Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა
ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა

თბი­ლი­სის მე­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად 19 576 ხელ­მო­წე­რა წა­რად­გი­ნა.

"რო­დე­საც ცოტა ხნის წინ გან­გვი­ცხა­დეს, რომ ერთ კვი­რა­ში 10 000 ხელ­მო­წე­რა უნდა შეგვგრო­ვე­ბი­ნა, გულ­წრფე­ლად და გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, რომ და­ვი­ძა­ბე და შე­მე­შინ­და, ასე­თი მარ­ტი­ვი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მცდე­ლო­ბის და ღია ხრი­კის გამო შე­საძ­ლოა არ­ჩევ­ნე­ბის მიღ­მა აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით და ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა, ბრძო­ლა შე­საძ­ლოა ამ მარ­ტი­ვი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ­თან მყა­რად არის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აზრი, რომ ათა­სო­ბით ხელ­მო­წე­რის შეგ­რო­ვე­ბა სტან­დარ­ტულ ერ­თთვი­ან ვა­და­შიც კი ით­ვლე­ბა, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია. დიდი პარ­ტი­ე­ბიც კი ყო­ველ­თვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ერ­თსა და იმა­ვეს აკე­თე­ბენ.

ორო­სა­ნი ბავ­შვე­ბი­ვით იწე­რენ ერ­თმა­ნე­თის­გან სი­ებს, ხელ­მო­წე­რებს აყალ­ბე­ბენ და ასე წა­რად­გე­ნენ ხოლ­მე ცეს­კო­ში და არე­გის­ტრი­რე­ბენ, რაც ჩვე­ნი მავ­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­აა. ამას ღიად მი­ეჩ­ვივ­ნენ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. პირ­და­პირ მო­მი­წო­დებ­დნენ, რომ გა­მე­ყალ­ბე­ბი­ნა სი­ე­ბი, ანუ ის გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა­საც სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი აკე­თე­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ მე პო­ლი­ტი­კა­ში ტყუ­ი­ლის­თვის არ ვარ მო­სუ­ლი. მე პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვე­დი იმის­თვის, რომ სი­ბინ­ძუ­რე გა­იწ­მინ­დოს და მყი­სი­ერ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ ას­პა­რე­ზი პო­ლი­ტი­კა­ში", - გა­ნუ­ცხა­და ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში მხა­რი და­უ­ჭი­რა და მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მართ.

"ქა­ლაქ­ში ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ცვლი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია. თქვე­ნი რწმე­ნა მე მაძ­ლი­ე­რებს. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ტა­მა­ლიც კი გა­მიქ­რა იმ ეჭ­ვის, რო­მე­ლიც მქონ­და, შევ­ძლებ­დი თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცეს­კომ სამი დღის ვა­და­ში უნდა უპა­სუ­ხოს თბი­ლი­სის მე­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს, ჩა­ეთ­ვლე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა

ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკო-ში 10 ათასის ნაცვლად 20 ათასამდე ხელმოწერა წარადგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანაგუნდელებთან ერთად 19 576 ხელმოწერა წარადგინა.

"როდესაც ცოტა ხნის წინ განგვიცხადეს, რომ ერთ კვირაში 10 000 ხელმოწერა უნდა შეგვგროვებინა, გულწრფელად და გულახდილად გეტყვით, რომ დავიძაბე და შემეშინდა, ასეთი მარტივი ბიუროკრატიული მცდელობის და ღია ხრიკის გამო შესაძლოა არჩევნების მიღმა აღმოვჩენილიყავით და ჩვენი მოძრაობა, ბრძოლა შესაძლოა ამ მარტივი, ელემენტარული მიზეზების გამო შეჩერებულიყო. ჩვენთან მყარად არის დამკვიდრებული აზრი, რომ ათასობით ხელმოწერის შეგროვება სტანდარტულ ერთთვიან ვადაშიც კი ითვლება, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. დიდი პარტიებიც კი ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთსა და იმავეს აკეთებენ.

ოროსანი ბავშვებივით იწერენ ერთმანეთისგან სიებს, ხელმოწერებს აყალბებენ და ასე წარადგენენ ხოლმე ცესკოში და არეგისტრირებენ, რაც ჩვენი მავნე პოლიტიკური ტრადიციაა. ამას ღიად მიეჩვივნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები. პირდაპირ მომიწოდებდნენ, რომ გამეყალბებინა სიები, ანუ ის გამეკეთებინა, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მე პოლიტიკაში ტყუილისთვის არ ვარ მოსული. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ სიბინძურე გაიწმინდოს და მყისიერ, პროფესიონალ ადამიანებს მიეცეთ ასპარეზი პოლიტიკაში", - განუცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა და მხარდამჭერებს მიმართ.

"ქალაქში ოქტომბრის ბოლოს ცვლილება აბსოლუტურად შესაძლებელია. თქვენი რწმენა მე მაძლიერებს. ამ დღეების განმავლობაში ნატამალიც კი გამიქრა იმ ეჭვის, რომელიც მქონდა, შევძლებდი თუ არა არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცესკომ სამი დღის ვადაში უნდა უპასუხოს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩაეთვლება თუ არა აღნიშნული ხელმოწერები საკმარის რაოდენობად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."