პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრეს ხანძრის დროს ტელეფონით გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ
რაზე ისაუბრეს ხანძრის დროს ტელეფონით გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ბორ­ჯომ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ აბა­ში­ძე­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მოხ­და მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­და ეფექ­ტურ რე­ა­გი­რე­ბას და მათ შო­რის იყო ტექ­ნი­კა, რო­მელ­საც ფლობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია.

"ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის სტი­ქი­ის მას­შტა­ბე­ბი და შექ­მნი­ლი უაღ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბა მო­ი­თხოვ­და ოპე­რა­ტი­ულ და ეფექ­ტურ ქმე­დე­ბებს, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მო­ძი­ე­ბას. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ქარ­თულ­მა მხა­რემ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში დახ­მა­რე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სათ­ვის. მი­მარ­თვა მოხ­და რო­გორც გა­ე­რო-ს, ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს, ასე­ვე სხვა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­სად­მი.

ასე­ვე, მოხ­და მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კის, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­და ეფექ­ტურ რე­ა­გი­რე­ბას. მათ შო­რის იყო ტექ­ნი­კა, რო­მელ­საც ფლობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს ზუ­რაბ აბა­ში­ძე­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინს შო­რის, რომ­ლის დრო­საც რუ­სე­თის მხრი­დან გა­მო­ი­ხა­ტა მზა­ო­ბა დახ­მა­რე­ბის ისე­თი ტექ­ნი­კით, რო­მე­ლიც გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბელს გახ­დი­და ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეფექ­ტურ წარ­მო­ე­ბას.

ამის შემ­დგომ შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით რუ­სე­თის მხა­რეს გა­ეგ­ზავ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ნოტა, რაც არის შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ლო­ბის და პრო­ცე­დუ­რის ნა­წი­ლი. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დღის წეს­რიგ­ში აღარ დად­გა.

სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის დროს, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. იგი­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ და შემ­დეგ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რის მიერ", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

sponsored by ContentRoom

რაზე ისაუბრეს ხანძრის დროს ტელეფონით გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ

რაზე ისაუბრეს ხანძრის დროს ტელეფონით გრიგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.

"ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი.

ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.

ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.

საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ", - აცხადებენ სამინისტროში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."