სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია
მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ასარ­ჩე­ვი მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ა­ზე ორი ახა­ლი კან­დი­და­ტი შე­არ­ჩია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი­სა და ოთარ სი­ჭი­ნა­ვას კან­დი­და­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს 31 აგ­ვის­ტომ­დე წა­რუდ­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა N1818, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ასარ­ჩე­ვი მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ა­ზე 2 კან­დი­და­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და, გუ­შინ გა­მო­ი­ცა. მთავ­რო­ბამ სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის მიერ მის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ოთხი კან­დი­და­ტი­დან შემ­დე­გი ორი პირი შე­არ­ჩია: 1. ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; 2. ოთარ სი­ჭი­ნა­ვა, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მოქ­მე­დი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე.

რო­გორც გან­კარ­გუ­ლე­ბის ტექ­სტშია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა არა მხო­ლოდ სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის წარ­დგი­ნე­ბა და კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი, არა­მედ ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ევ­რო­პის საბ­ჭოს ექ­სპერტ მრჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 2017 წლის 21 ივ­ლი­სის წე­რი­ლი, სა­დაც ექ­სპერ­ტე­ბი კან­დი­და­ტის და­დე­ბით მხა­რედ უზე­ნა­ეს ან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ასა­ხე­ლებ­დნენ.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ასარ­ჩე­ვი მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ა­ზე 2 კან­დი­და­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბის მიზ­ნით კონ­კურ­სი 25 ივ­ლისს გა­მო­ცხად­და. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ კან­დი­დატს - ლადო ჭან­ტუ­რი­ას, ევ­რო­პის საბ­ჭოს ექ­სპერტ მრჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 21 ივ­ლი­სის წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს და, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს კონ­კურსს.

25 ივ­ლისს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 28 პირ­მა გა­მოთ­ქვა. სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ამ კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­ბუ­თე­ბის სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხად­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის შემ­დგომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე 8 პირი და­ი­ბა­რა. მათ­გან 7 კან­დი­დატს სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ე­სა­უბ­რა. მე-8 კან­დი­და­ტი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ გა­მო­ცხად­და. გა­სა­უბ­რე­ბე­ბი 26 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თა.

ქუ­ლა­თა და­ჯა­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ოთხი კან­დი­და­ტი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს: ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი - 4.82; თა­მარ ალა­ნია - 4.45; იო­სებ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი - 3.73; ოთარ სი­ჭი­ნა­ვა - 3.73; დად­გე­ნი­ლი წე­სის თა­ნახ­მად, სია გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით შედ­გა. ლალი ფა­ფი­აშ­ვი­ლი­სა და ოთარ სი­ჭი­ნა­ვას კან­დი­და­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს 31 აგ­ვის­ტომ­დე წა­რუდ­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია

მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეარჩია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.

საქართველოს მთავრობის განკარგულება N1818, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლება მოხდა, გუშინ გამოიცა. მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან შემდეგი ორი პირი შეარჩია: 1. ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე; 2. ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს - ლადო ჭანტურიას, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 21 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ის ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, წარმატებით აგრძელებს კონკურსს.

25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა.

ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი - 4.82; თამარ ალანია - 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი - 3.73; ოთარ სიჭინავა - 3.73; დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ