Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები - რას იხსენებს მეხანძრე, რომელიც ტრაგიკული ავარიის ადგილას იმყოფებოდა
პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები - რას იხსენებს მეხანძრე, რომელიც ტრაგიკული ავარიის ადგილას იმყოფებოდა

1997 წლის 31 აგ­ვის­ტოს ტრა­გი­კუ­ლი ღამე მსოფ­ლი­ოს ალ­ბათ დიდ­ხანს არ და­ა­ვი­წყდე­ბა: სა­ღა­მოს, პა­რი­ზის Ritz-ში ვახ­შმის შემ­დეგ, უელ­სის პრინ­ცე­სამ სას­ტუმ­რო კომ­პა­ნი­ონ­თან - დოდი ალ ფა­ი­ედ­თან, მი­ლი­ო­ნე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­ჰა­მედ ალ ფა­ი­ე­დის ვაჟ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

წყვილს, რო­მე­ლიც ლი­მუ­ზი­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, პა­პა­რა­ცე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ბით და­ე­დევ­ნენ, რომ ლედი დის ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აღე­ბეჭ­დათ კადრში. გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა სიჩ­ქა­რემ ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია გა­მო­იწ­ვია - 36 წლის პრინ­ცე­სა დი­ა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ხან­ძრემ, რო­მელ­მაც პრინ­ცე­სას პირ­ველ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა დახ­მა­რე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო უელ­სის პრინ­ცე­სას გა­დარ­ჩე­ნა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ: უც­ნო­ბი პრინ­ცე­სა დი­ა­ნა - და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ლედი დის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ე­ბი

სერ­ჟან­ტი ქსა­ვიე გურ­მე­ლო­ნი ყვე­ბა, რომ პრინ­ცე­სა დი­ა­ნას უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი იყო "ღმერ­თო ჩემო, რა მოხ­და?". რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მან გონი და­კარ­გა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გურ­მე­ლო­ნი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის სცე­ნას და ამ­ბობს, რომ ის ფიქ­რობ­და, დი­ა­ნა გა­დარ­ჩე­ბო­და. 50 წლის კაცი ყვე­ბა, რომ მან­ქა­ნი­დან გად­მოყ­ვა­ნილ­მა დი­ა­ნამ მალე შე­წყვი­ტა სუნ­თქვა, რის გა­მოც მან გუ­ლის მა­სა­ჟი გა­უ­კე­თა და პრინ­ცე­სამ კვლავ და­ი­წყო სუნ­თქვა.

"მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ამის გარ­და, შე­სამ­ჩნე­ვი ტრავ­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სის­ხლი სა­ერ­თოდ არ მოს­დი­ო­და. ვფიქ­რობ­დი რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. სა­ნამ სას­წრა­ფო მან­ქა­ნა­ში იყო, ცო­ცხა­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა..." - იხ­სე­ნებს მე­ხან­ძრე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nzherald.co.nz-ს მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
ავტორი:

პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები - რას იხსენებს მეხანძრე, რომელიც ტრაგიკული ავარიის ადგილას იმყოფებოდა

პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები - რას იხსენებს მეხანძრე, რომელიც ტრაგიკული ავარიის ადგილას იმყოფებოდა

1997 წლის 31 აგვისტოს ტრაგიკული ღამე მსოფლიოს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდება: საღამოს, პარიზის Ritz-ში ვახშმის შემდეგ, უელსის პრინცესამ სასტუმრო კომპანიონთან - დოდი ალ ფაიედთან, მილიონერი ბიზნესმენის მოჰამედ ალ ფაიედის ვაჟთან ერთად დატოვა.

წყვილს, რომელიც ლიმუზინით გადაადგილდებოდა, პაპარაცები მოტოციკლებით დაედევნენ, რომ ლედი დის ახალი სიყვარული აღებეჭდათ კადრში. გადაჭარბებულმა სიჩქარემ ტრაგიკული ავარია გამოიწვია - 36 წლის პრინცესა დიანა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

მეხანძრემ, რომელმაც პრინცესას პირველმა აღმოუჩინა დახმარება, შემთხვევის ადგილზე, დღეს განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო უელსის პრინცესას გადარჩენაში.

ასევე იხილეთ: უცნობი პრინცესა დიანა - დაათვალიერეთ ლედი დის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

სერჟანტი ქსავიე გურმელონი ყვება, რომ პრინცესა დიანას უკანასკნელი სიტყვები იყო "ღმერთო ჩემო, რა მოხდა?". რამდენიმე წუთის შემდეგ მან გონი დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გურმელონი დეტალურად აღწერს ავტოკატასტროფის სცენას და ამბობს, რომ ის ფიქრობდა, დიანა გადარჩებოდა. 50 წლის კაცი ყვება, რომ მანქანიდან გადმოყვანილმა დიანამ მალე შეწყვიტა სუნთქვა, რის გამოც მან გულის მასაჟი გაუკეთა და პრინცესამ კვლავ დაიწყო სუნთქვა.

"მარჯვენა მხარზე მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ამის გარდა, შესამჩნევი ტრავმა არ აღენიშნებოდა. სისხლი საერთოდ არ მოსდიოდა. ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა. სანამ სასწრაფო მანქანაში იყო, ცოცხალი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა..." - იხსენებს მეხანძრე.

მომზადებულია nzherald.co.nz-ს მიხედვით

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?