აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რის გამოც ქობულეთსა და ბათუმის სანაპიროებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.