პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო
ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო

ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ბი­ნა­ში ერთი მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, აფეთ­ქე­ბის დროს მა­მა­კაცს სა­ვა­რა­უ­დოდ ეძი­ნა.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ნა­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან მისი ცოლ-შვი­ლი სო­ფელ­ში არი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა და აღ­დგე­ნით ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

"გა­უ­კეთ­და შეხ­ვე­ვა და და­ე­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. აღე­ნიშ­ნე­ბა დამ­წვრო­ბი­თი შოკი, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რია", - აცხა­დე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვკან­კა­ლებ­დი ისე გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან, ცოლ-შვი­ლი რა­ი­ონ­ში ყავს, ალ­ბათ ეძი­ნა" - თვითმხილ­ვე­ლე­ბი ქავ­თა­რა­ძე­ზე მომ­ხდარ აფე­თე­ბა­სა და და­შა­ვე­ბულ­ზე

ამას­თან, ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს სხე­უ­ლის 45 %-იანი დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სახე, სა­სუნ­თქი გზე­ბი და ოთხი­ვე კი­დუ­რი. "უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში და­გეგ­მი­ლია პა­ცი­ენ­ტის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით რთუ­ლია", - აღ­ნიშ­ნეს ექი­მებ­მა.

აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე ამ დრო­ის­თვის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის 3 ბრი­გა­და მუ­შა­ობს. კორ­პუს­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც. გა­და­კე­ტი­ლია გზა. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვებს ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კე­დე­ლი ჩა­მო­ინ­გრა. ამას­თან, და­ზი­ან­და ამა­ვე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სურ­სა­თის მა­ღა­ზია, ხოლო მე­ო­რე სარ­თულ­ზე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, ამ ეტაპ­ზე ად­გილ­ზე ღია და ძლი­ე­რი ცე­ცხლი არ ფიქ­სირ­დე­ბა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი კი უკვე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

ასე­ვე ნა­ხეთ: ფო­ტო­ე­ბი ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩი­დან, სა­დაც ცოტა ხნის წინ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, ბინაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების დროს მამაკაცს სავარაუდოდ ეძინა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაში მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი ცოლ-შვილი სოფელში არიან დასასვენებლად.

დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენით ცენტრში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

"გაუკეთდა შეხვევა და დაეწყო ინტენსიური მკურნალობა. მოთავსებულია რეანიმაციაში. აღენიშნება დამწვრობითი შოკი, თუმცა პაციენტი კონტაქტურია", - აცხადებენ საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: "ვკანკალებდი ისე გამოვედი სახლიდან, ცოლ-შვილი რაიონში ყავს, ალბათ ეძინა" - თვითმხილველები ქავთარაძეზე მომხდარ აფეთებასა და დაშავებულზე

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 45 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. დაზიანებულია სახე, სასუნთქი გზები და ოთხივე კიდური. "უახლოეს წუთებში დაგეგმილია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ოპერაციული ჩარევის შესახებ პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით რთულია", - აღნიშნეს ექიმებმა.

აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა მუშაობს. კორპუსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. გადაკეტილია გზა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ ადგილობრივებს ტერიტორია დაატოვებინა.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ამასთან, დაზიანდა ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზია, ხოლო მეორე სართულზე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ადგილზე ღია და ძლიერი ცეცხლი არ ფიქსირდება. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კი უკვე ლოკალიზებულია.

ასევე ნახეთ: ფოტოები ქავთარაძის ქუჩიდან, სადაც ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია