საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი რეგულაცია ამოქმედდება ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისათვის
რა ახალი რეგულაცია ამოქმედდება ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისათვის

16 აგ­ვის­ტოს მთავ­რო­ბამ დად­გე­ნი­ლე­ბა და­ამ­ტკი­ცა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ავ­ტო­ბუ­სებ­ში, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­სა და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებ­ში სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მონ­ტა­ჟი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძრა­ვი­ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მონ­ტა­ჟი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, 2017 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებ­ში ჩარ­თულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში ან პირ­ვე­ლად რე­გის­ტრი­რე­ბულ ძრა­ვი­ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი უნდა იყოს. ქვეყ­ნის შიდა გა­და­ზიდ­ვებ­ში ჩარ­თუ­ლი ძრა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის კი სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მონ­ტა­ჟი სა­ვალ­დე­ბუ­ლო 2020 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან გახ­დე­ბა.

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გზებ­ზე და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბი­ან სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, რო­მე­ლიც ისე იქ­ნე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ მათი სიჩ­ქა­რე 100 კი­ლო­მეტრს სა­ათ­ში არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სატ­ვირ­თო­ებ­სა და ტრა­ი­ლე­რებს, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მათ ისე­თი სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­და­ვი და­უ­ყენ­დე­ბათ, რო­მე­ლიც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას 90 კმ.სთ. სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ახალი რეგულაცია ამოქმედდება ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისათვის

რა ახალი რეგულაცია ამოქმედდება ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისათვის

16 აგვისტოს მთავრობამ დადგენილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო ხდება.

დადგენილების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები უკვე დამონტაჟებული უნდა იყოს. ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გახდება.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე 100 კილომეტრს საათში არ აღემატებოდეს.

რაც შეეხება სატვირთოებსა და ტრაილერებს, დადგენილების თანახმად, მათ ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას 90 კმ.სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას არ მისცემს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ