27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის
"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი აღარ არის. ამ პოსტზე მას ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე შეც­ვლის. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ გუ­შინ მო­ა­წე­რა ხელი თუ­მა­ნიშ­ვი­ლის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძის და­ნიშ­ვნას.

ქეთი დო­ლი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს, რომ ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოხ­სნი­ლია და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლებ­მაც ამა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს "მო­ღა­ლა­ტეს და მკვლელს" უწო­დებს:

"ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვუ­ლო­ცავ ჩემს მოხ­სნას! შე­გის­რუ­ლათ თქვენ­მა თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა სურ­ვი­ლი და და­ვა­ლე­ბა! და კი­დევ იმ 10 მო­ღა­ლა­ტეს და მკვლელს ჩემს თე­ატ­რში, ვინც ამა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა!!!! ბრა­ვო ნი­ნე­ლი! ბრა­ვო, ზაზა! (გუ­ლის­ხმობს ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძეს და ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძეს)...

...5 წუ­თის წინ მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი ახალ ფეხ­საც­მელს ყი­დუ­ლობ­და ბა­თუმ­ში! იმ სი­კე­თით გაც­ვი­თე, რა სი­კე­თეც ჩა­ი­დი­ნე! მკვლე­ლე­ბი ხართ! ბრა­ვო! ჩა­ა­კი­თხე ნი­ნე­ლის, ზა­ზას და 10 მო­ღა­ლა­ტეს! მან­დვე არი­ან, გი­გო­ლეთ­ში! იზე­ი­მეთ! წა­ვე­დი, ბერ­ტო­ლუ­ჩის ვუ­ყუ­რო!!!!" - წერს ქეთი დო­ლი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

ქეთი დო­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს­თან პი­რად უთან­ხმო­ე­ბას უკავ­ში­რებს. ის არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­და გი­ორ­გა­ძეს პრე­სა­ში. დო­ლი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გა­ძის გუნ­დის მოს­ვლის შემ­დეგ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" პი­რა­დი სა­მი­ნის­ტრო" გახ­და.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, ქეთი დო­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ "ასე ად­ვი­ლად არ დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბა­ვი". რე­ჟი­სო­რის თქმით, მე­დი­ას­თან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე ამ ეტაპ­ზე სხვა კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

"17 სექ­ტემ­ბრამ­დე ვაგ­რძე­ლებ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ვე­ლო­დე­ბი და­სის ჩა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­შია წა­სუ­ლი და დას­თან ერ­თად გა­ვა­კე­თებ უფრო ვრცელ კო­მენ­ტარს. ასე ად­ვი­ლად არ დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბა­ვი", - აღ­ნიშ­ნა დო­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

"ვულოცავ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ამ პოსტზე მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე შეცვლის. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გუშინ მოაწერა ხელი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი სიხარულიძის დანიშვნას.

ქეთი დოლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ის თანამდებობიდან ოფიციალურად მოხსნილია და თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს, რომლებმაც ამაში წვლილი შეიტანეს "მოღალატეს და მკვლელს" უწოდებს:

"ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა! (გულისხმობს ნინელი ჭანკვეტაძეს და ზაზა მიქაშავიძეს)...

...5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გიგოლეთში! იზეიმეთ! წავედი, ბერტოლუჩის ვუყურო!!!!" - წერს ქეთი დოლიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ქეთი დოლიძე თანამდებობიდან მოხსნას კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან პირად უთანხმოებას უკავშირებს. ის არაერთხელ დაუპირისპირდა გიორგაძეს პრესაში. დოლიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგაძის გუნდის მოსვლის შემდეგ, კულტურის სამინისტრო "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო" გახდა.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას, ქეთი დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი". რეჟისორის თქმით, მედიასთან მისი გათავისუფლების საკითხზე ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებს.

"17 სექტემბრამდე ვაგრძელებ სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას. ველოდები დასის ჩამოსვლას, რომელიც ისრაელშია წასული და დასთან ერთად გავაკეთებ უფრო ვრცელ კომენტარს. ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი", - აღნიშნა დოლიძემ.

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში

რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, თბილისის მარიონეტების თეატრში გაიმართება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"