სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში
მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

აფხა­ზეთ­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა, - ად­გი­ლობ­რივ "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს", აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი უკი­დუ­რე­სი აგ­რე­სი­ით პა­სუ­ხო­ბენ. არა­ერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც ე.წ. მი­ლი­ცი­ელ­მა მძღო­ლი და­ა­ჯა­რი­მა, რის გა­მოც მას სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

ბო­ლოს ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის მოხ­და, - 20 აგ­ვის­ტოს, სო­ხუ­მის რა­ი­ონ­ში, "ტურ­ბა­ზის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 25 წლის აი­ნარ ავი­ძ­ბას ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ე.წ. ტექპას­პორ­ტის არ­ქო­ნის გამო, "ლე­ი­ტე­ნან­ტმა" ალ­ბერტ ზა­ბე­ლი­ან­მა და­ა­ჯა­რი­მა. მე­ო­რე დღეს, ზა­ბე­ლი­ანს სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს დახ­ვდნენ და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. მო­ძა­ლა­დე­ებს შო­რის, მან აი­ნარ ავი­ძ­ბა ამო­იც­ნო... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს აფხა­ზებ­სა და სომ­ხებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რე­ბი წე­რენ, რომ ასე­თი შეთმხვე­ვა პირ­ვე­ლი არ არის, - "აფხა­ზე­ბი თავს მას­პინ­ძლე­ბად თვლი­ან და ჩვენს ხალ­ხს აბუ­ჩად იგ­დე­ბენ... ხში­რად აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან და ამას უკვე ღიად გა­მო­ხა­ტა­ვენ... მსგავს ფაქ­ტებ­ზე კი, ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ლი­ცია და პრო­კუ­რა­ტუ­რა დუმს" - ამ­ბო­ბენ სომ­ხე­ბი.

ასეა თუ ისე, "მი­ლი­ცი­ის" ნა­ცე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, - გა­ხეთ­ქი­ლი თა­ვით, მოგ­ლე­ჯი­ლი ყუ­რე­ბით, მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბი­თა და და­ბე­ჟი­ლო­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს... შემ­დეგ­მა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ზა­ბე­ლი­ანს თა­ვის ქა­ლის ტრე­პა­ნა­ცია სჭირ­დე­ბა, რათა იცო­ცხლოს...

ეს მი­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, ე.წ. ძა­ლოვ­ნე­ბი მუდ­მი­ვად ხდე­ბი­ან "კა­ნონ­დამ­რღვევ­თა" მსხვერ­პლი. არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან მათ, თუმ­ცა დას­ჯი­ლი არა­ვინ უნა­ხავთ... ასე რომ, იქ უკვე შე­ეჩ­ვივ­ნენ რომ "მი­ლი­ცია" "პატ­რო­ნი­ა­ნი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­გან" თა­ვა­დაც და­უც­ვე­ლია და სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ზა­ბე­ლი­ა­ნის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეც სხვე­ბი­ვით ჩა­ი­ფარ­ცხოს. მით უფრო, რომ ად­გი­ლობ­რივ "მი­ლი­ცი­ას" აქვს ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბაც, რო­დე­საც და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა "მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან" აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს და იე­რი­შიც მი­ი­ტა­ნეს...

ასე­თი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზურ მო­სახ­ლე­ო­ბას არ უკ­ვირს, თუ რა­ტომ არის ასე­თი უსუ­სუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი "მი­ლი­ცია" სხვა პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ. რო­გორც თა­ვად უწო­დე­ბენ თავს, "მრავ­ლისმნახ­ვე­ლი" აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ზა­ბე­ლი­ა­ნის საქ­მის ჩა­ფარ­ცხვაც არ გა­ა­ო­ცებს, რად­გან ასე­თი "წვრილ­მა­ნი შემ­თხვე­ვე­ბი"კი არა, "მი­ლი­ცი­ა­სა" და ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს შო­რის "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც არა­ერ­თხელ სმე­ნი­ათ...

24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში "ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რა" გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და, თუმ­ცა, "მი­ლი­ცია" არ ჩა­რე­უ­ლა... საქ­მე ის არის, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რე­ბი, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თი­დან და კავ­კა­სი­ი­დან ჩა­ვიდ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს, რუ­სე­თის სამ­ხრეთ მხა­რე­სა და კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის თემა უნდა გა­ნე­ხი­ლათ... შეხ­ვედ­რა თა­ვი­დან მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა...

ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი­სას მძი­მედ და­იჭრ­ნენ, აფხა­ზე­თის "სტუმ­რე­ბი", - რა­შატ ალი­ე­ვის, ე.წ. გი­ან­ჯინ­სკი, რო­მან დმიტ­რი­ე­ვი, ე.წ. რომა სტრავ­რო­პოლ­სკი და ნიკო დგე­ბუ­ა­ძე, ე.წ. ნიკო გაგ­რინ­სკი. აფხა­ზუ­რი მე­დია, დგე­ბუ­ა­ძის წარ­მო­მავ­ლო­ბას არ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ "სტუმ­რის" სტა­ტუ­სით მოხ­სე­ნი­ე­ბულ "ნიკო გაგ­რინ­სკში", ად­გი­ლობ­რივს არ გუ­ლის­ხმობ­და...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე­სა და რა­შად ის­მა­ი­ლოვს გუ­და­უ­თელ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან, რაულ ბარცბას­თან ჰქონ­დათ და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში "პი­ზის" ზედ­მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, "ნიკა გაგ­რინ­სკი" მას მარ­ტო ხვდე­ბო­და, თუმ­ცა, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი "უჩ­ვე­უ­ლოდ და შე­დე­გოდ", გა­ი­წე­ლა, აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნი­კო­ლოზ გაგ­რინ­სკის" და­სახ­მა­რებ­ლად, თურ­ქე­თი­დან "რომა სტავ­რო­პოლ­სკი" და "რა­შად გი­ა­ჯინ­სკი" წა­მო­ვიდ­ნენ და გუ­და­უ­თელ კრი­მი­ნა­ლებს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ად­გნენ თავს, რა­საც ჯერ კა­მა­თი, შემ­დეგ კი, სრო­ლე­ბი მოჰ­ყვა...

"ჩვე­ნი ქუ­ჩის ხუ­ლიგ­ნე­ბის მიერ შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ლი­ცია, იქ მის­ვლას ვერ გა­ბე­დავ­და, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ..."- ირო­ნი­ით აღ­ნიშ­ნა­ვენ აფხა­ზე­ბი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლია, რომ დაჭ­რი­ლე­ბი გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მათი შემ­დგო­მი ბედი უც­ნო­ბია. ად­გი­ლობ­რი­ვი "ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა" თე­მის გარ­შე­მო დუმს.

ასე­თი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ სჯე­რა, რომ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა, თუნ­დაც რუ­სეთ­თან "მეტი ინ­ტეგ­რა­ცი­ის" შემ­დე­გაც, შე­იც­ვლე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ (და არა მარ­ტო) სფე­რო­ში, კო­რუფ­ცია რუ­სეთ­შიც ყვა­ვის...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

აფხაზეთში ბოლო პერიოდში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, - ადგილობრივ "სამართალდამცველებს", აფხაზი ახალგაზრდები უკიდურესი აგრესიით პასუხობენ. არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ე.წ. მილიციელმა მძღოლი დააჯარიმა, რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ.

ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის მოხდა, - 20 აგვისტოს, სოხუმის რაიონში, "ტურბაზის" ტერიტორიაზე, 25 წლის აინარ ავიძბას ავტომანქანა იყო გაჩერებული. ე.წ. ტექპასპორტის არქონის გამო, "ლეიტენანტმა" ალბერტ ზაბელიანმა დააჯარიმა. მეორე დღეს, ზაბელიანს საკუთარ სახლთან ახლოს დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მოძალადეებს შორის, მან აინარ ავიძბა ამოიცნო... ადგილობრივების თქმით, ეს აფხაზებსა და სომხებს შორის არსებული დაძაბულობის გამოვლინებაა.

სოციალურ ქსელებში სომხური დიასპორის წევრები წერენ, რომ ასეთი შეთმხვევა პირველი არ არის, - "აფხაზები თავს მასპინძლებად თვლიან და ჩვენს ხალხს აბუჩად იგდებენ... ხშირად აფხაზი ახალგაზრდები აგრესიულები არიან და ამას უკვე ღიად გამოხატავენ... მსგავს ფაქტებზე კი, ადგილობრივი მილიცია და პროკურატურა დუმს" - ამბობენ სომხები.

ასეა თუ ისე, "მილიციის" ნაცემი თანამშრომელი ადგილობრივ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში, - გახეთქილი თავით, მოგლეჯილი ყურებით, მრავლობითი მოტეხილობითა და დაბეჟილობებით გადაიყვანეს... შემდეგმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ზაბელიანს თავის ქალის ტრეპანაცია სჭირდება, რათა იცოცხლოს...

ეს მილიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, ე.წ. ძალოვნები მუდმივად ხდებიან "კანონდამრღვევთა" მსხვერპლი. არსებობს ვიდეოჩანაწერები, თუ როგორ უსწორდებიან მათ, თუმცა დასჯილი არავინ უნახავთ... ასე რომ, იქ უკვე შეეჩვივნენ რომ "მილიცია" "პატრონიანი მოძალადეებისგან" თავადაც დაუცველია და სულაც არ იქნება გასაკვირი, გარკვეული დროის შემდეგ, ზაბელიანის გახმაურებული საქმეც სხვებივით ჩაიფარცხოს. მით უფრო, რომ ადგილობრივ "მილიციას" აქვს ისეთი გამოცდილებაც, როდესაც დაკავებულის ოჯახის წევრებმა "მილიციის განყოფილებასთან" აქციები გამართეს და იერიშიც მიიტანეს...

ასეთი ფაქტების შემდეგ, აფხაზურ მოსახლეობას არ უკვირს, თუ რატომ არის ასეთი უსუსური ადგილობრივი "მილიცია" სხვა პრობლემების მიმართ. როგორც თავად უწოდებენ თავს, "მრავლისმნახველი" აფხაზურ საზოგადოებას ზაბელიანის საქმის ჩაფარცხვაც არ გააოცებს, რადგან ასეთი "წვრილმანი შემთხვევები"კი არა, "მილიციასა" და ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის "თანამშრომლობაზეც არაერთხელ სმენიათ...

24 აგვისტოს, გუდაუთაში "ქურდების შეხვედრა" გაიმართა, რომელიც ორმხრივი სროლით დასრულდა, თუმცა, "მილიცია" არ ჩარეულა... საქმე ის არის, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ჩრდილოეთიდან და კავკასიიდან ჩავიდნენ. არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთმანეთს, რუსეთის სამხრეთ მხარესა და კავკასიაში გავლენების გადანაწილების თემა უნდა განეხილათ... შეხვედრა თავიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა...

ორმხრივი სროლებისას მძიმედ დაიჭრნენ, აფხაზეთის "სტუმრები", - რაშატ ალიევის, ე.წ. გიანჯინსკი, რომან დმიტრიევი, ე.წ. რომა სტრავროპოლსკი და ნიკო დგებუაძე, ე.წ. ნიკო გაგრინსკი. აფხაზური მედია, დგებუაძის წარმომავლობას არ აკონკრეტებს, თუმცა, ფაქტია, რომ "სტუმრის" სტატუსით მოხსენიებულ "ნიკო გაგრინსკში", ადგილობრივს არ გულისხმობდა...

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დგებუაძესა და რაშად ისმაილოვს გუდაუთელ ე.წ. კანონიერ ქურდთან, რაულ ბარცბასთან ჰქონდათ დაპირისპირება, რომელიც ქურდულ სამყაროში "პიზის" ზედმეტსახელით არის ცნობილი. თავდაპირველად, "ნიკა გაგრინსკი" მას მარტო ხვდებოდა, თუმცა, როდესაც საუბარი "უჩვეულოდ და შედეგოდ", გაიწელა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, "ნიკოლოზ გაგრინსკის" დასახმარებლად, თურქეთიდან "რომა სტავროპოლსკი" და "რაშად გიაჯინსკი" წამოვიდნენ და გუდაუთელ კრიმინალებს, მოულოდნელად დაადგნენ თავს, რასაც ჯერ კამათი, შემდეგ კი, სროლები მოჰყვა...

"ჩვენი ქუჩის ხულიგნების მიერ შეშინებული მილიცია, იქ მისვლას ვერ გაბედავდა, სანამ ცოცხლები იყვნენ..."- ირონიით აღნიშნავენ აფხაზები. მათივე ინფორმაციით, ცნობილია, რომ დაჭრილები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი შემდგომი ბედი უცნობია. ადგილობრივი "ძალოვანი უწყება" თემის გარშემო დუმს.

ასეთი ფაქტების შემდეგ, ადგილობრივ საზოგადოებას არ სჯერა, რომ რეგიონში ვითარება, თუნდაც რუსეთთან "მეტი ინტეგრაციის" შემდეგაც, შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ (და არა მარტო) სფეროში, კორუფცია რუსეთშიც ყვავის...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე