საქართველოში 1-ელ სექტემბრამდე ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ამასთან, ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.