პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე ქორწინებიდან მყავს 5 თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა" - ოზურგეთში მომხდარი შემთხვევის დეტალები
"მეორე ქორწინებიდან მყავს 5 თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა" - ოზურგეთში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ოზურ­გეთ­ში სამი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

რო­გორც ინ­დი­რა კოს­ტა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, პირ­ველ ქმარს ორი წლის წინ გა­შორ­და, რის შემ­დე­გაც ახა­ლი ოჯა­ხი შექ­მნა, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე "თავს არ ანე­ბებს".

"ორი წე­ლი­წა­დია გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ პირ­ველ ქმარ­თან. მქონ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რად განვქორ­წინ­დით. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი მყავს და მათი ნახ­ვის უფ­ლე­ბა ჰქონ­და ყო­ფილ ქმარს. ამით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და, სულ მა­გი­ნებ­და, მე­მუქ­რე­ბო­და და იყო ერთ ამ­ბავ­ში. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე შევ­ქმე­ნი ახა­ლი ოჯა­ხი და მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან მყავს ხუთი თვის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნას­როლ­მა ტყვი­ამ კი­ნა­ღამ მოკ­ლა.

გუ­ში­ნაც და­მი­რე­კა ტე­ლე­ფონ­ზე, ითხოვ­და შეხ­ვედ­რას და ისევ და­მე­მუქ­რა მოკ­ვლით. სა­უბ­რის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წუთ­ში მო­ვი­და ჩემს სახ­ლთან და მან­ქა­ნი­დან ის­რო­ლა. გა­რეთ იყ­ვნენ ჩემი დე­დამ­თი­ლი, მე­ზობ­ლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავ­შვი. რო­გორც კი გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, მა­შინ­ვე ის­რო­ლა. ბავ­შვი დღეს უნდა გა­მო­წე­რონ "მე­დალ­ფას" ოზურ­გე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან, მაგ­რამ არ ვიცი, რო­გორ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ქუ­თა­ის­ში გა­ვაგ­რძე­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბა," - გა­ნა­ცხა­და ინ­დი­რა კოს­ტა­ვამ.

ოზურ­გეთ­ში მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი სი­დედ­რი, მისი მე­ზო­ბე­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით დაჭ­რა. ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ოზურ­გე­თი­დან, სა­დაც მა­მა­კაც­მა სი­დედ­რი, მისი მე­ზო­ბე­ლი ქალი და ბავ­შვი დაჭ­რა - ექი­მი­სა და მე­ზობ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მეორე ქორწინებიდან მყავს 5 თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა" - ოზურგეთში მომხდარი შემთხვევის დეტალები

"მეორე ქორწინებიდან მყავს 5 თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა" - ოზურგეთში მომხდარი შემთხვევის დეტალები

ოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

როგორც ინდირა კოსტავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე "თავს არ ანებებს".

"ორი წელიწადია გაშორებული ვარ პირველ ქმართან. მქონდა სასამართლო პროცესი და ოფიციალურად განვქორწინდით. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს და მათი ნახვის უფლება ჰქონდა ყოფილ ქმარს. ამით არ კმაყოფილდებოდა, სულ მაგინებდა, მემუქრებოდა და იყო ერთ ამბავში. განქორწინების შემდეგ მე შევქმენი ახალი ოჯახი და მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა.

გუშინაც დამირეკა ტელეფონზე, ითხოვდა შეხვედრას და ისევ დამემუქრა მოკვლით. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში მოვიდა ჩემს სახლთან და მანქანიდან ისროლა. გარეთ იყვნენ ჩემი დედამთილი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავშვი. როგორც კი გააჩერა მანქანა, მაშინვე ისროლა. ბავშვი დღეს უნდა გამოწერონ "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება, შეიძლება ქუთაისში გავაგრძელოთ მკურნალობა," - განაცხადა ინდირა კოსტავამ.

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი გუშინ, გვიან ღამით დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია.

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები ოზურგეთიდან, სადაც მამაკაცმა სიდედრი, მისი მეზობელი ქალი და ბავშვი დაჭრა - ექიმისა და მეზობლების კომენტარები

"ინტერპრესნიუსი"

"კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები

ამბროლაურში 19 წლის ბიჭებმა 29 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მირიან ნიკოლაძეზე ინფორმაცია მომაწოდა" - ზ.ხ-ს მამა არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ