პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია განახლებული 5-ლარიანი, რომელიც მიმოქცევაში 1 სექტემბრიდან ჩაეშვა
როგორია განახლებული 5-ლარიანი, რომელიც მიმოქცევაში 1 სექტემბრიდან ჩაეშვა

1 სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­მოქ­ცე­ვა­ში 5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი გა­ვი­და და მი­მოქ­ცე­ვა­ში იქ­ნე­ბა ძვე­ლი ემი­სი­ე­ბის ბანკნო­ტებ­თან ერ­თად.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მე­ლაშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კა­სო ცენ­ტრში მი­იწ­ვია და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი 5 ლა­რის ბანკნო­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბულ ბანკნოტ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია თავ­და­პირ­ვე­ლი თე­მა­ტი­კა: წინა მხა­რეს - ავერ­სზე გა­მო­სა­ხუ­ლია ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რო­ბის ხა­რის­ხი­თა და მო­ცუ­ლო­ბით.

ბანკნო­ტის უკა­ნა მხა­რეს - რე­ვერ­სზე გა­მო­სა­ხუ­ლია ნიკო ფი­როს­მა­ნის ტი­ლო­ე­ბი - "მე­თევ­ზე წი­თელ პე­რან­გში" და "კალო". ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი. 5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი და­ცუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის მარ­ტი­ვად აღ­ქმა­დი და ამა­ვე დროს, თა­ნა­მედ­რო­ვე დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბით. მათ შო­რის და­ტა­ნი­ლია ნო­მი­ნა­ლის ამომცნო­ბი ნი­შა­ნი სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის.

ასევე დაგაინტერესებთ
12:37 / 02-07-2019

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი

ლა­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ისე­თი მა­სა­ლე­ბი­სა და დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ზრდის მი­მოქ­ცე­ვა­ში მათ მდგრა­დო­ბას და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი ცვე­თი­სად­მი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 20 და 50 ლა­რის ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბი მი­მოქ­ცე­ვა­შია 2016 წლის 1 თე­ბერ­ვლი­დან, ხოლო 100 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტი მი­მოქ­ცე­ვა­შია 2016 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი 10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტებს ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნახ­ლდე­ბა.

როგორია განახლებული 5-ლარიანი, რომელიც მიმოქცევაში 1 სექტემბრიდან ჩაეშვა

როგორია განახლებული 5-ლარიანი, რომელიც მიმოქცევაში 1 სექტემბრიდან ჩაეშვა

1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და განახლებული 5 ლარის ბანკნოტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს - ავერსზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს - რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს ის მოგვიანებით განახლდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი