Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართული წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - "Fitness - მე მზად ვარ!"
პირველი ქართული წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - "Fitness - მე მზად ვარ!"

მო­ტი­ვა­ცია, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გან­წყო­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ას; 24 ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ვარ­ჯი­ში; ის, რა­საც არ გვას­წავ­ლი­ან სპორტდარ­ბაზ­ში ჩვე­ნი სხე­უ­ლის შე­სა­ხებ; ჯან­სა­ღი კვე­ბის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა - გა­ინ­ტე­რე­სებთ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ბა­ზარ­ზე რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა?

"ფიტ­ნეს­მი­თე­ბი" - სწო­რედ ამ თე­მებ­ზე მი­ი­ღებთ სან­დო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას წიგნ­ში "Fitness - მე მზად ვარ!", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­ხანს გა­მოჩ­ნდა. წიგ­ნი ორმა ახალ­გაზ­რდამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, სპორ­ტსმენ­მა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტორ­მა ლადი ედი­ბე­რი­ძემ და რო­ტერ­და­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, მთარ­გმნელ­მა, პუბ­ლი­ცის­ტმა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტორ­მა ეკა­ტე­რი­ნე შა­ქა­რაშ­ვილ­მა გა­მოს­ცეს.

"ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­წყდე­ბით პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­თან და­კა­ვა­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ მცდარ წარ­მოდ­გე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. პრობ­ლე­მა,ერთი მხრივ, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, სა­ეჭ­ვო წყა­რო­ე­ბი­თა და მო­საზ­რე­ბე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მაა. სა­ჭი­რო და სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა კი უდი­დეს სირ­თუ­ლედ იქცა.და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, ვარ­ჯი­შის შემ­დგომ წა­მო­წყე­ბუ­ლი უბ­რა­ლო სა­უბ­რი­სას, და­ი­ბა­და იდეა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა პა­სუ­ხე­ბი ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვა­ზე.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­სა და ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შედ­გე­ნი­ლი ეს ლა­კო­ნუ­რი პა­სუ­ხე­ბი სწო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ვა­ლა­გეთ და პა­ტა­რა წიგნ­ში­მო­ვაქ­ცი­ეთ," - გან­მარ­ტავს სტა­ტა­პე­რი ეკა­ტე­რი­ნე შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

წიგ­ნის გა­მო­წე­რა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სტარ­ტა­პის Facebook გვერ­დი­დან. პირ­ვე­ლი 500 მკი­თხვე­ლი წიგნ­თან ერ­თად, სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებს ინ­ვი­დი­დუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნილ დი­ე­ტას.

"საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე სწო­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ზღვრა გაგ­ვიძ­ნელ­და. ჩვენ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის უჩ­ვე­უ­ლო პრო­დუქ­ტი გა­მო­ვი­ტა­ნეთ ბა­ზარ­ზე და რთუ­ლი იყო იმის გან­სა­ზღვრა, თუ რო­გორ შეხ­ვდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ წა­მო­წყე­ბას. არ ვი­ცო­დით,რამ­დე­ნად მო­ვი­პო­ვებ­დით ნდო­ბას და შევ­ძლებ­დით თუ არა მომ­ხმა­რე­ბელ­თან მე­გობ­რო­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მომ­ხდარ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გვინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მხარ­და­ჭე­რი­თა და თბი­ლი სი­ტყვე­ბით კი­დევ უფრო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევს, რომ გა­დავ­ლა­ხოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი და სი­ურპრი­ზე­ბით წა­ვა­ხა­ლი­სოთ მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ეს უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რო­გორც გა­რე­გან ას­პექ­ტში,ჩვე­ნი სტარ­ტა­პის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­კი­თხებ­შიც, პი­რა­დად ჩვე­ნი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და ფას­და­უ­დე­ბე­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა­ში, გა­მოც­დი­ლე­ბა­თა გა­ზი­ა­რე­ბის ხარ­ჯზე, " - აღ­ნიშ­ნავს შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პი ამ­ჟა­მად კი­დევ 2 ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. მათი მი­ზა­ნი კვლა­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის აწე­ვა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

პირველი ქართული წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - "Fitness - მე მზად ვარ!"

პირველი ქართული წიგნი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - "Fitness - მე მზად ვარ!"

მოტივაცია, რა მნიშვნელობა აქვს განწყობასა და ფსიქოლოგიას; 24 ყველაზე ეფექტური ვარჯიში; ის, რასაც არ გვასწავლიან სპორტდარბაზში ჩვენი სხეულის შესახებ; ჯანსაღი კვების არსი და მნიშვნელობა - გაინტერესებთ რამდენად რეალურია ბაზარზე რეკლამირებული პროდუქტების ეფექტიანობა?

"ფიტნესმითები" - სწორედ ამ თემებზე მიიღებთ სანდო და საჭირო ინფორმაციას წიგნში "Fitness - მე მზად ვარ!", რომელიც საქართველოში ახალხანს გამოჩნდა. წიგნი ორმა ახალგაზრდამ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სპორტსმენმა და სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა ლადი ედიბერიძემ და როტერდამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, მთარგმნელმა, პუბლიცისტმა და სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა ეკატერინე შაქარაშვილმა გამოსცეს.

"ყოველდღიურად ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავაშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება. პრობლემა,ერთი მხრივ, ინფორმირებულობის ნაკლებობა, ხოლო, მეორე მხრივ, საეჭვო წყაროებითა და მოსაზრებებით აჭრელებული ინტერნეტ პლატფორმაა. საჭირო და სანდო ინფორმაციის მოპოვება კი უდიდეს სირთულედ იქცა.დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ვარჯიშის შემდგომ წამოწყებული უბრალო საუბრისას, დაიბადა იდეა საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე.

თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილი ეს ლაკონური პასუხები სწორი თანმიმდევრობით დავალაგეთ და პატარა წიგნშიმოვაქციეთ," - განმარტავს სტატაპერი ეკატერინე შაქარაშვილი.

წიგნის გამოწერა უკვე შესაძლებელია სტარტაპის Facebook გვერდიდან. პირველი 500 მკითხველი წიგნთან ერთად, საჩუქრად მიიღებს ინვიდიდუალური მონაცემებისა და სურვილების მიხედვით შედგენილ დიეტას.

"საქმიანობის საწყის ეტაპზე სწორი მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა გაგვიძნელდა. ჩვენ ქართველი მკითხველისათვის უჩვეულო პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე და რთული იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეხვდებოდა საზოგადოება ამ წამოწყებას. არ ვიცოდით,რამდენად მოვიპოვებდით ნდობას და შევძლებდით თუ არა მომხმარებელთან მეგობრობას. საბედნიეროდ, მომხდარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერითა და თბილი სიტყვებით კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გადავლახოთ სირთულეები და სიურპრიზებით წავახალისოთ მომხმარებელი. ამჟამად თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერში" ვმონაწილეობთ. ეს უნიკალური პროექტი დაგვეხმარება, როგორც გარეგან ასპექტში,ჩვენი სტარტაპის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე შიდა სამზარეულოს საკითხებშიც, პირადად ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფასდაუდებელი ცოდნის შეძენაში, გამოცდილებათა გაზიარების ხარჯზე, " - აღნიშნავს შაქარაშვილი.

სტარტაპი ამჟამად კიდევ 2 ახალ პროექტზე მუშაობს. მათი მიზანი კვლავაც საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის აწევა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ახალი პროექტების შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი