სოფელ დაბას მიმდებარედ მთის ერთ-ერთ ფერდობზე კვამლი შეინიშნება. როგორც სოფელ დაბადან ჩანს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ "მთის ფერდობზე გაჩენილი კვამლი ხანძრის ახალი კერა არ არის, მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება და კვამლი და მტვერი შესაძლოა, ქარს უკავშირდებოდეს".