პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკ ცუკერბერგი მეორე შვილის მამა გახდა - რა წერილი დაუწერა 33 წლის მილიარდერმა ახალშობილ ქალიშვილს
მარკ ცუკერბერგი მეორე შვილის მამა გახდა - რა წერილი დაუწერა 33 წლის მილიარდერმა ახალშობილ ქალიშვილს

"ფე­ის­ბუ­ქის" შექ­მნე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი მე­ო­რე შვი­ლის მამა გახ­და. პრის­ცი­ლა ჩან­მა და მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა ქა­ლიშ­ვილს August (ოგეს­ტი, რო­გორც თვე აგ­ვის­ტო) და­არ­ქვეს. ამის შე­სა­ხებ 33 წლის მი­ლი­არ­დერ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა და ქა­ლიშ­ვილს ვრცე­ლი წე­რი­ლით მი­მარ­თა:

"პრის­ცი­ლა და მე მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ რომ ჩვენს ოჯახს ახა­ლი წევ­რი, ქა­ლიშ­ვი­ლი ოგეს­ტი შე­ე­მა­ტა. ჩვენ მას წე­რი­ლი მივ­წე­რეთ, იმ სამ­ყა­რო­ზე, რო­მელ­შიც გა­იზ­რდე­ბა და იმე­დი გვაქვს, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად არ გახ­დე­ბა დიდი" - წერს ცუ­კერ­ბერ­გი.

"ძვირ­ფა­სო ოგესტ, მო­გე­სალ­მე­ბით ჩვენ სამ­ყა­რო­ში. მე და დე­და­შენს ერთი სული გვაქვს ვნა­ხოთ რო­გო­რი გა­იზ­რდე­ბი. რო­დე­საც შენი და გაჩ­ნდა, წე­რი­ლი მივ­წე­რეთ, სა­დაც იმედს გა­მოვ­თქვამ­დით, რომ უკე­თეს სამ­ყა­რო­ში გა­იზ­რდე­ბო­და, სამ­ყა­რო­ში სა­დაც იქ­ნე­ბო­და უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი და თა­ნას­წო­რო­ბა. ჩვენ დავ­წე­რეთ, რომ მთე­ლი ამ სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით, თქვე­ნი თა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს სამ­ყა­რო­ში უნდა ცხოვ­რობ­დეს და ჩვენ გვე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ ეს ავას­რუ­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად გა­ზე­თე­ბის სა­თა­უ­რებ­ში ნე­გა­ტი­უ­რი ამ­ბე­ბი ჟღერს, ჩვენ კვლავ გვწამს, რომ პო­ზი­ტი­ვი გა­ი­მარ­ჯვებს. ჩვე­ნი ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­ყუ­რე­ბით თქვე­ნი თა­ო­ბის­კენ და მო­მავ­ლის­კენ.

მაგ­რამ იმის ნაც­ვლად, რომ გაზ­რდის შე­სა­ხებ ვწე­როთ, ჩვენ გვინ­და ბავ­შვო­ბა­ზე გე­სა­უბ­როთ. სამ­ყა­რო სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლია. ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო გა­მო­ნა­ხო, გა­რეთ გახ­ვი­დე და ითა­მა­შო.

რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბი, და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი, ამი­ტომ იმე­დი მაქვს შეძ­ლებ ყვე­ლა ყვა­ვი­ლის სურ­ნე­ლი შე­იგ­რძნო და ყვე­ლა ფო­თო­ლი მო­აგ­რო­ვო, რო­მე­ლიც გსურს. იმე­დი მაქვს შენ საყ­ვა­რელ დოქ­ტორ სიუს წიგნს იმ­დენ­ჯერ წა­ი­კი­თხავ, რომ სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას და­ი­წყებ. იმე­დი მაქვს, იმ­დენ­ჯერ შე­მო­ირ­ბენ ჩვენ სას­ტუმ­რო ოთახს და ბაღს, რამ­დენ­ჯე­რაც გა­გი­ხარ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ბევ­რს გა­მო­ი­ძი­ნებ. იმე­დი მაქვს, რომ ძილი გეყ­ვა­რე­ბა... და იმე­დი მაქვს, რომ შენ სიზ­მრებ­შიც კი იგ­რძნობ იმას თუ რო­გორ გვიყ­ვარ­ხარ.

ბავ­შვო­ბა მა­გი­უ­რია. ბავ­შვო­ბა ერთხელ გვეძ­ლე­ვა, ამი­ტომ მისი მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რში გა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის­თვის ჩვენ გყა­ვართ და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ სამ­ყა­რო უკე­თე­სი გავ­ხა­დით შენ­თვის და შენი თა­ო­ბის ყვე­ლა ბავ­შვის­თვის.

ოგესტ, ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხარ და მღელ­ვა­რე­ბას ვერ ვმა­ლავთ შენ­თან ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ჩაბ­მის გამო. გი­სურ­ვებთ სი­ხა­რუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით იმე­დით სავ­სე ცხოვ­რე­ბას. გვიყ­ვარ­ხარ, დედა და მამა" - წერს მარკ ცუ­კერ­ბერ­გი.

მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და პრის­ცი­ლა ჩანი 2012 წელს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - მაქ­სი და ოგეს­ტი.

მარკ ცუკერბერგი მეორე შვილის მამა გახდა - რა წერილი დაუწერა 33 წლის მილიარდერმა ახალშობილ ქალიშვილს

მარკ ცუკერბერგი მეორე შვილის მამა გახდა - რა წერილი დაუწერა 33 წლის მილიარდერმა ახალშობილ ქალიშვილს

"ფეისბუქის" შექმნელი მარკ ცუკერბერგი მეორე შვილის მამა გახდა. პრისცილა ჩანმა და მარკ ცუკერბერგმა ქალიშვილს August (ოგესტი, როგორც თვე აგვისტო) დაარქვეს. ამის შესახებ 33 წლის მილიარდერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და ქალიშვილს ვრცელი წერილით მიმართა:

"პრისცილა და მე მოხარულები ვართ რომ ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, ქალიშვილი ოგესტი შეემატა. ჩვენ მას წერილი მივწერეთ, იმ სამყაროზე, რომელშიც გაიზრდება და იმედი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად არ გახდება დიდი" - წერს ცუკერბერგი.

"ძვირფასო ოგესტ, მოგესალმებით ჩვენ სამყაროში. მე და დედაშენს ერთი სული გვაქვს ვნახოთ როგორი გაიზრდები. როდესაც შენი და გაჩნდა, წერილი მივწერეთ, სადაც იმედს გამოვთქვამდით, რომ უკეთეს სამყაროში გაიზრდებოდა, სამყაროში სადაც იქნებოდა უკეთესი განათლება, ნაკლები დაავადებები, ძლიერი საზოგადოებები და თანასწორობა. ჩვენ დავწერეთ, რომ მთელი ამ სამეცნიერო და ტექნოლოგიური უპირატესობებით, თქვენი თაობა გაცილებით უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრობდეს და ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა რომ ეს ავასრულოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაზეთების სათაურებში ნეგატიური ამბები ჟღერს, ჩვენ კვლავ გვწამს, რომ პოზიტივი გაიმარჯვებს. ჩვენი ოპტიმისტურად ვიყურებით თქვენი თაობისკენ და მომავლისკენ.

მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაზრდის შესახებ ვწეროთ, ჩვენ გვინდა ბავშვობაზე გესაუბროთ. სამყარო სერიოზული ადგილია. ამიტომაა მნიშვნელოვანი დრო გამონახო, გარეთ გახვიდე და ითამაშო.

როდესაც გაიზრდები, დაკავებული იქნები, ამიტომ იმედი მაქვს შეძლებ ყველა ყვავილის სურნელი შეიგრძნო და ყველა ფოთოლი მოაგროვო, რომელიც გსურს. იმედი მაქვს შენ საყვარელ დოქტორ სიუს წიგნს იმდენჯერ წაიკითხავ, რომ საკუთარი ისტორიების გამოგონებას დაიწყებ. იმედი მაქვს, იმდენჯერ შემოირბენ ჩვენ სასტუმრო ოთახს და ბაღს, რამდენჯერაც გაგიხარდება. იმედი მაქვს, რომ ბევრს გამოიძინებ. იმედი მაქვს, რომ ძილი გეყვარება... და იმედი მაქვს, რომ შენ სიზმრებშიც კი იგრძნობ იმას თუ როგორ გვიყვარხარ.

ბავშვობა მაგიურია. ბავშვობა ერთხელ გვეძლევა, ამიტომ მისი მომავალზე ფიქრში გატარება არ შეიძლება. ამისთვის ჩვენ გყავართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამყარო უკეთესი გავხადით შენთვის და შენი თაობის ყველა ბავშვისთვის.

ოგესტ, ძალიან გვიყვარხარ და მღელვარებას ვერ ვმალავთ შენთან ამ მოგზაურობაში ჩაბმის გამო. გისურვებთ სიხარულით, სიყვარულით იმედით სავსე ცხოვრებას. გვიყვარხარ, დედა და მამა" - წერს მარკ ცუკერბერგი.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - მაქსი და ოგესტი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება