სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ
გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, წყალ­ში ჩა­ვარ­დნილ შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენს წყლი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ ამო­იყ­ვა­ნენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, წყლი­დან ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ ვერ­ტმფრენს თბი­ლის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით გა­და­იყ­ვა­ნენ.

"ვერ­ტმფრე­ნის წყლი­დან ამო­ღე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ ვე­ლო­დე­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით ვერ­ტმფრენს თბი­ლის­ში გა­და­ი­ტა­ნენ და ჩა­უ­ტარ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მფრი­ნა­ვებს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი გა­მო­კი­თხა­ვენ, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, მივ­ლი­ნე­ბით უკვე გა­ემ­გზავრნენ.

"დღეს მივ­ლი­ნე­ბით თბი­ლის­ში გა­ემ­გზავრნენ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. დღეს­ვე მოხ­დე­ბა მფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­კი­თხვა", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­დე­ბა ზი­ა­ნი.

"შსს-ს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად შე­ის­წავ­ლეს წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი და სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ წყა­ლი ბო­ლომ­დე გა­ა­სუფ­თა­ვეს და ეტა­პობ­რი­ვად, ხე­ლოვ­ნუ­რი ავ­ზი­დან წყალ­საც ვუშ­ვებთ. არა­ვი­თა­რი საფრ­თხე ეკო­ლო­გი­ას არ ემუქ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ

გიორგი მღებრიშვილი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ

ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს წყლიდან სავარაუდოდ ხვალ ამოიყვანენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ვერტმფრენს თბილისში სპეციალური ტექნიკით გადაიყვანენ.

"ვერტმფრენის წყლიდან ამოღებას სავარაუდოდ ხვალ ველოდებით. სპეციალური ტექნიკით ვერტმფრენს თბილისში გადაიტანენ და ჩაუტარდება ექსპერტიზა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მფრინავებს ადგილობრივი გამომძიებლები გამოკითხავენ, რომელიც თბილისში, მივლინებით უკვე გაემგზავრნენ.

"დღეს მივლინებით თბილისში გაემგზავრნენ ადგილობრივი გამომძიებლები. დღესვე მოხდება მფრინავების გამოკითხვა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაინიშნება ექსპერტიზა და დადგინდება ზიანი.

"შსს-ს სპეციალისტებმა ოპერატიულად შეისწავლეს წყლის დაბინძურების ხარისხი და საგანგაშო არაფერია. მიუხედავად ამისა, მათ წყალი ბოლომდე გაასუფთავეს და ეტაპობრივად, ხელოვნური ავზიდან წყალსაც ვუშვებთ. არავითარი საფრთხე ეკოლოგიას არ ემუქრება", - განაცხადა მინისტრმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია