მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ
 იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს წიგ­ნი­დან "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის":

• საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, მას­ში შე­საძ­ლოა და­ი­შა­ლოს C ვი­ტა­მი­ნის დიდი ნა­წი­ლი; ორ­სუ­ლო­ბა, ძუ­ძუ­თი კვე­ბა, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, დამ­წვრო­ბა და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ეს ის მდგო­მა­რე­ო­ბე­ბია, რომ­ლის დრო­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის მიერ C ვი­ტა­მინ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

• მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ, შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი; ხან­ში შე­სუ­ლი პი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭი­რო­ებს D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბას და­ნა­მა­ტის სა­ხით.

• არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც გა­და­ურ­ჩა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში ცხოვ­რე­ბას, უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა, რად­გან მათ ორ­გა­ნიზ­მში ისე­დაც და­ბა­ლი ფოს­ფო­რის დონე, სწრა­ფად და­ე­ცა, რო­დე­საც და­ი­წყეს ნორ­მა­ლუ­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. ამ სინ­დრომს ხელ­მე­ო­რედ კვე­ბის (შიმ­ში­ლის შემ­დგო­მი) სინ­დრო­მი ეწო­დე­ბა.

• ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს იღე­ბენ, 2­4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვი­ლებ­თან და პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან ახ­ლოს არ უნდა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

• მწვა­ვე ლიმ­ფო­ცი­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის 80% იკურ­ნე­ბა.

• ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი სა­წყი­სი უჯრე­დის ტი­პის სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე ომა-ს და­მა­ტე­ბით მი­ი­ღე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე­ნინ­გი­ო­მა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის მფა­რა­ვი გარ­სე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა, ჰე­პა­ტო­მა ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნეა.

• გულყრის ბევ­რი სახე სუ­ლაც არ იწ­ვევს კრუნ­ჩხვას ან ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გვას. გულყრის დროს ადა­მი­ა­ნის­თვის პირ­ში კოვ­ზის ჩა­დე­ბა უფრო ცუდი შე­დე­გის მომ­ტა­ნია, ვიდ­რე სა­სარ­გებ­ლო.

• თა­ვის გა­რე­გა­ნი და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მეს. თა­ვის მძი­მე ტრავ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის კის­რის გა­მოძ­რა­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან იგი შე­საძ­ლოა მო­ტე­ხი­ლი იყოს.

• თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ სხი­ვურ თე­რა­პი­ას შე­უძ­ლია თა­ვად და­ა­ზი­ა­ნოს ეს ორ­გა­ნო­ე­ბი.

• წი­თე­ლას ან ჩუ­ტყვა­ვი­ლას გა­და­ტა­ნი­დან დიდი ხნის შემ­დეგ ინ­ფექ­ცია შე­საძ­ლოა ხე­ლახ­ლა გა­აქ­ტი­ურ­დეს და ტვი­ნის ან­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

• თა­ვის ტვი­ნის მე-4 ნერ­ვის დამ­ბლა მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბას იწ­ვევს, რაც თა­ვის გვერ­დზე გა­დახ­რის დროს აღარ ვლინ­დე­ბა.

• ზო­გი­ერ­თი ახალ­შო­ბი­ლი იბა­დე­ბა ფრჩხი­ლე­ბის გა­რე­შე, რა­საც ანო­ნი­ქია ეწო­დე­ბა.

• ვი­ნა­ი­დან ყნოს­ვი­სა და გე­მოვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა ასაკ­თან ერ­თად ქვე­ით­დე­ბა, ასაკ­ში იკ­ვე­ბე­ბი­ან უფრო ნაკ­ლე­ბად, რის გა­მოც ვი­თარ­დე­ბა კვე­ბის დე­ფი­ცი­ტი.

• კა­ტა­რაქ­ტა მსოფ­ლი­ო­ში სიბრმა­ვის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია

ცნო­ბი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის, მერ­კის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" 7 ტომს მო­ი­ცავს და ქარ­თულ ენა­ზე "პა­ლიტ­რა L"-მა მო­ამ­ზა­და. მერ­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რაა. წიგ­ნის ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტის შექ­მნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის 20-კა­ცი­ან­მა გუნ­დმა იმუ­შა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ

 იცით თუ არა, რომ... - საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობის შესახებ

გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის":

• საკვების მომზადებისას, მასში შესაძლოა დაიშალოს C ვიტამინის დიდი ნაწილი; ორსულობა, ძუძუთი კვება, მაღალი ცხელებით მიმდინარე ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა, დამწვრობა და თამბაქოს მოხმარება, ეს ის მდგომარეობებია, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმის მიერ C ვიტამინზე მოთხოვნილება.

• მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი; ხანში შესული პირების უმრავლესობა საჭიროებს D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით.

• არაერთი პაციენტი, რომელიც გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრებას, უეცრად გარდაიცვალა, რადგან მათ ორგანიზმში ისედაც დაბალი ფოსფორის დონე, სწრაფად დაეცა, როდესაც დაიწყეს ნორმალური საკვების მიღება. ამ სინდრომს ხელმეორედ კვების (შიმშილის შემდგომი) სინდრომი ეწოდება.

• ადამიანები, რომლებიც რადიოაქტიურ იოდს იღებენ, 2­4 დღის განმავლობაში ჩვილებთან და პატარა ბავშვებთან ახლოს არ უნდა იმყოფებოდნენ.

• მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე ბავშვების 80% იკურნება.

• ავთვისებიანი სიმსივნეების დასახელებები საწყისი უჯრედის ტიპის სახელწოდებაზე ომა-ს დამატებით მიიღება. მაგალითად, მენინგიომა თავისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ავთვისებიანი სიმსივნეა, ჰეპატომა ღვიძლის სიმსივნეა.

• გულყრის ბევრი სახე სულაც არ იწვევს კრუნჩხვას ან ცნობიერების დაკარგვას. გულყრის დროს ადამიანისთვის პირში კოვზის ჩადება უფრო ცუდი შედეგის მომტანია, ვიდრე სასარგებლო.

• თავის გარეგანი დაზიანების ხარისხი შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდეს ტვინის დაზიანების სიმძიმეს. თავის მძიმე ტრავმის მქონე ადამიანის კისრის გამოძრავება არ შეიძლება, რადგან იგი შესაძლოა მოტეხილი იყოს.

• თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოყენებულ სხივურ თერაპიას შეუძლია თავად დააზიანოს ეს ორგანოები.

• წითელას ან ჩუტყვავილას გადატანიდან დიდი ხნის შემდეგ ინფექცია შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს და ტვინის ანთება გამოიწვიოს.

• თავის ტვინის მე-4 ნერვის დამბლა მხედველობის გაორებას იწვევს, რაც თავის გვერდზე გადახრის დროს აღარ ვლინდება.

• ზოგიერთი ახალშობილი იბადება ფრჩხილების გარეშე, რასაც ანონიქია ეწოდება.

• ვინაიდან ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება ასაკთან ერთად ქვეითდება, ასაკში იკვებებიან უფრო ნაკლებად, რის გამოც ვითარდება კვების დეფიციტი.

• კატარაქტა მსოფლიოში სიბრმავის წამყვანი მიზეზია

ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის, მერკის მსოფლიო ბესტსელერი "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" 7 ტომს მოიცავს და ქართულ ენაზე "პალიტრა L"-მა მოამზადა. მერკის სახელმძღვანელოები მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სამედიცინო ლიტერატურაა. წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი ექიმების 20-კაციანმა გუნდმა იმუშავა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს