პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს
"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

პრო­დი­უ­სე­რი და სცე­ნა­რის­ტი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში არ­სე­ბულ "გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და არაფრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე" სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მა­უ­წყებ­ლის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის არ­ჩე­ვა­ზე, "ბლე­ფია". ამის დას­ტუ­რად მას სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს და ამ­ბობს, რომ მისი გუნ­დის მიერ წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტი Modem/art, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ეგო­ნა, მა­უ­წყე­ბელ­მა დაბ­ლო­კა.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს თა­ვი­სე­ბუ­რი პრე­მი­ე­რა მაქვს, პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ გრძელ პოსტს და თან მინ­და გთხო­ვოთ, რომ ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოთ... ის რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა იკად­რა უპა­სუ­ხოდ არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ღა­მის სა­ა­თებ­ში ხმა­ურს აწი კა­ნო­ნი და­ა­რე­გუ­ლი­რებს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში, რომ უკი­დუ­რე­სი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და არაფრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ხმა­უ­რობს და არ გვა­ძი­ნებს, ამას რით ვუშ­ვე­ლოთ, 112-ში რომ დავრე­კოთ პატ­რუ­ლის ეკი­პაჟს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან თუ Cancel-ს გვი­ზა­მენ ?

ბევ­რს გა­უჩ­ნდა ეჭვი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მიერ აპ­რი­ლის თვე­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი იყო სრუ­ლი ბლე­ფი, უსა­ხუ­რი წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ­დრო­ინ­დე­ლი სკან­და­ლე­ბის გა­და­ფარ­ვას და არა­სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით სახ­ლებ­ში გას­ტუმ­რე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ცვლი­ლე­ბებ­სა და სი­ახ­ლე­ებს იმე­დით ვხვდე­ბი და რო­დე­საც კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, ჩვენ­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა გა­დავ­წყვი­ტეთ, მი­უ­ხე­და­ვად უსი­ა­მოვ­ნო ფო­ნი­სა, და­დე­ბი­თად შეგ­ვე­ხე­და მოვ­ლე­ნე­ბის­თვის და კულ­ტუ­რის სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცხა­დე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი. სა­მე­ტა­პი­ან კონ­კურ­სში 153 ავ­ტო­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ჩვენ­მა სცე­ნარ­მა და შემ­დგომ უკვე პი­ლოტ­მა, სა­მი­ვე ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და 21 ივ­ნისს პრო­ექ­ტი Modem/art გა­მო­ცხად­და გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შო­რის. 12 კა­ცი­ან­მა კო­მი­სი­ამ დიდი შრო­მა გას­წია, რომ სა­ბო­ლო­ოდ რე­კო­მენ­და­ცია გა­ე­წია პრო­ექ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა შო­რი­საც 80% მა­ინც ძვე­ლი გა­და­ცე­მე­ბი მოხ­ვდა და 3 თუ 4 ახა­ლი. კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ნე­ხი­ლა არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს. პა­სუხ­მა არ დაგ­ვიგ­ვი­ა­ნა და არ­ხის მმარ­თველ­მა გუნ­დმა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი დაგ­ვი­ბა­რა შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო ის, რომ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რეს.

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ ხელი ჩა­მოგ­ვარ­თვა, მოგ­ვი­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა და ბრძა­ნა, რომ კონ­ტრაქ­ტე­ბი ჩვენ­თან და ჩვენს გუნდთან გა­ფორმ­დე­ბო­და 1 სექ­ტემ­რი­დან, ხოლო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რი და­ი­წყე­ბო­და 1 იან­ვარს. შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ გა­ნაგ­რძო სა­უ­ბა­რი ჩემ­თან და ჩვე­ნი პრო­ექ­ტის პრო­დუ­სერ­თან ირი­ნა კა­ვი­ლა­ძეს­თან. გვინ­დო­და გაგ­ვერ­კვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რომ გავ­ხდე­ბო­დით 1 სექ­ტემ­ბერს პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­გან მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და თუ არა. გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ასე­ვე ვამ­ცნეთ, რომ ჯგუ­ფის რამ­დე­ნი­მე წევ­რი სხვა მე­დი­ი­დან უნდა გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა, რა­ზეც მან გვი­პა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შეგ­ვი­წყობ­და და ისიც კარ­გად ეს­მო­და, რომ 1000 ლა­რად ვე­რა­ვის გად­მო­ვიყ­ვან­დით ჩვენ­თან პირ­ველ­ზე. ასე­ვე მომ­ზად­და სი­უ­ჟე­ტე­ბი, თუ რო­მელ ახალ გა­და­ცე­მებს იხი­ლავ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი­დან.

ამის შემ­დეგ ცხელ ზა­ფხულ­ში მა­ტა­რეს სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე, ისიც კი მას­წავ­ლეს თუ სერ­ვერ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი რო­მე­ლი ფოლ­დე­რი­დან უნდა გად­მო­მე­წე­რა მუ­სი­კა გა­და­ცე­მის­თვის, მოგ­ვი­წყვეს და­გეგ­მი­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, შეგ­ვახ­ვედ­რეს არ­ხის მმარ­თველ გუნდს, მთა­ვარ იუ­რისტს, ერთი შე­ხედ­ვით საქ­მი­ა­ნი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დი მზად იყო ახა­ლი სე­ზო­ნი­დან მთე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბი გა­და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

და­უ­ვი­წყა­რი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ჩემ­თვის მა­ინც "ფორ­მა­ტი­სა და ში­ნა­არ­სის დახ­ვე­წა­ზე" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გახ­ლდათ მე­დი­ა­წარ­მო­ე­ბის ბლო­კის დი­რექ­ტორ პა­ა­ტა ქურ­და­ძეს­თან. პირ­ვე­ლად როცა შევ­ხვდი "და­სახ­ვე­წად" მი­თხრა, რომ ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბის თე­მის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე შეც­დო­მა მოხ­და, მან ფრან­გუ­ლად უთხრა თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რომ სა­ჭი­როა გა­კეთ­დეს გა­და­ცე­მა culture actualité და რად­გან არხზე ფრან­გუ­ლი არ იცი­ან, ითარ­გმა არას­წო­რად და კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და კულ­ტუ­რის სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მო­ხილ­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ტრა­გი-კო­მე­დი­ის ჟანრ­ში მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე მივ­ხვდი, რომ საქ­მე მქონ­და "იქ იჯდა პა­რიზ­თან" და უმოკ­ლეს დრო­ში უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი, "იქ იჯდა თბი­ლისს" მივ­წო­ლო­დი თუ აჯო­ბებ­და "იქ იჯდა ლონ­დო­ნი" შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. თა­ნაც ეს შემ­თხვე­ვა კი­დევ უფრო მძი­მე იყო, რად­გან პა­რიზ­ში ჯდო­მას ემა­ტე­ბო­და ტიტ­რი - პა­ა­ტა ქურ­და­ძე/მწე­რა­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, თბი­ლი­სი და ლონ­დო­ნი შე­ვა­ზა­ვე და შეხ­ვედ­რის და­სას­რულს გა­ვარ­კვიე მთა­ვა­რი, რომ იგი გა­და­ცე­მის ერთ-ერთ წამ­ყვა­ნად სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას მთა­ვა­ზობ­და. პა­სუ­ხად ყან­ჩე­ლი­სე­უ­ლი გრძე­ლი პა­უ­ზა და ჯო­კონ­დას ღი­მი­ლი მი­ვა­გე­ბე და და­ვემ­შვი­დო­ბე.

მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა 10 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა, კი­დევ უფრო "დახ­ვე­წი­ლად" და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად შე­ვე­დი მწერ­ლის კა­ბი­ნეტ­ში, რად­გან ლონ­დო­ნი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი და თა­ნაც BBC მოვ­ლი­ლი. შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში­ვე მი­თხრა, რომ გა­არ­კვია და რად­გან ბლოკს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, არ ჰქო­ნია გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა. შემ­დეგ კვლავ და­მი­წყო სა­უ­ბა­რი culture actualité ფორ­მატ­ზე. ამ კონ­კრე­ტულ­ზე მქონ­და მხო­ლოდ ერთი შე­კი­თხვა 12 კა­ცი­ან­მა კო­მი­სი­ამ, თა­მარ ბარ­თა­ი­ამ, და­ვით ბუხ­რი­კი­ძემ რომ იშ­რო­მა და "კულ­ტუ­რის სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მო­ხილ­ვის" ჭრილ­ში მი­მო­ი­ხი­ლა ჩვე­ნი პი­ლო­ტი და შემ­დეგ ეს პი­ლო­ტი და­ამ­ტკი­ცა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ, მათ არ გა­უკ­ვირ­დე­ბათ და არ გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ უცებ სულ სხვა ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის გა­და­ცე­მას რომ ნა­ხა­ვენ ეთერ­შით­ქო? და­ფიქ­რე­ბაც არ დას­ჭირ­და ისე მო­მი­გო ფრან­გუ­ლად Quelle commission qu'est-ce que tu parles, ანუ რა კო­მი­სია, რის კო­მი­სი­აო, ამას მე ვწყეტ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად, თუ არ გჯე­რა ვა­სი­კოს კი­თხეო :) და­სას­რულს მთხო­ვა აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის, რო­დე­საც შვე­ბუ­ლე­ბი­დან დავ­ბუნ­დე­ბო­დი, რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის თემა და სცე­ნა­რი წარ­მედ­გი­ნა და ასე­ვე სტუ­დი­ის ეს­კი­ზის სა­ბო­ლოო სახე. ნუ აქ ყვე­ლა­ზე მყა­რად ვი­ყა­ვი, რად­გან მუ­სი­კის მო­ნა­ხა­ზი უკვე მზად ჰქონ­და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს და სტუ­დი­ის ეს­კი­ზიც მზად­დე­ბო­და ტრი­დე პროგ­რა­მა­ში. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მწე­რალ პა­ა­ტა ქურ­და­ძეს არც ერთხელ არ და­ვი­წყე­ბია ეთ­ქვა, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი...

მოკ­ლედ 10 აგ­ვის­ტოს შევ­თან­ხმდით, რომ ვხვდე­ბო­დით 24-25 აგ­ვის­ტოს და მა­ნამ­დე გად­მო­მიგ­ზავ­ნი­და იმ ფრან­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ლინ­კებს, რო­მელ­თა ფორ­მა­ტიც მოს­წონ­და, ნუ აქაც მყა­რად ვი­ყა­ვი, რად­გან ზუ­სად ვი­ცო­დი, რომ ჩვე­ნი გუნ­დის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი წევ­რი ირმა ხო­მე­რი­კი კომ­პი­უ­ტერ­თან ერ­თად ფლობ­და ფრან­გულს.

უზა­დოდ რომ აა­წყობ საქ­მეს, სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე, უკვე თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია მი­ე­ცე დას­ვე­ნე­ბას და მზე­საც მი­ე­ფი­ცხო. აგ­ვის­ტოს 24 ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ხა­ვერ­დოვ­ნად ჩა­ივ­ლი­და, რომ არა ჩემი Iphone-ის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ბე­დის­წე­რო წკა­პუ­ნი. პა­ა­ტა ქურ­და­ძის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი ლინ­კე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ვი­ღე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­ი­ლი, რომ­ლის და­უდ­გე­ნე­ლი ქარ­თუ­ლით შედ­გე­ნი­ლი ში­ნა­არ­სი­დან, რაც შე­საძ­ლოა კვლავ ფრან­გუ­ლი­დან არას­წო­რი თარ­გმა­ნის ბრა­ლი იყოს, მხო­ლოდ ის გა­ვი­გე, რომ თურ­მე ამ კონ­კურ­სში ჩემი პრო­ექ­ტი გა­მარ­ჯვე­ბულ-დამ­ტკი­ცე­ბულ­თა შო­რის არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და ყვე­ლა­ფე­რი რაც ზე­მოთ გი­ამ­ბეთ უბ­რა­ლოდ, ჩემი ცრუ ხილ­ვე­ბი ყო­ფი­ლა.

მერ­ჩია მარ­თლაც მოჩ­ვე­ნე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე ის მძი­მე ფაქ­ტი გა­მეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ ვრჩე­ბით ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ან­თა გუნ­დის გა­და­თელ­ვა, აბუ­ჩად აგ­დე­ბა სა­ერ­თოდ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. მერ­ჩია ჩვე­ნი გუნ­დის ზმა­ნე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და, რად­გან "დავ­გუ­გ­ლე" და სი­უ­ჟე­ტე­ბი Modem/art გა­მარ­ჯვე­ბი­სა და ახა­ლი სე­ზო­ნი­დან ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­ანთ ოფი­ცი­ა­ლურ არხზე დღემ­დე უდევთ. დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გარ­შე­მო 21 ივ­ნი­სი­დან 24 აგ­ვის­ტომ­დე არა­ნა­ი­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ არ­სე­ბუ­ლა.

აქ კი უკვე ძნე­ლია იუ­მო­რი გე­ყოს, ვა­სი­კო მაღ­ლა­ფე­რი­ძის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვამ და მის­მა პი­რო­ბამ, რომ 1 სექ­ტემ­რი­დან კონ­ტრაქ­ტე­ბი გა­ფორმ­დე­ბო­და სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და­ა­კარ­გვი­ნა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის 5 წევ­რს: ირმა ხო­მე­რი­კი, კახა კინ­წუ­რა­ში­ლი, ირი­ნა კა­ვი­ლა­ძე, ნინო და­რა­სე­ლი, თა­მა­რა გო­გე­ლი­ძე, უარი ათ­ქმე­ვი­ნა მათ სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე. პი­რო­ბა პი­რო­ბაა და რად­გან ეთე­რის და­სა­წყი­სად ით­ქვა იან­ვა­რი, მეც უარი ვთქვი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე, მათ შო­რის სა­შო­ბა­ო­ზე. ჩვენ გავ­წი­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მა და სა­ნაც­ვლოდ მი­ვი­ღეთ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი. აღ­მოჩ­ნდა, რომ მთე­ლი ეს კონ­კურ­სი იყო ჩვე­ნი და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვა, უბ­რა­ლოდ გაგ­ვა­შა­ყი­რეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ახა­ლი ეთე­რის­თვის მხო­ლოდ ერთი თუ ორი ახა­ლი გა­და­ცე­მა ჩა­უშ­ვეს წარ­მო­ე­ბა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა­საც ამ­ზა­დე­ბენ და კულ­ტუ­რის ნა­წილ­ში "ილუ­ზი­ონს" და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებს გეგ­მა­ვენ ყო­ველ­გვა­რი კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე მე­ტად სჯე­რო­დათ, რომ რა­ღაც ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბო­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს ჩემ­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან.

აქვე ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ჩემს მე­გობ­რებს, ჩვენს სა­ა­მა­ყო არ­ტის­ტებს, რო­მე­ლე­ბიც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თენ ახა­ლი პრო­ექ­ტის შე­ნე­ბა­ში და პი­ლო­ტის­თვის საც­დე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­ი­ღეს. ნინო მა­ჩა­ი­ძე, გი­ორ­გი გაგ­ნი­ძე, და­ვით ალა­დაშ­ვი­ლი, ნინო კას­რა­ძე, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი... რას ვი­ზამთ, ჩვენ ვცხოვ­რობთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არას­ტა­ბი­ლურ გა­რე­მო­ში.

სსიპ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან კი ამ ეტაპ­ზე მაქვს შემ­დე­გი სა­ჯა­რო შე­კი­თხვე­ბი:

1. სა­ერ­თოდ რაში გჭირ­დე­ბო­დათ ამ კონ­კურ­სის მო­წყო­ბა თუ სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ ერთი ახა­ლი პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­დით? თქვენ ხომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ გე­ვა­ლე­ბათ გა­და­ცე­მე­ბის არ­ჩე­ვა კონ­კურ­სის გზით! რის­თვის შეკ­რი­ბეთ 12 კა­ცი­ა­ნი კო­მი­სია?

2. თუ დამ­ტი­ცე­ბუ­ლი არ იყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, რა სა­ჭი­რო იყო სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვა და წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვა? თუ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო, მაშ რა­ტომ დაგვპირ­და არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე, რომ 1 სექ­ტემ­ბრი­დან ჩვენ­თან და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან კონ­ტრაქ­ტებს გა­ა­ფორ­მებ­და?

3. სსიპ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­ხე­ლით გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ ამ ეტაპ­ზე არ მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია პრო­ექტს Modem/Art". რას ნიშ­ნავს "ამ ეტაპ­ზე"? რო­დის არის შემ­დე­გი ეტა­პი? რა პა­სუ­ხი გავ­ცე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ბოლო 2 თვეა უარს ამ­ბობ­და ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რათა 1 სექ­ტემ­რი­დან სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ჩაბ­მუ­ლიყ­ვნენ გა­და­ცე­მის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

P.S სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ დღე­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა­საც და­ა­რე­გუ­ლი­რებს კა­ნო­ნი, ცო­ტას დავ­ფიქ­რდე­ბი, თან გა­ვარ­კვევ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე სსიპ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­ხე­ლით (კონ­კრე­ტუ­ლი არა­ვინ აწერს ხელს), კვლავ ფრან­გუ­ლი­დან თარ­გმა­ნის შეც­დო­მა ხომ არ არის და მერე აუ­ცი­ლებ­ლად გაც­ნო­ბებთ დავ­რე­კავთ თუ არა 112-ში" - წერს თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხობს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძეს, რო­მელ­საც კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ პრო­ექ­ტზე უარი უთხრეს

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

"რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ "განუკითხაობასა და არაფროფესიონალიზმზე" საუბრობს და ამბობს, რომ მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსები ახალი გადაცემების არჩევაზე, "ბლეფია". ამის დასტურად მას საკუთარი მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მისი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტი Modem/art, რომელიც ორი თვის განმავლობაში დამტკიცებული ეგონა, მაუწყებელმა დაბლოკა.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს თავისებური პრემიერა მაქვს, პირველად ვაქვეყნებ გრძელ პოსტს და თან მინდა გთხოვოთ, რომ ბოლომდე წაიკითხოთ... ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იკადრა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს...

მოგეხსენებათ, ღამის საათებში ხმაურს აწი კანონი დაარეგულირებს, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ უკიდურესი განუკითხაობა და არაფროფესიონალიზმი ხმაურობს და არ გვაძინებს, ამას რით ვუშველოთ, 112-ში რომ დავრეკოთ პატრულის ეკიპაჟს გამოგვიგზავნიან თუ Cancel-ს გვიზამენ ?

ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აპრილის თვეში გამოცხადებული კონკურსი იყო სრული ბლეფი, უსახური წარმოდგენა, რომელიც სავარაუდოდ ემსახურებოდა იმდროინდელი სკანდალების გადაფარვას და არასასურველი ავტორების დიპლომატიური გზით სახლებში გასტუმრებას.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცვლილებებსა და სიახლეებს იმედით ვხვდები და როდესაც კონკურსი გამოცხადდა, ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა გადავწყვიტეთ, მიუხედავად უსიამოვნო ფონისა, დადებითად შეგვეხედა მოვლენებისთვის და კულტურის სიახლეების შესახებ გამოცხადებულ მიმართულებაში შევიტანეთ განაცხადი. სამეტაპიან კონკურსში 153 ავტორი მონაწილეობდა, ჩვენმა სცენარმა და შემდგომ უკვე პილოტმა, სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა და 21 ივნისს პროექტი Modem/art გამოცხადდა გამარჯვებულთა შორის. 12 კაციანმა კომისიამ დიდი შრომა გასწია, რომ საბოლოოდ რეკომენდაცია გაეწია პროექტებისთვის, რომელთა შორისაც 80% მაინც ძველი გადაცემები მოხვდა და 3 თუ 4 ახალი. კომისიის რეკომენდაციები უნდა განეხილა არხის გენერალურ დირექტორს. პასუხმა არ დაგვიგვიანა და არხის მმართველმა გუნდმა კონკურსში გამარჯვებული ავტორები დაგვიბარა შეხვედრაზე, სადაც ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სამოქმედო გეგმა გაგვიზიარეს.

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი ჩამოგვართვა, მოგვილოცა გამარჯვება და ბრძანა, რომ კონტრაქტები ჩვენთან და ჩვენს გუნდთან გაფორმდებოდა 1 სექტემრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს. შეხვედრის შემდგომ მაღლაფერიძემ განაგრძო საუბარი ჩემთან და ჩვენი პროექტის პროდუსერთან ირინა კავილაძესთან. გვინდოდა გაგვერკვია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები რომ გავხდებოდით 1 სექტემბერს პარალელურად სხვაგან მუშაობის უფლება გვექნებოდა თუ არა. გენერალურ დირექტორს ასევე ვამცნეთ, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი სხვა მედიიდან უნდა გადმოგვეყვანა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ყველანაირად ხელს შეგვიწყობდა და ისიც კარგად ესმოდა, რომ 1000 ლარად ვერავის გადმოვიყვანდით ჩვენთან პირველზე. ასევე მომზადდა სიუჟეტები, თუ რომელ ახალ გადაცემებს იხილავდა მაყურებელი ახალი სეზონიდან.

ამის შემდეგ ცხელ ზაფხულში მატარეს სხვადასხვა ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე, ისიც კი მასწავლეს თუ სერვერზე განთავსებული რომელი ფოლდერიდან უნდა გადმომეწერა მუსიკა გადაცემისთვის, მოგვიწყვეს დაგეგმილი ტექნიკური გადაიარაღების პრეზენტაცია, შეგვახვედრეს არხის მმართველ გუნდს, მთავარ იურისტს, ერთი შეხედვით საქმიანი და მოტივირებული გუნდი მზად იყო ახალი სეზონიდან მთები და რეიტინგები გადაებრუნებინა.

დაუვიწყარი და სადღესასწაულო ჩემთვის მაინც "ფორმატისა და შინაარსის დახვეწაზე" ინდივიდუალური შეხვედრები გახლდათ მედიაწარმოების ბლოკის დირექტორ პაატა ქურდაძესთან. პირველად როცა შევხვდი "დასახვეწად" მითხრა, რომ ჩემი მიმართულების თემის გამოცხადებაზე შეცდომა მოხდა, მან ფრანგულად უთხრა თანაგუნდელებს, რომ საჭიროა გაკეთდეს გადაცემა culture actualité და რადგან არხზე ფრანგული არ იციან, ითარგმა არასწორად და კონკურსი გამოცხადდა კულტურის სიახლეების მიმოხილვაზე. რამდენიმე წუთში გავაცნობიერე, რომ ტრაგი-კომედიის ჟანრში მიწევდა მუშაობა, ასევე მივხვდი, რომ საქმე მქონდა "იქ იჯდა პარიზთან" და უმოკლეს დროში უნდა გამეკეთებინა არჩევანი, "იქ იჯდა თბილისს" მივწოლოდი თუ აჯობებდა "იქ იჯდა ლონდონი" შემეთავაზებინა. თანაც ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან პარიზში ჯდომას ემატებოდა ტიტრი - პაატა ქურდაძე/მწერალი. საბოლოოდ, თბილისი და ლონდონი შევაზავე და შეხვედრის დასასრულს გავარკვიე მთავარი, რომ იგი გადაცემის ერთ-ერთ წამყვანად საკუთარ კანდიდატურას მთავაზობდა. პასუხად ყანჩელისეული გრძელი პაუზა და ჯოკონდას ღიმილი მივაგებე და დავემშვიდობე.

მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს დაინიშნა, კიდევ უფრო "დახვეწილად" და თავდაჯერებულად შევედი მწერლის კაბინეტში, რადგან ლონდონიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და თანაც BBC მოვლილი. შეხვედრის დასაწყისშივე მითხრა, რომ გაარკვია და რადგან ბლოკს ხელმძღვანელობს, არ ჰქონია გადაცემის წაყვანის უფლება. შემდეგ კვლავ დამიწყო საუბარი culture actualité ფორმატზე. ამ კონკრეტულზე მქონდა მხოლოდ ერთი შეკითხვა 12 კაციანმა კომისიამ, თამარ ბართაიამ, დავით ბუხრიკიძემ რომ იშრომა და "კულტურის სიახლეების მიმოხილვის" ჭრილში მიმოიხილა ჩვენი პილოტი და შემდეგ ეს პილოტი დაამტკიცა აღმასრულებელმა საბჭომ, მათ არ გაუკვირდებათ და არ გააპროტესტებენ უცებ სულ სხვა ფორმისა და შინაარსის გადაცემას რომ ნახავენ ეთერშითქო? დაფიქრებაც არ დასჭირდა ისე მომიგო ფრანგულად Quelle commission qu'est-ce que tu parles, ანუ რა კომისია, რის კომისიაო, ამას მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო :) დასასრულს მთხოვა აგვისტოს ბოლოსთვის, როდესაც შვებულებიდან დავბუნდებოდი, რამდენიმე გადაცემის თემა და სცენარი წარმედგინა და ასევე სტუდიის ესკიზის საბოლოო სახე. ნუ აქ ყველაზე მყარად ვიყავი, რადგან მუსიკის მონახაზი უკვე მზად ჰქონდა ნიკოლოზ რაჭველს და სტუდიის ესკიზიც მზადდებოდა ტრიდე პროგრამაში. სამართლიანობისთვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწერალ პაატა ქურდაძეს არც ერთხელ არ დავიწყებია ეთქვა, რომ კარგად გამოვიყურები...

მოკლედ 10 აგვისტოს შევთანხმდით, რომ ვხვდებოდით 24-25 აგვისტოს და მანამდე გადმომიგზავნიდა იმ ფრანგული გადაცემების ლინკებს, რომელთა ფორმატიც მოსწონდა, ნუ აქაც მყარად ვიყავი, რადგან ზუსად ვიცოდი, რომ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მთავარი წევრი ირმა ხომერიკი კომპიუტერთან ერთად ფლობდა ფრანგულს.

უზადოდ რომ ააწყობ საქმეს, სეზონის დაწყებამდე, უკვე თავისუფლად შეგიძლია მიეცე დასვენებას და მზესაც მიეფიცხო. აგვისტოს 24 ზღვის სანაპიროზე ხავერდოვნად ჩაივლიდა, რომ არა ჩემი Iphone-ის მოულოდნელი და საბედისწერო წკაპუნი. პაატა ქურდაძის მიერ დაპირებული ლინკების სანაცვლოდ მივიღე ოფიციალური მეილი, რომლის დაუდგენელი ქართულით შედგენილი შინაარსიდან, რაც შესაძლოა კვლავ ფრანგულიდან არასწორი თარგმანის ბრალი იყოს, მხოლოდ ის გავიგე, რომ თურმე ამ კონკურსში ჩემი პროექტი გამარჯვებულ-დამტკიცებულთა შორის არც არასოდეს ყოფილა და ყველაფერი რაც ზემოთ გიამბეთ უბრალოდ, ჩემი ცრუ ხილვები ყოფილა.

მერჩია მართლაც მოჩვენება ყოფილიყო, ვიდრე ის მძიმე ფაქტი გამეცნობიერებინა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით ქვეყანაში, სადაც ადამიანთა გუნდის გადათელვა, აბუჩად აგდება საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მერჩია ჩვენი გუნდის ზმანება ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან "დავგუგლე" და სიუჟეტები Modem/art გამარჯვებისა და ახალი სეზონიდან ეთერში განთავსების შესახებ თავიანთ ოფიციალურ არხზე დღემდე უდევთ. დოკუმენტალური და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პროექტის გარშემო 21 ივნისიდან 24 აგვისტომდე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებულა.

აქ კი უკვე ძნელია იუმორი გეყოს, ვასიკო მაღლაფერიძისთვის ხელის ჩამორთმევამ და მისმა პირობამ, რომ 1 სექტემრიდან კონტრაქტები გაფორმდებოდა სხვა შემოთავაზებები დააკარგვინა ჩემი შემოქმედებითი გუნდის 5 წევრს: ირმა ხომერიკი, კახა კინწურაშილი, ირინა კავილაძე, ნინო დარასელი, თამარა გოგელიძე, უარი ათქმევინა მათ სხვა შემოთავაზებებზე. პირობა პირობაა და რადგან ეთერის დასაწყისად ითქვა იანვარი, მეც უარი ვთქვი რამდენიმე საინტერესო პროექტზე, მათ შორის საშობაოზე. ჩვენ გავწიეთ მნიშვნელოვანი შრომა და სანაცვლოდ მივიღეთ რეპუტაციული და ფინანსური ზიანი. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს კონკურსი იყო ჩვენი და მთელი საზოგადოების დაცინვა, უბრალოდ გაგვაშაყირეს, სინამდვილეში ახალი ეთერისთვის მხოლოდ ერთი თუ ორი ახალი გადაცემა ჩაუშვეს წარმოებაში. პარალელურად საბავშვო გადაცემასაც ამზადებენ და კულტურის ნაწილში "ილუზიონს" და კინოჩვენებებს გეგმავენ ყოველგვარი კონკურსში მონაწილეობის გარეშე.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, რომლებსაც ჩემზე მეტად სჯეროდათ, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა და დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემზე მეტად განიცდიან.

აქვე ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, ჩვენს საამაყო არტისტებს, რომელებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთენ ახალი პროექტის შენებაში და პილოტისთვის საცდელი ვიდეოები გადაიღეს. ნინო მაჩაიძე, გიორგი გაგნიძე, დავით ალადაშვილი, ნინო კასრაძე, დავით დოიაშვილი... რას ვიზამთ, ჩვენ ვცხოვრობთ უპასუხისმგებლო და არასტაბილურ გარემოში.

სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კი ამ ეტაპზე მაქვს შემდეგი საჯარო შეკითხვები:

1. საერთოდ რაში გჭირდებოდათ ამ კონკურსის მოწყობა თუ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ახალი პროექტის დატოვებას აპირებდით? თქვენ ხომ კანონმდებლობით არ გევალებათ გადაცემების არჩევა კონკურსის გზით! რისთვის შეკრიბეთ 12 კაციანი კომისია?

2. თუ დამტიცებული არ იყო ჩვენი პროექტი, რა საჭირო იყო სამუშაო შეხვედრების გამართვა და წარმოებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა? თუ დამტკიცებული არ იყო, მაშ რატომ დაგვპირდა არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომ 1 სექტემბრიდან ჩვენთან და მთელ შემოქმედებით ჯგუფთან კონტრაქტებს გააფორმებდა?

3. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "აღმასრულებელმა საბჭომ ამ ეტაპზე არ მისცა რეკომენდაცია პროექტს Modem/Art". რას ნიშნავს "ამ ეტაპზე"? როდის არის შემდეგი ეტაპი? რა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 2 თვეა უარს ამბობდა ყველა შემოთავაზებაზე, რათა 1 სექტემრიდან სრული დატვირთვით ჩაბმულიყვნენ გადაცემის მზადების პროცესში?

P.S სანამ ამ პოსტს ვწერდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეიდან ადამიანების აბუჩად აგდებასაც დაარეგულირებს კანონი, ცოტას დავფიქრდები, თან გავარკვევ წერილში, რომელიც მივიღე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით (კონკრეტული არავინ აწერს ხელს), კვლავ ფრანგულიდან თარგმანის შეცდომა ხომ არ არის და მერე აუცილებლად გაცნობებთ დავრეკავთ თუ არა 112-ში" - წერს თეონა ჯორბენაძე.

წაიკითხეთ: რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს