Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მფრი­ნა­ვებს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ეკი­პა­ჟის წევ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ჯან­მრთე­ლო­ბა უსურ­ვა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მფრი­ნა­ვებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ვარ­დი­აშ­ვი­ლი დახ­ვდნენ და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას პი­რა­დად გა­ეც­ნენ.

შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 4-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მათ ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დათ. არც ერთ მათ­განს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე გუ­ჯა­რუ­ლა­ზე მო­წყო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ავ­ზი­დან წყლის აღე­ბის დროს, შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­მა ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მე­ო­თხე თა­ნამ­შრო­მე­ლი, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა თბი­ლის­ში, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის კად­რე­ბი კლი­ნი­კი­დან და პრე­მი­ე­რის ზარი - მფრი­ნა­ვებს კვი­რი­კაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და

პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერი ავარიულად დაშვებული ვერტმფრენის ეკიპაჟს ტელეფონით ესაუბრა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ღუდუშაურის კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში მფრინავებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი დახვდნენ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაშავებულების კადრები კლინიკიდან და პრემიერის ზარი - მფრინავებს კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი