საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს 38 000 დოლარს ედავება
გამოძიება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს 38 000 დოლარს ედავება

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ლე­ვან ძაგ­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაგ­ნი­ძეს­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე ეხე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბას.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ლ.ძ.-მ კერ­ძო არ­ქი­ტექ­ტორ ვ.მ-სთან შე­თან­ხმე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნიზ­რა­ხეს და მო­ქა­ლა­ქე ი.ი.-ს შეს­თა­ვა­ზეს, რომ ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ ქ. თბი­ლის­ში, დიდი დიღ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ოთხ სხვა­დას­ხვა მი­წის ნაკ­ვეთ­ზე "გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის" შე­თან­ხმე­ბას, რის­თვი­საც ი.ი.-ს ვი­თომ­და მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად ჯამ­ში მოს­თხო­ვეს 38 000 აშშ დო­ლა­რი, რაც ი.ი-ს მიერ სხვა­დას­ხვა დროს ეტა­პობ­რი­ვად იქნა გა­და­ცე­მუ­ლი ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი იქნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის გან­ზრახ­ვით და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მო­იხ­მა­რეს პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის. ორი­ვე მათ­გა­ნი 2017 წლის 30 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბულ იქ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით. 2017 წლის 31 აგ­ვის­ტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,180 -ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19,180-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე ვა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გამოძიება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს 38 000 დოლარს ედავება

გამოძიება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს 38 000 დოლარს ედავება

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ძაგნიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობას.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ.-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე "განაშენიანების რეგულირების გეგმის" შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით. 2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180 -ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ