მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"
ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"

ერთი თვის წინ 23 წლის ტა­ჯი­კი სა­იდ­შო ას­რო­რო­ვი და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ტა­ჯი­კე­თის პრე­ზი­დენტ ემო­მალ რახ­მო­ნის­თან შეხ­ვედ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. 16 აგ­ვის­ტოს რახ­მო­ნი ზარ­გარ ბოხ­ტარ­სკის რა­ი­ონ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და. შეხ­ვედ­რის დროს ას­რო­რო­ვი მიკრო­ფონ­თან მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ბედ­ნი­ე­რია ქვეყ­ნის პირ­ველ პირ­თან შეხ­ვედ­რის გამო.

"რო­გორც ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ თავს, რად­გან თქვენ წინ სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა" - გა­ნა­ცხა­და ას­რო­როვ­მა. ამის შემ­დეგ მან რახ­მო­ნის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ლექ­სი წა­ი­კი­თხა. პრე­ზი­დენ­ტი ლექ­სის მოს­მე­ნის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, ყავ­და თუ არა სა­იდ­შოს ცოლი. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელ­მა უარ­ყო­ფი­თად უპა­სუ­ხა, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ბოხ­ტარ­სკის რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უბ­რძა­ნა, სას­წრა­ფოდ მო­ე­ძებ­ნათ სა­ცო­ლე ახალ­გაზ­რდა მას­წა­ლე­ბე­ლის­თვის და მას ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მა­ლე­ვე შე­ას­რუ­ლა ბრძა­ნე­ბა - პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­დან 10 დღის შემ­დეგ ას­რო­რო­ვი და­ო­ჯახ­და, მას ცოტა ხნის წინ ახალ­გაზ­რდა მედ­და შერ­თეს ცო­ლად. პა­ტარ­ძალ­მა სი­ძეს ერთი პი­რო­ბა წა­მო­უ­ყე­ნა: ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შო­ბას გა­აგ­რძე­ლებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ტარ­ძლის დე­დამ გა­ამ­ხი­ლა, რომ სხვა კან­დი­და­ტე­ბი უარ­ზე იყ­ვნენ, რომ ცოლს მუ­შა­ო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ტა­ჯი­კეთ­ში ქორ­წი­ლე­ბი, სა­დაც ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობს ჩვე­უ­ლე­ბირ­ვი მოვ­ლე­ნაა. ხში­რად ასე­თი ქორ­წი­ლე­ბი ტრა­გე­დი­ით მთავ­რდე­ბა. თუმ­ცა ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით შედ­გა და სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯე­ბით და­ორ­გა­ნიზ­და, უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია currenttime.tv-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"

ახალგაზრდამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ლექსი მიუძღვნა, პრეზიდენტმა კი მას ცოლი "აჩუქა"

ერთი თვის წინ 23 წლის ტაჯიკი საიდშო ასროროვი დაუოჯახებელი მასწავლებელი იყო. ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალ რახმონისთან შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. 16 აგვისტოს რახმონი ზარგარ ბოხტარსკის რაიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრის დროს ასროროვი მიკროფონთან მივიდა და განაცხადა, რომ ბედნიერია ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის გამო.

"როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავს, რადგან თქვენ წინ საუბრის საშუალება მეძლევა" - განაცხადა ასროროვმა. ამის შემდეგ მან რახმონის საპატივცემულოდ ლექსი წაიკითხა. პრეზიდენტი ლექსის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, ყავდა თუ არა საიდშოს ცოლი. როდესაც მასწავლებელმა უარყოფითად უპასუხა, ქვეყნის პირველმა პირმა ბოხტარსკის რაიონის ხელმძღვანელობას უბრძანა, სასწრაფოდ მოეძებნათ საცოლე ახალგაზრდა მასწალებელისთვის და მას ქორწილის ორგანიზებაშიც დახმარებოდნენ.

რაიონის ხელმძღვანელობამ მალევე შეასრულა ბრძანება - პრეზიდენტთან შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ ასროროვი დაოჯახდა, მას ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მედდა შერთეს ცოლად. პატარძალმა სიძეს ერთი პირობა წამოუყენა: ქორწინების შემდეგ მუშობას გააგრძელებდა. მოგვიანებით პატარძლის დედამ გაამხილა, რომ სხვა კანდიდატები უარზე იყვნენ, რომ ცოლს მუშაობა გაეგრძელებინა.

ტაჯიკეთში ქორწილები, სადაც ნეფე-პატარძალი ერთმანეთს არ იცნობს ჩვეულებირვი მოვლენაა. ხშირად ასეთი ქორწილები ტრაგედიით მთავრდება. თუმცა ქორწილი, რომელიც პრეზიდენტის თხოვნით შედგა და სახელმწიფოს ხარჯებით დაორგანიზდა, უნიკალური შემთხვევაა.

მომზადებულია currenttime.tv-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"