მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის 2017-2020 წლე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და 2017-2018 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მე­რი­ოტ­ში" გა­ი­მარ­თა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - კო­მი­ტე­ტის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით და­სა­ხუ­ლი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია.

სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლას­თვის" მხარ­და­ჭე­რით შედ­გა.

აუ­დი­ტო­რი­ას მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თეს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, სოფო კი­ლა­ძემ, ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის, პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა დო­რო­ტა დლო­უ­ხი-სუ­ლი­გამ და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ, შომ­ბი შარპმა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნობთ ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უახ­ლო­ე­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ მიგ­ვე­ღო დახ­ვე­წი­ლი, რე­ა­ლის­ტუ­რი და სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რის­თვი­საც ჩვენ სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა მო­ვა­წყვეთ სამ­თავ­რო­ბო და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და ავ­სა­ხეთ მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. აქვე დავ­ძენ, რომ პი­რა­დად მე, ჩემი კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად ძალ-ღო­ნეს არ და­ვი­შუ­რებ იმის­თვის, რომ სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ასა­ხუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ბო­ლომ­დე იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყოს კა­ნო­ნით და­ცუ­ლი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თვია. პარ­ლა­მენ­ტი და კერ­ძოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­თი უზ­რუნ­ველ­ყოფს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და მე­ქა­ნიზ­მებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. კო­მი­ტე­ტი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ ახა­ლი სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მო­ი­ცავს ამ პრი­ო­რი­ტე­ტებს, რო­გორც კო­მი­ტე­ტის ძი­რი­თად პრინ­ციპ­სა და ხედ­ვას" - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ტა დლო­უ­ხი-სუ­ლი­გამ.

გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ, შომ­ბი შარპმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ფუძ­ველს.

დო­კუ­მენ­ტში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებს. "ეს კარ­გად ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, მათ შო­რის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან და ვრცელ­დე­ბა მის ყო­ველ მო­ქა­ლა­ქე­ზე. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა პარ­ლა­მენ­ტსა და ად­გი­ლობ­რივ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სხვა ეროვ­ნულ პარტნი­ო­რებს შო­რის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პრო­ცე­სის შე­დე­გია, რაც გვაძ­ლევს რწმე­ნას, რომ და­სა­ხუ­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი მთლი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში".

პრე­ზენ­ტა­ცი­ას უძღვე­ბო­და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა კო­მი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ი­სა და გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ. მან ასე­ვე გა­მო­ყო კო­მი­ტე­ტის მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მა, და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის ხელ­შე­წყო­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის უფრო ფარ­თო ინი­ცი­ა­ტი­ვის "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის" ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სამ წლი­ა­ნი პროგ­რა­მა ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გაძლიერება, განსაკუთრებით სოციალური და ეკონომიკური უფლებების კუთხით, სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა - კომიტეტის სამოქმედო გეგმით დასახული ძირითადი მიმართულებებია.

სტრატეგიული დოკუმენტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მხარდაჭერით შედგა.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც იქნება კომიტეტის მთავარი სახელმძღვანელო უახლოესი წლების მანძილზე. მაქსიმალურად შევეცადეთ მიგვეღო დახვეწილი, რეალისტური და სრულყოფილი დოკუმენტი, რისთვისაც ჩვენ სამუშაო ფორმატში არაერთი შეხვედრა მოვაწყვეთ სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, გავითვალისწინეთ და ავსახეთ მათი რეკომენდაციები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავებაში. აქვე დავძენ, რომ პირადად მე, ჩემი კომიტეტის წევრებთან ერთად ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ასახული თითოეული მიმართულება ბოლომდე იყოს შესრულებული, ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში იყოს კანონით დაცული და გარანტირებული" - განაცხადა სოფო კილაძემ.

"ადამიანის უფლებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ძირითადი ბირთვია. პარლამენტი და კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ჩარჩოთი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებსა და მექანიზმებს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად. კომიტეტი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ მივესალმებით, რომ ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ამ პრიორიტეტებს, როგორც კომიტეტის ძირითად პრინციპსა და ხედვას" - განაცხადა დოროტა დლოუხი-სულიგამ.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების უზრუნველყოფის საფუძველს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმცირესობების, ქალებისა და ბავშვების უფლებებს. "ეს კარგად ასახავს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნებსა და რეკომენდაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ორგანოებიდან და ვრცელდება მის ყოველ მოქალაქეზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმა პარლამენტსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ეროვნულ პარტნიორებს შორის კონსულტაციების პროცესის შედეგია, რაც გვაძლევს რწმენას, რომ დასახული, ამბიციური მიზნები მთლიანად განხორციელდება ქართულ რეალობაში".

პრეზენტაციას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ისაუბრა კომიტეტის სტრატეგიისა და გეგმის პრიორიტეტების შესახებ. მან ასევე გამოყო კომიტეტის მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბავშვის უფლებათა კოდექსი, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა, დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უფრო ფართო ინიციატივის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ერთ-ერთი მიმართულებაა. სამ წლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."