პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს
რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს

სა­ქარ­თვე­ლოს "ოს­კარ­ზე" წარ­სად­გენ ფილ­მებს ხვალ, 30 სექ­ტემ­ბერს კი­ნო­სახ­ლის გა­ნახ­ლე­ბულ დარ­ბაზ­ში გა­მო­ავ­ლენს. ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია 4 ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ და­ხუ­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად შე­არ­ჩევს "ოს­კა­რის" სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ის­თვის ნა­მუ­შე­ვარს.

ეროვ­ნულ­მა კი­ნო­ცენ­ტრმა გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 2 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 11 აგ­ვის­ტოს და­ას­რუ­ლა.

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სულ 4 გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, "ოს­კარ­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ფილ­მის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად წელს შემ­დე­გი 4 ქარ­თუ­ლი ფილ­მი იბ­რძო­ლებს: "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი" (რე­ჟი­სო­რე­ბი: ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი და სი­მონ გრო­სი); "მძევ­ლე­ბი" (რე­ჟი­სო­რი: რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი); "სა­ში­ში დედა" (რე­ჟი­სო­რი: ანა ურუ­შა­ძე) და "ლუკა" (რე­ჟი­სო­რი: გი­ორ­გი ბა­რა­ბა­ძე).

"ოს­კარ­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ფილ­მის გა­მო­სავ­ლე­ნად ეროვ­ნულ­მა კი­ნო­ცენ­ტრმა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შექ­მნა, რო­მე­ლიც 9 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. ესე­ნი არი­ან: კახი კან­დე­ლა­კი - კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე - რე­ჟი­სო­რი, კოტე ჯან­დი­ე­რი - სცე­ნა­რის­ტი, ოთარ შა­მა­თა­ვა - რე­ჟი­სო­რი-პრო­დი­უ­სე­რი, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი, არ­ჩილ ახვლე­დი­ა­ნი - ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი - რე­ჟი­სო­რი, ქეთი ტრა­პა­ი­ძე - კი­ნომ­ცოდ­ნე და ზუ­რაბ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი - კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის 90-ე სა­ი­უ­ბი­ლეო ცე­რე­მო­ნია, 2018 წლის 4 მარტს ლოს ან­ჯე­ლეს­ში, დოლ­ბის კი­ნო­თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს

რომელი ფილმი წარადგენს საქართველოს "ოსკარზე" - კომისია საუკეთესოს არჩევს

საქართველოს "ოსკარზე" წარსადგენ ფილმებს ხვალ, 30 სექტემბერს კინოსახლის განახლებულ დარბაზში გამოავლენს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს "ოსკარის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.

ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დაასრულა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ 4 განაცხადი შევიდა. შესაბამისად, "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); "მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); "საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და "ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

"ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება. ესენი არიან: კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი, კოტე ჯანდიერი - სცენარისტი, ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი, ია სუხიტაშვილი - მსახიობი, არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი, გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი, ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე და ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება