Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვი­რის ტყე­ში გუ­შინ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღეს დი­ლი­დან ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა­ზე შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცის ერთი ვერ­ტმფრე­ნი მუ­შა­ობს.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ვერ­ტმფრე­ნის გარ­და ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, ცო­ცხა­ლი ძა­ლაც მო­ნა­წი­ლე­ობს. უწყე­ბის ცნო­ბით, ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვირ­ში ხან­ძა­რი გუ­შინ, 28 აგ­ვის­ტოს დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გაჩ­ნდა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრი "112"-დან შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ახალ­ცი­ხე­ში, სო­ფელ სვი­რის მიმ­დე­ბა­რედ, მთის ფერ­დობ­ზე, წიწ­ვო­ვა­ნი ტყის მა­სივ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ად­გილ­ზე უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ათე­უ­ლო­ბით მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი.

"შსს-ს მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მფრი­ნა­ვე­ბი ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ხან­ძრის უმოკ­ლეს დრო­ში ლო­კა­ლი­ზე­ბის­თვის. ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის ფარ­თო მას­შტა­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სვირ­ში ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბას "უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში" ელო­დე­ბა.

რო­გორც მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ად­გილ­ზე გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძრის წიწ­ვო­ვან ტყე­ზე გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. მი­სი­ვე თქმით, ტე­რი­ტო­რია მი­უ­ვა­ლია, თუმ­ცა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"რა ფარ­თობ­ზეა მო­დე­ბუ­ლი ხან­ძა­რი, ამას და­ვად­გენთ ცოტა ხან­ში. გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ ჰექტრამ­დე იყო და არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გა­ვა­კე­თეთ ხე­ლოვ­ნუ­რი ავზი, სა­ი­და­ნაც ვერ­ტმფრე­ნი იღებს წყალს. დღეს დი­ლი­დან და­ვა­მა­ტეთ ცო­ცხა­ლი ძალა. ერთი სი­ტყვით, ჩარ­თუ­ლია ავი­ა­ცია, მუ­შა­ობს ცო­ცხა­ლი ძალა და ტექ­ნი­კა და პრობ­ლე­მე­ბი ამ ეტაპ­ზე არ გვაქვს. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის ტყეში ხანძარს ებრძვიან: სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ახალციხის რაიონის სოფელ სვირის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზებაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიცის ერთი ვერტმფრენი მუშაობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ვერტმფრენის გარდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალი ძალაც მონაწილეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, 28 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

"შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა", - აღნიშნავენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზებას "უახლოეს პერიოდში" ელოდება.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ხანძრის წიწვოვან ტყეზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ტერიტორია მიუვალია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

"რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება," - განაცხადა შს მინისტრმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია