"ფეისბუქის" მესენჯერი დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს.
პოპულარულ ჩატ აპლიკაციას ხარვეზები შეექმნა და ათი ათასობით მომხმარებელი ვერ ახერხებს მესიჯების, ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას. ამ პრობლემის წინაშე ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები დადგნენ. პრობლემები შეექმნათ ქართველ ფეისბუქმომხმარებლებსაც.
მომხმარებლების ნაწილი აპლიკაციაში შესვლასაც ვერ ახერხებს. ხარვეზები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფეისბუქმა ჩატს ახალი ფუნქცია - ლოკაციების გაზიარება დაამატა. ცოცხალ რეჟიმში მესენჯერში შესაძლებელი გახდა საკუთარი ადგილმდებარეობის გაგზავნა, რომ ფეისბუქის მომხმარებლებს შეხვედრები უფრო გაუადვილდეთ.
მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით