დიდ და პატარა ლილოს შორის არსებულ ხევში ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფი.
რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, დღეს შუადღისას მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს ვერტმფრენიც. ხანძარი ლიკვიდირებულია.