Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა
 ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა

ოზურ­გეთ­ში, მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი სი­დედ­რი, მისი მე­ზო­ბე­ლი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი დაჭ­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან, თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლი ცო­ლის ოჯახ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ნა­დი­რო თო­ფით მი­ვი­და.

"მე­დალ­ფას" ოზურ­გე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, და­ვით მდი­ნა­რა­ძის თქმით, ორმა ქალ­მა უკვე და­ტო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და დღეს ბავ­შვიც გა­ე­წე­რე­ბა.

"დაჭ­რი­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი გულ­მკერ­დი­სა და სა­ხის ქვე­და არე­ში, შე­მა­ვა­ლი არ იყო ჭრი­ლო­ბე­ბი. 5 თვის ბავ­შვს ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და ქვე­და კი­დუ­რებ­ში. მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა," - გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი სი­დედ­რი, მისი მე­ზო­ბე­ლი და 5 თვის ბავ­შვი სა­ნა­დი­რო თო­ფით დაჭ­რა - შემ­თხვე­ვა ოზურ­გეთ­ში

იხი­ლეთ ვი­დეო: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ოზურ­გე­თი­დან, სა­დაც მა­მა­კაც­მა სი­დედ­რი, მისი მე­ზო­ბე­ლი ქალი და ბავ­შვი დაჭ­რა - ექი­მი­სა და მე­ზობ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა

 ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

"მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

"დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და სახის ქვედა არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი სანადირო თოფით დაჭრა - შემთხვევა ოზურგეთში

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები ოზურგეთიდან, სადაც მამაკაცმა სიდედრი, მისი მეზობელი ქალი და ბავშვი დაჭრა - ექიმისა და მეზობლების კომენტარები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ