პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება
ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება

ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბით ხვდე­ბა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ "იმე­დის" ეთერ­ში გავა ტა­ლანტ-შოუ "ნი­ჭი­ე­რი". რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ არ­ხის ეთერ­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუ გავა, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე გა­უ­ძღვე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერს მა­რი­ამ შავ­გუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- რა ფორ­მა­ტი ექ­ნე­ბა ახალ გა­და­ცე­მას, რო­მელ­საც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე წა­იყ­ვანს?

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ ახალ გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანს ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე. ეს იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა 5 სექ­ტემ­ბრი­დან და ყო­ველ სამ­შა­ბათს, სა­ღა­მოს 22:00 სა­ათ­ზე გავა ეთერ­ში. გა­და­ცე­მის ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი იქ­ნე­ბა, მას­ში მოწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა ამომ­რჩე­ველს უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნონ. თა­ვის მხრივ, ამომ­რჩე­ველს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, პირ­და­პირ ეთერ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უს­ვან შე­კი­თხვე­ბი. ახალ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­და­ცე­მას ერ­ქმე­ვა "ამომ­რჩევ­ლის პი­რის­პირ".

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "იმე­დის კვი­რა" ეთერ­ში აღარ გავა, ადას­ტუ­რებთ თუ არა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- არ ვიცი ეს ჭორი რა­ტომ გავ­რცელ­და, რად­გან "იმე­დის კვი­რა" ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში გავა ეთერ­ში ახა­ლი დრო­ით - კვი­რა სა­ღა­მოს თუმ­ცა, 20:00 სა­ა­თის ნაც­ვლად, 21:00 სა­ათ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს და მისი წამ­ყვა­ნი ისევ ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე იქ­ნე­ბა. "იმე­დის კვი­რა" სწო­რედ იმ ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­დე­ბა, რო­გო­რი ფორ­მა­ტი­თაც აქამ­დე გა­დი­ო­და, უბ­რა­ლოდ, არხი ახალ სე­ზონს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით მა­გა­ლი­თად, "ნი­ჭი­ე­რით" ხვდე­ბა, რო­მე­ლიც "იმედ­ზე" გად­მო­ვი­და და უკვე მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება

ახალი სეზონიდან "იმედზე" ახალ პოლიტიკურ შოუს ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება

ახალ სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია "იმედი" ახალი გადაცემებით ხვდება. უკვე ცნობილია, რომ "იმედის" ეთერში გავა ტალანტ-შოუ "ნიჭიერი". რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას, ცნობილი ხდება, რომ არხის ეთერში ახალი პოლიტიკური შოუ გავა, რომელსაც ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე გაუძღვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით AMBEBI.GE გადაცემის პროდიუსერს მარიამ შავგულიძეს დაუკავშირდა:

- რა ფორმატი ექნება ახალ გადაცემას, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე წაიყვანს?

- ვადასტურებ, რომ ახალ გადაცემას წაიყვანს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე. ეს იქნება საარჩევნო გადაცემა, რომელიც დაიწყება 5 სექტემბრიდან და ყოველ სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე გავა ეთერში. გადაცემის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 2 საათი იქნება, მასში მოწვეულნი იქნებიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ექნებათ საშუალება, საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს უფრო დეტალურად გააცნონ. თავის მხრივ, ამომრჩეველს ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვან შეკითხვები. ახალ წინასაარჩევნო გადაცემას ერქმევა "ამომრჩევლის პირისპირ".

- გავრცელებული ინფორმაციით, "იმედის კვირა" ეთერში აღარ გავა, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

- არ ვიცი ეს ჭორი რატომ გავრცელდა, რადგან "იმედის კვირა" ახალი სეზონიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში ახალი დროით - კვირა საღამოს თუმცა, 20:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე გადაინაცვლებს და მისი წამყვანი ისევ ირაკლი ჩიხლაძე იქნება. "იმედის კვირა" სწორედ იმ ფორმატით გაგრძელდება, როგორი ფორმატითაც აქამდე გადიოდა, უბრალოდ, არხი ახალ სეზონს განახლებული გადაცემებით მაგალითად, "ნიჭიერით" ხვდება, რომელიც "იმედზე" გადმოვიდა და უკვე მისი მონაწილეების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი