიიღო მთელ სხეულზე, რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ რეაბილიტაციის მძიმე პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

რაანა პორ ამრაი, 38 წლის, და ფატიმა კალანდარი, 8 წლის - დედა-შვილი ქალაქ ჰორემაბადში ცხოვრობს. რაანის მაზლი დარწმუნებული იყო, რომ ქალმა მისი ცოლი დაარწმუნა, განქორწინებულიყო. 2015 წლის ივლისში მან რაანაზე შური იძია, თითქოსდა დანგრეული ოჯახის გამო, და ქალს და მის შვილს მჟავა შეასხა. რაანას სახე ძლიერ დაუზიანდა, ფატიმას კი ზურგი და ხელები.

მაჰნაზ ქაზემი, 39 წლის - ამჟამად ქალი თეირანიდან 130 კილომეტრში, ქალაქ კუმში ცხოვრობს. მაჰნაზის ქმარი სისასტიკით ყოველთვის გამოირჩეოდა, ხშირად სცემდა ცოლს. ქალმა განქორწინება გადაწყვიტა. მუდმივი ძალადობის მიუხედავად, მაჰნაზი მაინც ძალიან ლამაზი იყო. ქმარმა კი მას ეს სილამაზეც წაართვა - მჟავა შეასხა....

მასუმეჰ აჰაი, 32 წლის, ქალაქი ისპაჰანი - 2008 წელს მასუმეჰი ქმარს გაშორდა. 2 წლის შემდეგ კი მამამთილმა შვილის გამო შური იძია და ქალს მჟავა შეასხა, რის შედეგადაც ქალმა მხედველობა დაკარგა.

ზივარ ფარვინი, 37 წლის - ქმრის სიკვდილის შემდეგ ზივარს ცოლობა მაზლმა სთხოვა. ქალმა მას უარი განუცხადა. 2011 წლის 9 ივლისს მაზლმა თავის პირველ ცოლთან ერთად ზივარსა და მის 18 წლის ქალიშვილს მჟავა შეასხეს, სანამ მათ ეძინათ. თავდასხმის შემდეგ 18 დღეში ქალიშვილი გარდაიცვალა. ზივარს მისი ფოტო უჭირავს ხელში.

მარიამ ზამანი, 38 წლის, და აზერო ჰაშემი, 13 წლის - დედა-შვილი თეირანელები არიან. 2010 წელს მარიამის ძმის ცოლმა მძინარე ქალს და მის 3 ქალიშვილს მჟავა შეასხა. მსგავსი სისასტიკე მხოლოდ შურით იყო ნაკარნახევი. ფოტოზე - მარიამი და ერთ-ერთი მისი ქალიშვილი აზერო.

მოჰსენ მორთაზავი, 34 წლის - 2012 წელს, პირველ სამუშაო დღეს მოჰსენს თავს კოლეგა დაესხა, რომელმაც მამაკაცს 3 ლიტრი მჟავა გადაასხა, შემდეგ კი დანით დაჭრა. თავდამსხმელი დარწმუნებული იყო, რომ მოჰსენმა მასზე იხუმრა და მსგავსი გზით შური იძია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოჰსენს აზრადაც არ ჰქონია ვინმეზე ეხუმრა. მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ სამუდამოდ დასახიჩრდა.

სომაიე მეჰრი, 29 წელი, ბამი - სომაეს "დანაშაული" იმაშია, რომ ქმართან განქორწინება მოინდომა. საპასუხოდ კი მასზე და მის ქალიშვილზე თავდასხმა მიიღო 2011 წელს. ორივემ მარჯვენა თვალი დაკარგა, 4 წლის შემდეგ კი სომაიე მძიმე ქიმიური დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

ფოტო: Asghar Khamseh

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"