Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხავი: "ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია"
ხავი: "ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია"

"ბარ­სე­ლო­ნას" ვიცე-კა­პი­ტან­მა ხავი ერ­ნან­დეს­მა მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­მო­მა­ვალ გა­ზეთ SPORT-ს. ჩვენც ყო­ველ­გვა­რი შე­სავ­ლის გა­რე­შე კა­ტა­ლო­ნე­ლი შუ­ა­ხა­ზე­ლი­სა და მა­ს­მე­დი­ე­ლის დი­ა­ლო­გის თარ­გმანს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

- ამას წი­ნათ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ სესკ ფაბ­რე­გა­სი მალე "ბარ­სე­ლო­ნა­ში" გა­და­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ ამა­ში?

- დიახ და ყვე­ლა­ნიც დარ­წმუნ­დე­ბით, როცა ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის აღ­ზრდი­ლი სეს­კი ჩვენს კლუბ­თან ოფი­ცი­ა­ლურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებს. ჯერ კი­დევ 2 წლის წინ გან­ვა­ცხა­დე, ფაბ­რე­გა­სი ადრე თუ გვი­ან კა­რი­ე­რას "კამპ ნო­უ­ზე" რომ გა­აგ­რძე­ლებ­და, დღეს კი სა­ა­მი­სო დრო დად­გა. ამის უპირ­ვე­ლე­სი წი­ნა­პი­რო­ბა კი ისაა, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია. როცა მო­თა­მა­შეს რო­მე­ლი­მე კლუბ­ში გა­დას­ვლა სწა­დია, მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. სეს­კი აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს "ბარ­სე­ლო­ნას" მა­ი­სუ­რით.

- ჟოზე მო­უ­რი­ნი­ოს "რე­ალ­ში" მის­ვლას რა კო­მენ­ტარს მის­ცემ­დით?

- შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ამ ამ­ბავ­მა გა­მა­ხა­რა. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის მად­რიდ­ში მის­ვლა ბარ­სე­ლო­ნელ­თათ­ვის და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ად გა­და­იქ­ცე­ვა. ცხა­დია, "რე­ა­ლი" სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ უწი­ნაც ასე არ იყო? 2 წე­ლია კას­ტი­ლი­ე­ლებს ვაწ­ბი­ლებთ. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გო­რი ტრანსფე­რე­ბი გა­ჩარ­ხა "რე­ალ­მა" გა­სულ ზა­ფხულს, მაგ­რამ ჩვენს უმ­თავ­რეს ოპო­ნენტს ვერც ახალ­მა 7 ვარ­სკვლავ­მა უშ­ვე­ლა. იმე­დია, მომ­დევ­ნო სე­ზონ­შიც ასე იქ­ნე­ბა და პრი­მე­რას გვარ­დი­ო­ლას გუნ­დი მო­ი­გებს და არა მო­უ­რი­ნი­ო­სი.

- პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მა­მი, საკ­მა­ოდ ხში­რად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გა­მოთ­ქმე­ბით ცდი­ლობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნას. ეს ამ­ბა­ვი არ გა­ში­ნებთ? ხომ არ გა­მო­გიყ­ვანთ წო­ნას­წო­რო­ბი­დან მო­უ­რი­ნი­ოს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი?

- მისი "ჩხვლე­ტე­ბის" არ გვე­ში­ნია. კარ­გად ვიც­ნობ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას. მო­უ­რი­ნი­ოს და­ძა­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში მოს­წონს საქ­მი­ა­ნო­ბა და ასეთ დროს, სი­ტუ­ა­ცი­ას სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებს ხოლ­მე. ამას­თან, არ ვიქ­ნე­ბი ობი­ექ­ტუ­რი თუ არ ვა­ღი­ა­რებ – ჟოზე მო­უ­რი­ნიო ფეხ­ბურ­თის ბრწყინ­ვა­ლე მცოდ­ნე და მა­ღა­ლი რან­გის მწვრთნე­ლია. მისი სა­ხით "რე­ალ­მა" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­ნა­ძე­ნი გა­ა­კე­თა.

- არც თქვენ ყო­ფილ­ხართ გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი. "ბარ­სე­ლო­ნამ" ხომ და­ვიდ ვი­ლია და­ი­მა­ტა...

- ვი­ლი­ამ შე­დე­გი­ა­ნო­ბას რომ უკ­ლოს, მა­ინც ბრწყინ­ვა­ლე ფეხ­ბურ­თე­ლად დარ­ჩე­ბა. იმე­დია, "კამპ ნო­უ­ზე" იგი უფრო მეტ გოლს გა­ი­ტანს, ვიდ­რე "მეს­ტა­ლი­ა­ზე" გა­მოს­ვლი­სას ახერ­ხებ­და.

- და­ვი­დი ახა­ლი კლუ­ბის თა­ო­ბა­ზე თუ და­ინ­ტე­რეს­და თქვენ­თან სა­უბ­რი­სას?

- დიახ, თუმ­ცა, უფრო მეტ კი­თხვას პეპ გვარ­დი­ო­ლას თა­ო­ბა­ზე მის­ვამ­და. მე მას პირ­და­პირ გან­ვუ­ცხა­დე, რომ "ბარ­სას" მთა­ვარ მწვრთნელ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა მას უდი­დეს კმა­ყო­ფი­ლე­ბას მო­უ­ტანს. რაც მთა­ვა­რია, ვი­ლია სა­თა­მა­შო კლასს კი­დევ უფრო აი­მაღ­ლებს.

- რა ბედი ეწე­ვა იბ­რა­ჰი­მო­ვიჩს?

- ვერ გე­ტყვით. იბ­რას ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა შე­მიძ­ლია მივ­ცე – თავი ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად და ფეხ­ბურ­თე­ლად ჩათ­ვა­ლოს. თუკი მას ასე არ მი­აჩ­ნია, უმ­ჯო­ბე­სია სხვა კლუ­ბი ეძე­ბოს. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ზლა­ტანს "ბარ­სა­დან" წას­ვლის სურ­ვი­ლი არა­ვის­თან გა­მო­უთ­ქვამს.

- ერთ-ერთ გა­ზეთ­ში და­ი­წე­რა, არ გა­გიკ­ვირ­დეთ "ბარ­სე­ლო­ნამ" ხავი ერ­ნან­დე­სი ტრანსფერ­ზე რომ და­ა­ყე­ნო­სო...

- ამ სი­სუ­ლე­ლის კო­მენ­ტა­რი სა­ჭი­რო არაა, მხო­ლოდ ერთს მო­გახ­სე­ნებთ – "ბარ­სე­ლო­ნას­თა" კონ­ტრაქ­ტი 2014 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე მაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

- 7 წლის წინ პი­რა­დად ჩვენ­თვის გაქვთ ნათ­ქვა­მი, შე­საძ­ლოა, "კამპ ნო­უ­დან" და­მი­თხო­ვო­ნო...

- გა­იხ­სე­ნეთ, რო­მელ პე­რი­ოდ­ზეა სა­უ­ბა­რი. ზე­დი­ზედ 4 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს ვი­გებ­დით, მე კი 23 წლი­სა გახ­ლდით. იმ­ხა­ნად ჩემი "ბარ­სა­დან" წას­ვლის ამ­ბა­ვი მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი ჩან­და, ისე­ვე, რო­გორც ვალ­დეს­სა და პუ­ი­ოლ­თან გან­შო­რე­ბა.

- ლა­პორ­ტას­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი გაქვთ?

- ჩემი აზ­რით, იგი იდე­ა­ლუ­რი საკ­ლუ­ბო პრე­ზი­დენ­ტია. მის­გან ძა­ლი­ან და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ. ლა­პორ­ტა მო­თა­მა­შე­ებს ყო­ველ­თვის კარ­გად გვექ­ცე­ო­და და ჩვენს ინ­ტე­რესს იცავ­და.

- ამ­ბო­ბენ, ლა­პორ­ტას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ხავი ერ­ნან­დეს­თან აქ­ვსო...

- დიახ, ასეა და ამით ვა­მა­ყობ. ლა­პორ­ტას­თან ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, რაც უპირ­ვე­ლე­სად მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მახ­სოვს, ერთხელ ცალ­კე გა­მიხ­მო და მი­თხრა, ხავი, შენ სა­უ­კე­თე­სო ხარო. ცო­ტა­თი შემ­რცხვა კი­დეც, ვი­ფიქ­რე ხომ არ აჭარ­ბებს-თქო, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ლა­პორ­ტას­თვის სა­ი­მი­სო სა­ბა­ბი არას­დროს მი­მი­ცია, ჩემ­თვის საყ­ვე­დუ­რი ეთ­ქვას ან თა­მა­შით დარ­ჩე­ნი­ლი­ყო უკ­მა­ყო­ფი­ლო. თუკი მას სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად მი­ვაჩ­ნი­ვარ, მე ლა­პორ­ტას სა­უ­კე­თე­სო პრე­ზი­დენ­ტად ვთვლი.

- მომ­დევ­ნო სე­ზონ­ში პირ­ვე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი­დევ უფრო უნდა გა­გი­ჭირ­დეთ...

- პრი­მე­რას მო­გე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა იოლი. შარ­შა­ნაც იგი­ვეს გვი­ყი­ჟი­ნებ­დნენ, შარ­შან­წი­ნაც... სა­დღე­ი­სოდ "ბარ­სე­ლო­ნა­ში" ბრწყინ­ვა­ლე ფეხ­ბურ­თელ­თა კოჰორ­ტაა შეკ­რე­ბი­ლი, რო­მელ­თაც არა­ფე­რი გვაკ­ლია, მუ­დამ პირ­ვე­ლო­ბის ამ­ბი­ცი­ის ჩათ­ვლით. რაც მთა­ვა­რია, სა­თა­ვე­ში პეპ გვარ­დი­ო­ლა გვიდ­გას, რო­მელ­საც "ბარ­სე­ლო­ნას" გუნ­დუ­რი მე­ქა­ნიზ­მის მუ­შა­ო­ბის საკ­ვან­ძო ნა­წი­ლად ვთვლი. ობი­ექ­ტუ­რად, ასე­ცაა. პეპი ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა და ღმერთ შევ­თხოვ, "ბარ­სე­ლო­ნა­ში" კი­დევ დიდი ხნით იმუ­შა­ოს. იმე­დია, სა­ა­მი­სო სურ­ვი­ლი ჩვენს მთა­ვარ მწვრთნელს არ გა­უ­ნელ­დე­ბა.

- კარსმომ­დგა­რი მუნ­დი­ა­ლის წინ, სა­ნაკ­რე­ბო თე­მა­ზე გა­და­ვი­დეთ. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში დელ ბოს­კე და გვარ­დი­ო­ლა ერ­თმა­ნეთს გვა­ნან?

- დიახ. ორი­ვეს უზო­მოდ უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, თა­ვი­სი საქ­მე იცი­ან და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ამას­თან, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფეხ­ბურ­თელ­თა სა­ერ­თო საქ­მი­სად­მი და­რაზმვა შე­უძ­ლი­ათ. დელ ბოს­კე­სა და გვარ­დი­ო­ლას ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭი­თაც შე­უძ­ლი­ათ მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის სა­ნაკ­რე­ბო თუ საკ­ლუ­ბო პატ­რი­ო­ტიზ­მის შთა­გო­ნე­ბა.

- ეს­პა­ნეთს მუნ­დი­ა­ლის მო­გე­ბა ხე­ლე­წი­ფე­ბა?

- სა­ა­მი­სოდ ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბაა. ცხა­დია, ტურ­ნი­რის ერ­თა­დერ­თი ფა­ვო­რი­ტი "ფუ­რია როხა" არაა, მაგ­რამ ევრო2008-ზე გა­მოს­ვლამ და მო­პო­ვე­ბულ­მა წარ­მა­ტე­ბამ გა­მოც­დი­ლე­ბაც შეგვძი­ნა და მო­რა­ლუ­რი მდგრა­დო­ბაც. ეს კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რა­მაა – მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ხში­რად გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

- მუნ­დი­ალ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ვარ­სკვლა­ვი გა­იბრწყი­ნებს?

- ლეო მესი. ვფიქ­რობ, ეს "მისი" ჩემ­პი­ო­ნა­ტი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, პარტნი­ორ­თა სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ისე­თი სა­ფეხ­ბურ­თო გე­ნი­ო­სიც კი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა, რო­გო­რიც მე­სია.

- ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს თუ ჰყავს "თა­ვი­სი მესი"?

- ფერ­ნან­დო ტო­რე­სი. "ელ ნი­ნიო" "ფუ­რია რო­ხას" გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შეა. ისე კი, ვი­ლი­ა­საც შე­უძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მატ­ჩის ბე­დის გან­სა­ზღვრა.

- მომ­დევ­ნო მუნ­დი­ა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას 34 წლი­სა იქ¬ნე­ბით, ამი­ტომ, წე­სით და რი­გით, სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას სამ­ხრეთ აფ­რი­კის სტა­დი­ო­ნებ­ზე უნდა ეცა­დოთ...

- ასეც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბრა­ზი­ლი­ის მუნ­დი­ალ­ზე ას­პა­რე­ზო­ბაც მწა­დია. მო­მა­ვალ ტურ­ნირს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ფორ­მის პიკს მი­ვაღ­წიე. 2002-ის მუნ­დი­ალ­ზე არ მი­თა­მა­შია, ევ­რო­პის გა­სულ პირ­ვე­ლო­ბას ტრავ­მის­გან ახა­ლი მორ­ჩე­ნი­ლი შევ­ხვდი, წლე­ვან­დელ ჩემ­პი­ო­ნატს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმე­დით ვხვდე­ბი.

- მარ­თა­ლია, თით­ქოს ნაკ­რე­ბის წევ­რებს ეგ­რეთ წო­დე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შეს­ვლა აგიკ­რძა­ლეს?

- გი­თხრათ სი­მარ­თლე, ფა­ცე­ბო­ოკ-ისა და ტწიტ­ტერ-ის მოყ­ვა­რუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ინ­ტერ­ნეტ­ში ახალ ამ­ბებს ვეც­ნო­ბი ხოლ­მე. არ გა­გიკ­ვირ­დეთ და "ბარ­სას" თა­ო­ბა­ზეც ბევრ სი­ახ­ლეს კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით ვი­გებ.

"მსოფ­ლიო სპორ­ტი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხავი: "ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია"

ხავი: "ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია"

“ბარსელონას” ვიცე-კაპიტანმა ხავი ერნანდესმა მეტად საყურადღებო ინტერვიუ მისცა ბარსელონაში გამომავალ გაზეთ SPORT-ს. ჩვენც ყოველგვარი შესავლის გარეშე კატალონელი შუახაზელისა და მასმედიელის დიალოგის თარგმანს შემოგთავაზებთ.

- ამას წინათ განაცხადეთ, რომ სესკ ფაბრეგასი მალე “ბარსელონაში” გადავა. დარწმუნებული ხართ ამაში?

- დიახ და ყველანიც დარწმუნდებით, როცა ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი სესკი ჩვენს კლუბთან ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ განვაცხადე, ფაბრეგასი ადრე თუ გვიან კარიერას “კამპ ნოუზე” რომ გააგრძელებდა, დღეს კი საამისო დრო დადგა. ამის უპირველესი წინაპირობა კი ისაა, რომ შინ დაბრუნება თავად ფეხბურთელის სურვილია. როცა მოთამაშეს რომელიმე კლუბში გადასვლა სწადია, მის სპორტულ კარიერაში ეს აუცილებლად მოხდება. სესკი აუცილებლად ითამაშებს “ბარსელონას” მაისურით.

- ჟოზე მოურინიოს “რეალში” მისვლას რა კომენტარს მისცემდით?

- შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ამბავმა გამახარა. პორტუგალიელის მადრიდში მისვლა ბარსელონელთათვის დამატებით მოტივაციად გადაიქცევა. ცხადია, “რეალი” სერიოზული კონკურენტი იქნება პირველობისთვის ბრძოლაში, მაგრამ უწინაც ასე არ იყო? 2 წელია კასტილიელებს ვაწბილებთ. გაიხსენეთ, როგორი ტრანსფერები გაჩარხა “რეალმა” გასულ ზაფხულს, მაგრამ ჩვენს უმთავრეს ოპონენტს ვერც ახალმა 7 ვარსკვლავმა უშველა. იმედია, მომდევნო სეზონშიც ასე იქნება და პრიმერას გვარდიოლას გუნდი მოიგებს და არა მოურინიოსი.

- პორტუგალიელი სპეციალისტი თამამი, საკმაოდ ხშირად პროვოკაციული გამოთქმებით ცდილობს მოწინააღმდეგეზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენას. ეს ამბავი არ გაშინებთ? ხომ არ გამოგიყვანთ წონასწორობიდან მოურინიოს გამონათქვამები?

- მისი “ჩხვლეტების” არ გვეშინია. კარგად ვიცნობ პორტუგალიელის ფსიქოლოგიას. მოურინიოს დაძაბულ ატმოსფეროში მოსწონს საქმიანობა და ასეთ დროს, სიტუაციას სათავისოდ იყენებს ხოლმე. ამასთან, არ ვიქნები ობიექტური თუ არ ვაღიარებ – ჟოზე მოურინიო ფეხბურთის ბრწყინვალე მცოდნე და მაღალი რანგის მწვრთნელია. მისი სახით “რეალმა” უმნიშვნელოვანესი შენაძენი გააკეთა.

- არც თქვენ ყოფილხართ გულხელდაკრეფილი. “ბარსელონამ”  ხომ დავიდ ვილია დაიმატა...

- ვილიამ შედეგიანობას რომ უკლოს, მაინც ბრწყინვალე ფეხბურთელად დარჩება. იმედია, “კამპ ნოუზე” იგი უფრო მეტ გოლს გაიტანს, ვიდრე “მესტალიაზე” გამოსვლისას ახერხებდა.

- დავიდი ახალი კლუბის თაობაზე თუ დაინტერესდა თქვენთან საუბრისას?

- დიახ, თუმცა, უფრო მეტ კითხვას პეპ გვარდიოლას თაობაზე მისვამდა. მე მას პირდაპირ განვუცხადე, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელთან ერთობლივი მუშაობა მას უდიდეს კმაყოფილებას მოუტანს. რაც მთავარია, ვილია სათამაშო კლასს კიდევ უფრო აიმაღლებს.

- რა ბედი ეწევა იბრაჰიმოვიჩს?

- ვერ გეტყვით. იბრას ერთადერთი რჩევა შემიძლია მივცე – თავი ბედნიერ ადამიანად და ფეხბურთელად ჩათვალოს. თუკი მას ასე არ მიაჩნია, უმჯობესია სხვა კლუბი ეძებოს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ზლატანს “ბარსადან” წასვლის სურვილი არავისთან გამოუთქვამს.

- ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, არ გაგიკვირდეთ “ბარსელონამ” ხავი ერნანდესი ტრანსფერზე რომ დააყენოსო...

- ამ სისულელის კომენტარი საჭირო არაა, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ – “ბარსელონასთა” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული.

- 7 წლის წინ პირადად ჩვენთვის გაქვთ ნათქვამი, შესაძლოა, “კამპ ნოუდან” დამითხოვონო...

- გაიხსენეთ, რომელ პერიოდზეა საუბარი. ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში ვერაფერს ვიგებდით, მე კი 23 წლისა გახლდით. იმხანად ჩემი “ბარსადან” წასვლის ამბავი მართლაც რეალური ჩანდა, ისევე, როგორც ვალდესსა და პუიოლთან განშორება.

- ლაპორტასთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ?

- ჩემი აზრით, იგი იდეალური საკლუბო პრეზიდენტია. მისგან ძალიან დავალებული ვარ. ლაპორტა მოთამაშეებს ყოველთვის კარგად გვექცეოდა და ჩვენს ინტერესს იცავდა.

- ამბობენ, ლაპორტას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ხავი ერნანდესთან აქვსო...

- დიახ, ასეა და ამით ვამაყობ. ლაპორტასთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, რაც უპირველესად მისი დამსახურებაა. მახსოვს, ერთხელ ცალკე გამიხმო და მითხრა, ხავი, შენ საუკეთესო ხარო. ცოტათი შემრცხვა კიდეც, ვიფიქრე ხომ არ აჭარბებს-თქო, მაგრამ, ვფიქრობ, ლაპორტასთვის საიმისო საბაბი არასდროს მიმიცია, ჩემთვის საყვედური ეთქვას ან თამაშით დარჩენილიყო უკმაყოფილო. თუკი მას საუკეთესო ფეხბურთელად მივაჩნივარ, მე ლაპორტას საუკეთესო პრეზიდენტად ვთვლი.

- მომდევნო სეზონში პირველობის შენარჩუნება კიდევ უფრო უნდა გაგიჭირდეთ...

- პრიმერას მოგება არასდროს ყოფილა იოლი. შარშანაც იგივეს გვიყიჟინებდნენ, შარშანწინაც... სადღეისოდ “ბარსელონაში” ბრწყინვალე ფეხბურთელთა კოჰორტაა შეკრებილი, რომელთაც არაფერი გვაკლია, მუდამ პირველობის ამბიციის ჩათვლით. რაც მთავარია, სათავეში პეპ გვარდიოლა გვიდგას, რომელსაც “ბარსელონას” გუნდური მექანიზმის მუშაობის საკვანძო ნაწილად ვთვლი. ობიექტურად, ასეცაა. პეპი ძალიან გვჭირდება და ღმერთ შევთხოვ, “ბარსელონაში” კიდევ დიდი ხნით იმუშაოს. იმედია, საამისო სურვილი ჩვენს მთავარ მწვრთნელს არ გაუნელდება.

- კარსმომდგარი მუნდიალის წინ, სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. სამუშაო პროცესში დელ ბოსკე და გვარდიოლა ერთმანეთს გვანან?

- დიახ. ორივეს უზომოდ უყვარს ფეხბურთი, თავისი საქმე იციან და მოკრძალებული ადამიანები არიან. ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელთა საერთო საქმისადმი დარაზმვა შეუძლიათ. დელ ბოსკესა და გვარდიოლას ორატორული ნიჭითაც შეუძლიათ მოთამაშეებისთვის სანაკრებო თუ საკლუბო პატრიოტიზმის შთაგონება.

- ესპანეთს მუნდიალის მოგება ხელეწიფება?

- საამისოდ ყველა წინაპირობაა. ცხადია, ტურნირის ერთადერთი ფავორიტი “ფურია როხა” არაა, მაგრამ ევრო2008-ზე გამოსვლამ და მოპოვებულმა წარმატებამ გამოცდილებაც შეგვძინა და მორალური მდგრადობაც. ეს კი უმნიშვნელოვანესი რამაა – მსოფლიოს ჩემპიონატზე ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება გახდეს.

- მუნდიალზე ყველაზე მეტად რომელი ვარსკვლავი გაიბრწყინებს?

- ლეო მესი. ვფიქრობ, ეს “მისი” ჩემპიონატი იქნება. თუმცა, პარტნიორთა სათანადო მხარდაჭერის გარეშე ისეთი საფეხბურთო გენიოსიც კი ვერაფერს გახდება, როგორიც მესია.

- ესპანეთის ნაკრებს თუ ჰყავს “თავისი მესი”?

- ფერნანდო ტორესი. “ელ ნინიო” “ფურია როხას” გამორჩეული მოთამაშეა. ისე კი, ვილიასაც შეუძლია კონკრეტული მატჩის ბედის განსაზღვრა.

- მომდევნო მუნდიალის მსვლელობისას 34 წლისა იქ¬ნებით, ამიტომ, წესით და რიგით, საუკეთესო თვისებების გამოვლენას სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე უნდა ეცადოთ...

- ასეც იქნება, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე ასპარეზობაც მწადია. მომავალ ტურნირს რაც შეეხება, ვფიქრობ, ფორმის პიკს მივაღწიე. 2002-ის მუნდიალზე არ მითამაშია, ევროპის გასულ პირველობას ტრავმისგან ახალი მორჩენილი შევხვდი, წლევანდელ ჩემპიონატს განსაკუთრებული იმედით ვხვდები.

- მართალია, თითქოს ნაკრების წევრებს ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელებში შესვლა აგიკრძალეს?

- გითხრათ სიმართლე, ფაცებოოკ-ისა და ტწიტტერ-ის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ინტერნეტში ახალ ამბებს ვეცნობი ხოლმე. არ გაგიკვირდეთ და “ბარსას” თაობაზეც ბევრ სიახლეს კომპიუტერის მეშვეობით ვიგებ.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო