საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძარი კახეთში - კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება
ხანძარი კახეთში - კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

კა­ხეთ­ში, კოხ­ტას მთის ფერ­დობ­ზე ხან­ძა­რია. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ად­გილ­ზე დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, 112-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ შე­ვი­და და ტყის­კენ მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მი­ე­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, ტყე ფოთ­ლო­ვა­ნია და საკ­მა­ოდ გა­უ­ვა­ლი, რის გა­მოც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ხან­ძრის კე­რამ­დე მი­სას­ვლე­ლად რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა ფე­ხით მო­უ­წევთ.

ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ავი­ა­ცი­აც ჩა­ერ­თვე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვით­მმარ­თვე­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის ფარ­თობ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა ხან­ძა­რი ძა­ლი­ან დიდი არ არის.

მი­სი­ვე თქმით, ხან­ძა­რი მი­უ­ვალ ად­გი­ლას არის გა­ჩე­ნი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ად­გილ­ზე ფე­ხით მი­ვი­და.

"მე­ხან­ძრე­ე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და ვე­ლო­დე­ბით მათ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას. მო­ვი­თხო­ვეთ ვერ­ტმფრე­ნი და სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­ერ­თვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შა­თი­რიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხანძარი კახეთში - კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ხანძარი კახეთში - კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

კახეთში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ადგილზე დაკვამლიანება შეინიშნება. მათივე ცნობით, 112-ში შეტყობინება რამდენიმე ხნის წინ შევიდა და ტყისკენ მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი მიემართება.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ტყე ფოთლოვანია და საკმაოდ გაუვალი, რის გამოც მეხანძრე-მაშველებს ხანძრის კერამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევთ.

ხანძრის ლოკალიზებაში სავარაუდოდ ავიაციაც ჩაერთვება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმმართველი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის ფართობზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ხანძარი ძალიან დიდი არ არის.

მისივე თქმით, ხანძარი მიუვალ ადგილას არის გაჩენილი და დაახლოებით 20-მდე მეხანძრე-მაშველი ადგილზე ფეხით მივიდა.

"მეხანძრეები ადგილზე იმყოფებიან და ველოდებით მათგან ინფორმაციას. მოვითხოვეთ ვერტმფრენი და სავარაუდოდ ჩაერთვება", - განაცხადა შათირიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია