პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს
ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს

სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ შექ­მნი­ლი კომ­პა­ნია Geotoys, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­თა­მა­შო­ებს აწარ­მო­ებს, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სა­თა­მა­შო­ე­ბის სტან­დარტს ქმნის. კომ­პა­ნია 3 წლის წინ შე­იქ­მნა. წელს კი "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­ში " წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. დამ­ფუძ­ნებ­ლის და­ვით კა­ცი­ტა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხის კუ­ბი­კე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა სა­წარ­მოო ხა­ზით სხვას არა­ვის შე­უძ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად. კომ­პა­ნია მარ­თლაც ღი­რე­ბულ ქარ­თულ პრო­დუქტს ქმნის.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნი­ის შექ­მნა?

- სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა 12 წლის წინ და­ვი­წყე, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. თუმ­ცა ეს აზრი ყო­ველ­თვის თავ­ში მიტ­რი­ა­ლებ­და. 3 წლის წინ გან­ვა­ახ­ლეთ პრო­ექ­ტი და და­ვი­წყეთ ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. დღემ­დე თან ვსწავ­ლობთ, თან ვა­კე­თებთ. წარ­მო­ე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. სა­თა­მა­შოს დამ­ზა­დე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, რო­გორც ეს გა­რე­დან ჩანს. ჩვენ ბევ­რი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ შევ­ჩერ­დით უშუ­ა­ლოდ კუ­ბი­კე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოგ­ვდის.

- რით არის თქვე­ნი პრო­დუქ­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ თე­მა­ტუ­რია. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ხა­ზია კუ­ბი­კე­ბი სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: ან­ბა­ნი, ციფ­რე­ბი, ფორ­მუ­ლე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო და ა.შ. კუ­ბი­კე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა სა­წარ­მოო მე­თო­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვას არა­ვის შე­უძ­ლია. თვე­ში 30 000-დან 50 000-მდე კუ­ბიკს ვა­კე­თებთ. წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებთ მშრა­ლი წიფ­ლის მა­სა­ლა­სა და ეკო სა­ღე­ბა­ვებს.

- რა ასა­კის ბავ­შვებ­ზეა გათ­ვლი­ლი თქვე­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბი?

- რამ­დე­ნი­მე ტი­პის სა­თა­მა­შოს ვა­წარ­მო­ებთ. სა­თა­მა­შო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა და მათ შო­რის, კუ­ბი­კე­ბი, 3 წლის და უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შვებ­ზეა გათ­ვლი­ლი. მა­ტა­რებ­ლი­თა და მან­ქა­ნით თა­მა­ში კი 2 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვი­საც მი­სა­ღე­ბია. ასე­ვე, გვაქვს ჯენ­გა, თა­მა­ში "და­მი­მახ­სოვ­რე", კუ­ბი­კე­ბი ან­ბა­ნი, კუ­ბი­კე­ბი ციფ­რე­ბი, კუ­ბი­კე­ბი ფორ­მუ­ლე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო კუ­ბი­კე­ბი.

- მშობ­ლებ­მა რას უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას?

- სა­თა­მა­შოს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეწე­როს შე­მად­გენ­ლო­ბა. ასე­ვე, მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი, რომ­ლის­თვი­საც სა­თა­მა­შოა გან­კუთ­ვნი­ლი. მი­თი­თე­ბულ ასაკ­ზე პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­მა­შოს მი­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა სა­გან­გა­შო შე­დე­გი­თაც კი დას­რულ­დეს.

- რამ­დე­ნად მძაფ­რია კონ­კუ­რენ­ცია და რო­გორ უმკლავ­დე­ბით მას?

- კონ­კუ­რენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად გვყავს. თუმ­ცა ჩვე­ნი პრობ­ლე­მა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში კი არა, არა­მედ არა­სა­თა­ნა­დო კონ­კუ­რენ­ცი­ა­შია. ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის შექ­მნის მიზ­ნით, მწარ­მო­ებ­ლებ­მა და იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა შევ­ქმე­ნით ასო­ცი­ა­ცია "უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო". ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მავ­ნე სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­მო­ტა­ნას ერ­თობ­ლი­ვად ვებ­რძვით. ზო­გა­დად, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია ბიზ­ნე­სის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. მას­თან ბრძო­ლა კი არა, მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო.

- კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში Geotoys ლი­დერ პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს და "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობს. რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

- "თი­ბი­სი ბან­კის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ჯიდ­ლო­ე­ბა­ში "წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. საკ­მა­ოდ დიდი და ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყვე­ლას სურს, წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნად და­სა­ხელ­დეს. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ესაა და მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის არ ვართ წარ­დგე­ნი­ლი.

- რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- და­ვა­მა­ტეთ სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა, სა­დაც დამ­ზად­დე­ბა რბი­ლი წიგ­ნე­ბი და რბი­ლი კუ­ბი­კე­ბი. მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის გა­მოშ­ვე­ბას. გარ­კვე­უ­ლი თა­მა­შე­ბი ჩვე­ნი შექ­მნი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტენ­ტიც ავი­ღეთ შე­სა­ბა­მი­სად. გეგ­მე­ბი საკ­მა­ოდ დიდი გვაქვს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს

სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიერ შექმნილი კომპანია Geotoys, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს, ქართულ ბაზარზე სათამაშოების სტანდარტს ქმნის. კომპანია 3 წლის წინ შეიქმნა. წელს კი "ბიზნეს დაჯილდოებაში " წლის ქართული პროდუქტის" ნომინაციაზეა წარდგენილი. დამფუძნებლის დავით კაციტაძის განმარტებით, საქართველოში ხის კუბიკების დამუშავება საწარმოო ხაზით სხვას არავის შეუძლია და შესაბამისად. კომპანია მართლაც ღირებულ ქართულ პროდუქტს ქმნის.

- რატომ გადაწყვიტეთ ხის სათამაშოების მიმართულებით კომპანიის შექმნა?

- სათამაშოების წარმოება 12 წლის წინ დავიწყე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, პროცესი შეჩერდა. თუმცა ეს აზრი ყოველთვის თავში მიტრიალებდა. 3 წლის წინ განვაახლეთ პროექტი და დავიწყეთ ხის სათამაშოების წარმოება. დღემდე თან ვსწავლობთ, თან ვაკეთებთ. წარმოება საკმაოდ რთული პროცესია. სათამაშოს დამზადება არც ისე მარტივია, როგორც ეს გარედან ჩანს. ჩვენ ბევრი მცდელობის შემდეგ შევჩერდით უშუალოდ კუბიკების წარმოებაზე. ალბათ, ეს ყველაზე კარგად გამოგვდის.

- რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული?

- გამორჩეულია იმით, რომ თემატურია. ჩვენი ძირითადი ხაზია კუბიკები სხვადასხვა დანიშნულებით: ანბანი, ციფრები, ფორმულები, სამშენებლო და ა.შ. კუბიკების დამუშავება საწარმოო მეთოდით საქართველოში სხვას არავის შეუძლია. თვეში 30 000-დან 50 000-მდე კუბიკს ვაკეთებთ. წარმოების პროცესში ვიყენებთ მშრალი წიფლის მასალასა და ეკო საღებავებს.

- რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი თქვენი სათამაშოები?

- რამდენიმე ტიპის სათამაშოს ვაწარმოებთ. სათამაშოების უმეტესობა და მათ შორის, კუბიკები, 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. მატარებლითა და მანქანით თამაში კი 2 წლის ასაკის ბავშვებისთვისაც მისაღებია. ასევე, გვაქვს ჯენგა, თამაში "დამიმახსოვრე", კუბიკები ანბანი, კუბიკები ციფრები, კუბიკები ფორმულები, სამშენებლო კუბიკები.

- მშობლებმა რას უნდა მიაქციონ ყურადღება სათამაშოების შერჩევისას?

- სათამაშოს აუცილებლად უნდა ეწეროს შემადგენლობა. ასევე, მითითებული უნდა იყოს მინიმალური ასაკი, რომლისთვისაც სათამაშოა განკუთვნილი. მითითებულ ასაკზე პატარა ბავშვებისთვის სათამაშოს მიცემა არ შეიძლება. ეს შეიძლება საგანგაშო შედეგითაც კი დასრულდეს.

- რამდენად მძაფრია კონკურენცია და როგორ უმკლავდებით მას?

- კონკურენტები ნამდვილად გვყავს. თუმცა ჩვენი პრობლემა კონკურენციაში კი არა, არამედ არასათანადო კონკურენციაშია. ჯანსაღი კონკურენციის შექმნის მიზნით, მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა შევქმენით ასოციაცია "უსაფრთხო სათამაშო". ამ ეტაპზე, საქართველოში მავნე სათამაშოების შემოტანას ერთობლივად ვებრძვით. ზოგადად, ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესისთვის ძალიან კარგია. მასთან ბრძოლა კი არა, მუშაობაა საჭირო.

- კონკურენციის პირობებში Geotoys ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს და "ბიზნეს დაჯილდოებაშიც" მონაწილეობს. როგორია თქვენი მოლოდინი?

- "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებულ დაჯიდლოებაში "წლის ქართული პროდუქტის" ნომინაციაში ვმონაწილეობთ. საკმაოდ დიდი და ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას სურს, წარმატებულ კომპანად დასახელდეს. ჩვენი მიზანიც ესაა და მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვართ წარდგენილი.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

- დავამატეთ სამკერვალო წარმოება, სადაც დამზადდება რბილი წიგნები და რბილი კუბიკები. მომავალში ვაპირებთ სამაგიდო თამაშების გამოშვებას. გარკვეული თამაშები ჩვენი შექმნილია და შესაბამისად, პატენტიც ავიღეთ შესაბამისად. გეგმები საკმაოდ დიდი გვაქვს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი